ფიზიკური პირის ქონების გადასახადი დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) N 1422
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ფიზიკური პირის ქონების გადასახადი დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) N 1422
ფაქტობრივი გარემოებები
• ფიზიკური პირის ოჯახის მიერ 2015 წლის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 40 000 ლარს.
• I ვარიანტი: ფიზიკურ პირის საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ბინა, რომელის რეალიზაციაც მოახდინა 2015 წლის აგვისტოს ბოლოს.
• II ვარიანტი: ფიზიკურმა პირმა კომერციული ფართი შეიძინა 2015 წლის მარტის დასაწყისში.
• I ვარიანტში: ფიზიკურმა პირმა 2016 წლის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში არ ასახა 2015 წლის რეალიზებული დასაბეგრი ქონების შესახებ მონაცემები, იმ მოტივით, რომ მას აღნიშნული ქონება საკუთრებაში ჰქონდა 2015 წლის დეკემბრის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
• II ვარიანტში: ფიზიკურმა პირმა 2015 წლის მარტში შეძენილ ქონებაზე, რომლის შესახებ მონაცემები ასახა 2016 წლის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში, ქონების გადასახადი გადაიხადა საკუთრებაში ქონების ყოფნის დროის პროპორციულად.
შეფასება
• სსკ-ის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.
• სსკ-ის 205-ე მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილების გათვალისწინებით, ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით. ქონების გადასახადი გამოანგარიშება და გადახდის წესი განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით. ამ ბრძანებით დამტკიცებული ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმა და მისი შევსების წესი ითვალისწინებს დასაბეგრ ქონებაზე ქონების ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებობის პერიოდის (თვეების) შესაბამისად (91-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი).
• ფიზიკური პირი ვალდებული იყო, 2016 წლის ქონების გადსახადის დეკლარაციაში აესახა 2015 წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული ქონება (როგორც წლის განმავლობაში რეალიზებული, ასევე შეძენილი) და ქონების გადასახადი გადაეხადა მის საკუთრებაში ქონების ყოფნის დროის პროპორციულად (რეალიზებულ ქონებაზე წლიური ქონების გადასახადის 8/12, ხოლო შეძენილზე - 10/12).
ღონისძიებები
• I ვარიანტში: ფიზიკურ პირს დაერიცხება კუთვნილი ქონების გადასახადი, გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
• II ვარიანტში: პიზიკური პირის ქმედებაში სამართალდარღვევა არ იკვეთება.