N 13200 - 28/04/2021 - დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება N 13200
28/04/2021
დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:
1. „დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 17 მარტის N7536 ბრძანებაში შეტანილ იქნას შემდეგი შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დანართი N1- „დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება“
ბ) დანართი N2-„ოპერაციები, რომლებიც არ განიხილება საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად“.
გ) დანართი N3- „ვაუჩერების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები“
დ) დანართი N4- „დასაბეგრი პირები“
ე) დანართი N5- „დღგ-ის ჩათვლა“
ვ) დანართი N6-მომსახურების გაწევის ადგილი;
ზ) დანართი N7-სპეციალური სქემები“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ლევან კაკავა
სამსახურის უფროსი