თანამშრომელთა სარგებელი საქონლის სახით N 1802
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
თანამშრომელთა სარგებელი საქონლის სახით N 1802
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმოს თანამშრომელი მესამე პირისგან იღებს საქონელს
•I ვარიანტი: საწარმო ანაზღაურებს თანხას თანამშრომლის სახელზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით
•II ვარიანტი: საწარმო ანაზღაურებს თანხას მის სახელზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით
შეფასება
•I ვარიანტის შემთხვევაში, თანამშრომელს ჩაეთვლება სახელფასო განაცემად (სარგებელი) ანაზღაურებული თანხები
•II ვარიანტის შემთხვევაში, საწარმოს უსასყიდლო მიწოდებად ჩაეთვლება საქონლის საბაზრო ღირებულება დღგ-ის და მოგების გადასახადის მიზნებისათვის
•II ვარიანტის შემთხვევაში თანამშრომელს ჩაეთვლება სახელფასო განაცემად -სარგებლად (საქონლის საბაზრო ღირებულება დღგ-ის ჩათვლით)
ღონისძიებები
•ორივე ვარიანტის შემთხვევაში, გაიზრდება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები
•ორივე ვარიანტის შემთხვევაში, დაკორექტირდება გამოსაქვითი ხარჯები მოგების გადასახადში
•მე-2 ვარიანტში დაკორექტირდება დღგ-ის ბრუნვები
•დეკლარაცია(ებ)ში გადასახადების შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება გადასახადის შემცირებისათვის (სსკ 132-ე მუხლი)
•ორივე ვარიანტში პირი დაჯარიმდება გადახდის წყაროსთან თანხის დაუკავებლობისთვის (სსკ-ის 134-ე მუხლი)