სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა (როცა მიეწოდება საწვავიც) N 0719

0719 სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა (როცა მიეწოდება საწვავიც) 16.11.2010
№ დოკუმენტი 0719
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა N 0719

ფაქტობრივი გარემოებები

•პირმა, გადამზიდველს სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადაუხადა 1000 ლარი და გადასცა 300 ლიტრი საწვავი (ღირებულება 450 ლარი)

•ხელშეკრულება ითვალისწინებს დამკვეთის ვალდებულებას უზრუნველყოს გადამზიდავი სჭირო საწვავით. შესაბამისად, იგი სრულად იღებს პასუხისმგებლობას გადაცემული საწვავის მხოლოდ დანიშნულებით გამოყენებაზე (გახარჯვაზე)

•გადამზიდავმა 1000 ლარი ასახა ერთობლივ შემოსავალში და დაბეგრა დღგ-ით; შემკვეთმა ხარჯებში გამოქვითა 1450 ლარი, მათ შორის საწავავის მარაგების შემცირების გზით 450 ლარი

•დადგენილია, რომ კონკრეტულ გადაზიდვაზე ფაქტობრივად გახარჯული საწვავის რაოდენობა შეადგენს 200 ლიტრს, ამასთან დარჩენილი 100 ლიტრი მარაგებში არ ირიცხება

შეფასება

•შემკვეთს 100 ლიტრი საწვავის ღირებულებით უნდა შეუმცირდეს გამოქვითვები და ამავე ოდენობის საწვავზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა

•გადამზიდავს 100 ლიტრი საწვავის ღირებულება ჩაეთვლება სარგებლად

ღონისძიებები

•გადამხდელებს გადაუანგარიშდებათ კუთვნილი გადასახადები

•მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში დაეკისრებათ სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია