ბრძანება N 5738
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5738
27 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ----------ის (ს/ნ --------------)
(მის.: ------------------------------)
2025 წლის 27 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 მარტის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა ი/მ ----------ის (ს/ნ --------------) 2025 წლის 27 თებერვლის №94378/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 იანვრის №007-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აცხადებს, რომ ტექნიკური უზუსტობის გასწორების საფუძველზე გამოცემული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით გადამხდელის პასუხისმგებლობა დამძიმდა, რაც დაუშვებელია. ამასთან, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შინაარსობრივად არ არსებობდა ტექნიკური უზუსტობის გასწორების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს სადავო კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აგვისტოს №19075 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----------ის (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 16 ნოემბრის №28240 ბრძანება და ამავე თარიღის №007–320 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 449 144 ლარი, მათ შორის გადასახადი 806 060 ლარი, ჯარიმა 499 149 ლარი და საურავი 143 935 ლარი.
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2025 წლის 24 იანვრის დასკვნა და ამავე წლის 27 იანვრის №684 ბრძანება, რომლის საფუძველზე ი/მ ----------ს (ს/ნ --------------) საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელების არასწორად, გაორმაგებულად შემცირებული თანხის ნაწილში და 2023 წლის 31 მარტის სავადო თარიღით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელები 239 570 ლარი. ასევე, გასწორდა ქონების გადასახადში დაშვებული ტექნიკური უზუსტობა და ქონების (გარდა მიწისა) გადასახადში შეუმცირდა 5 555 ლარი და დაერიცხა ქონების (მიწის) გადასახადში 5 555 ლარი. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 იანვრის №007-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 956 544 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 082 895 ლარი, ჯარიმა 499 149 ლარი და საურავი 374 500 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 იანვრის დასკვნის მიხედვით, დგინდება შემდეგი:
ი/მ ----------ის (ს/ნ --------------) მიმართ გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ნოემბრის №28240 ბრძანება სწორად და შესაბამისობაშია 2023 წლის 31 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტთან, ხოლო 2023 წლის 16 ნოემბრის №007-320 საგადასახადო მოთხოვნა დაგენერირდა არასწორად. კერძოდ: საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელები გაორმაგებულადაა შემცირებული, ასევე, ქონების გადასახადში ქონების (მიწის) გადასახადი დარიცხულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადში, რაც მოითხოვს კორექტირებას. უფრო დეტალურად:
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ნოემბრის №28240 ბრძანების პირველი პუნქტით „1.ი/მ ----------ს (ს/ნ --------------) ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხოს სულ 1 432 986 ლარი, მათ შორის: გადასახადი 933 837 ლარი, ჯარიმა 499 149 ლარი“, ხოლო მეორე პუნქტით „2. ი/მ ------------ს (ს/ნ --------------) დაერიცხოს მიმდინარე გადასახდელები 388 628 ლარი და შეუმცირდეს მიმდინარე გადასახდელები 239 570 ლარით.“
აღნიშნულის შესაბამისად 2023 წლის 16 ნოემბრის №007-320 საგადასახადო მოთხოვნაში გადასახადი უნდა შეადგენდეს 1 082 895 ლარს (933 837 + 388 628- 239 570) ნაცვლად 843 325 (806060+37265) ლარისა. სხვაობაა მიმდინარე შესამცირებელ გადასახდელში 239 570 ლარის ოდენობით, რომელიც გაორმაგებულადაა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შემცირებული 2023 წლის 31 მარტის სავადო თარიღით (239 570*2=479 500).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე და 268-ე მუხლების, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის, შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული აუდიტის დეპარტამენტის დებულების (დანართი №8) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“, „თ“ და “ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ი/მ ------------ს (ს/ნ --------------) საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელების არასწორად, გაორმაგებულად შემცირებული თანხის ნაწილში 2023 წლის 31 მარტის სავადო თარიღით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელები 239 570 ლარი. ასევე, გასწორდა ქონების გადასახადში დაშვებული ტექნიკური უზუსტობა და ქონების (გარდა მიწისა) გადასახადში შეუმცირდა 5 555 ლარი და დაერიცხა ქონების (მიწის) გადასახადში 5 555 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლზე, რომლის თანახმად:
1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.
2. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
3. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისათვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ხოლო, მე-2 ნაწილის „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია:
გ) საგადასახადო შემოწმების აქტი;
დ) საგადასახადო ორგანოსათვის სხვა მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის საგადასახადო ვალდებულების შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ბარათზე აღურიცხავი ან/და არასწორად აღრიცხული მონაცემების გამოვლენის შემთხვევაში,საგადასახადო/საბაჟო ორგანო ახორციელებს ბარათზე ადრე დაფიქსირებული მონაცემების კორექტირებას შესაბამისი საგადასახადო/საბაჟოორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.
შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული აუდიტის დეპარტამენტის დებულების (დანართი №8) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ზ) აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადის, საურავის და ფულადი ჯარიმის თანხების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას (დარიცხვა, შემცირება);
თ) აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადის, საურავის და ფულადი ჯარიმის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება და ადრესატისათვის გადაცემას;
ი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , თანხების დარიცხვას/შემცირებას.
ხოლო ამავე დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“, „თ“ და “ი“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ე) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო შემოწმების მასალების (შემოწმების აქტების) განხილვის შედეგებზე;
თ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ი) ცვლის, ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობს დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ი/მ ----------ის (ს/ნ --------------) მიმართ გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ნოემბრის №28240 ბრძანება შესაბამისობაშია 2023 წლის 31 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტთან, ხოლო 2023 წლის 16 ნოემბრის №007-320 საგადასახადო მოთხოვნა დაგენერირდა არასწორად. კერძოდ: საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელები გაორმაგებულადაა შემცირებული, ასევე, ქონების გადასახადში ქონების (მიწის) გადასახადი დარიცხულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ტექნიკური უზუსტობის გასწორების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართლზომიერად განხორციელდა 2025 წლის 24 იანვრის დასკვნისა და 2025 წლის 27 იანვრის №007-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნა შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----------ის (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №19075 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №28240 ბრძანება და №007–320 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 449 144 ლარი.
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2025 წლის 24 იანვრის დასკვნა და ამავე წლის 27 იანვრის №684 ბრძანება, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელების არასწორად, გაორმაგებულად შემცირებული თანხის ნაწილში და 2023 წლის 31 მარტის სავადო თარიღით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელები 239 570 ლარი. ასევე, გასწორდა ქონების გადასახადში დაშვებული ტექნიკური უზუსტობა და ქონების (გარდა მიწისა) გადასახადში შეუმცირდა 5 555 ლარი და დაერიცხა ქონების (მიწის) გადასახადში 5 555 ლარი. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №007-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 956 544 ლარი.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 იანვრის დასკვნის მიხედვით მომჩივანის მიმართ გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის №28240 ბრძანება სწორად და შესაბამისობაშია 2023 წლის 31 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტთან, ხოლო №007-320 საგადასახადო მოთხოვნა დაგენერირდა არასწორად. კერძოდ: საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელები გაორმაგებულადაა შემცირებული, ასევე, ქონების გადასახადში ქონების (მიწის) გადასახადი დარიცხულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადში, რაც მოითხოვს კორექტირებას.
აღნიშნულის შესაბამისად №007-320 საგადასახადო მოთხოვნაში გადასახადი უნდა შეადგენდეს 1 082 895 ლარს ნაცვლად 843 325 ლარისა. სხვაობაა მიმდინარე შესამცირებელ გადასახდელში 239 570 ლარის ოდენობით, რომელიც გაორმაგებულადაა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შემცირებული 2023 წლის 31 მარტის სავადო თარიღით .
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე და 268-ე მუხლების, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის, შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული აუდიტის დეპარტამენტის დებულების (დანართი №8) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“, „თ“ და “ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელების არასწორად, გაორმაგებულად შემცირებული თანხის ნაწილში 2023 წლის 31 მარტის სავადო თარიღით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელები 239 570 ლარი. ასევე, გასწორდა ქონების გადასახადში დაშვებული ტექნიკური უზუსტობა და ქონების (გარდა მიწისა) გადასახადში შეუმცირდა 5 555 ლარი და დაერიცხა ქონების (მიწის) გადასახადში 5 555 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნა შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 268(1);