საგადასახადო შეთანხმებით მოცული პერიოდის საგადასახადო შემოწმება N 2525
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საგადასახადო შეთანხმებით მოცული პერიოდის საგადასახადო შემოწმება N 2525
ფაქტობრივი გარემოებები
· გადასახადის გადამხდელს სსკ-ის 293-ე მუხლის შესაბამისად გაუფორმდა საგადასახადო შეთანხმება
· I ვარიანტი: შეთანხმება გაფორმდა 2011 წლის 1 თებერვალს, რომლის თანახმად, პირს 2010 წლის 31 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნით დამატებით დარიცხული საგადასახადო დავალიანება (500 000 ლარი) განესაზღვრა 300 000 ლარის ოდენობით. საგადასახადო დავალიანება არ მოიცავდა დეკალარირებულ საგადასახადო ვალდებულებებს
· II ვარიანტი: შეთანხმება გაფორმდა 2011 წლის 1 თებერვალს, რომლის თანახმად, პირს 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული სალდირებული საგადასახადო დავალიანება (500 000 ლარი) განესაზღვრა 300 000 ლარის ოდენობით. საგადასახადო დავალიანება მოიცავდა დეკალარირებულ და დამატებით დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებს
· III ვარიანტი: შეთანხმება გაფორმდა 2010 წლის სექტემბრის თვეში, რომლის თანახმად პირს 2010 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდისათვის არადეკლარირებული გადასახდელი საგადასახადო დავალიანების ოდენობა განესაზღვრა 200 000 ლარით
· IV ვარიანტი: შეთანხმება გაფორმდა 2011 წლის 1 თებერვალს, რომლის თანახმად, პირს 2011 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის არადეკლარირებული გადასახდელი საგადასახადო დავალიანების ოდენობა განესაზღვრა 200 000 ლარით
შეფასება
· შეთანხმების გაფორმების პერიოდისათვის მოქმედი სსკ-ის 293-ე მუხლის (ძვ.1282) მე-8 ნაწილის შესაბამისად, არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დაუშვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდზე ან/და შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადის/გადასახადების სახეებზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით ვალდებულებების დაზუსტება, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა. ხოლო ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, დამატებით დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ დამატებით დარიცხვის საფუძვლებში (მათ შორის, შემოწმების აქტში ან/და სხვა დოკუმენტში) მითითებულ პერიოდზე/პერიოდებზე და გადასახადის/გადასახადების სახეებზე დაუშვებელია საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევისა)
· სსკ-ის 309-მუხლის 64-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია 2013 წლის 31 დეკემბრამდე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და მასზე ვრცელდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის XLI თავის დებულებები
ღონისძიებები
· I ვარიანტში: საგადასახადო ორგანოს უფლება არ აქვს, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა დამატებით დარიცხვის საფუძველში (შემოწმების აქტში) მითითებულ საგადასახადო პერიოდებზე(შემოწმების პერიოდები)
· II ვარიანტში: საგადასახადო ორგანოს უფლება არ აქვს, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა დამატებით დარიცხვის საფუძველში (შემოწმების აქტში) მითითებულ საგადასახადო პერიოდებზე (შემოწმების პერიოდები). დამატებით დარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ დეკლარირებულ საგადასახადო პერიოდებზე
· III ვარიანტში: საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა 2010 წლის საანგარიშო პერიოდის მოგების/საშემოსავლო და ქონების გადასახადებზე
· IV ვარიანტში: 2010 წლის საანგარიშო პერიოდზე დამატებით საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა დაუშვებელია