N 11 - 18/01/2012 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 18.01.2012
№ დოკუმენტი 11
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №11

2012 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო

პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის

თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში (სსმ, 27/09/ 2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სახელმწიფო გასამხედროებული დაწესებულებების გამგებლობაში არსებულ სარეჟიმო ობიექტებზე სასროლეთის მოწყობის ნებართვა გაიცემა მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მანძილის მიუხედავად, თუ ობიექტი აკმაყოფილებს მე-2 პუნქტით დადგენილ სხვა მოთხოვნებს და არ არის საფრთხის შემცველი სასროლი მიმართულების და ადგილის რელიეფის გათვალისწინებით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე