N 3000-XIმს-Xმპ - 31/05/2023 - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 31.05.2023
№ დოკუმენტი 3000-XIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1061−1063 მუხლები:

„მუხლი 1061. მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევა

1. მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევა −

გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

3. მატარებლის მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც მემანქანის მართვის უფლება არ აქვს ან შეჩერებული აქვს, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

5. მატარებლის სამართავად გადაცემა იმ პირისთვის, რომელსაც მემანქანის მართვის უფლება არ აქვს ან შეჩერებული აქვს, −

გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

6. იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 1062. საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დარღვევა

1. საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დარღვევა −

გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 106 3. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დარღვევა

1. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დარღვევა −

გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“.

 

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2111 მუხლი:

„მუხლი 2111. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო

ამ კოდექსის 1061−1063 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილ პირს.“.

 

3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 ნაწილი:

„111. ამ კოდექსის 1061−1063 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,31 მაისი 2023 წ.

N3000-XIმს-Xმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე