N 7 - 10/01/2013 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 10.01.2013
№ დოკუმენტი 7
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №7

2013 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნავთობპროდუქტის ნსაფ-ით მიწოდების ან/და შეძენის შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოს, დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად, წარედგინება „ ნავთობპროდუქტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი და სასაქონლო ნაშთები“ ( №III-10 დანართი).“.

2. ამოღებულ იქნეს დანართი №III-11.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური