N495 - 19/10/2022 - „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 19.10.2022
№ დოკუმენტი 495
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №495

2022 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ

ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში

ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/09/2019, 240090000.10.003.021475) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“:

1. მე-2 მუხლის „ე.ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ე.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე წარმოშობილი/წარმოებული საქართველოს საქონლის 12 თვემდე ვადით შენახვა, ხოლო საქართველოს საქონლის სხვა შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის „ე.ე.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა) – 3 თვემდე ვადით შენახვა;“.

2. დანართი №5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №5

 

შენიშვნა: ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ე.ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საქონლის საბაჟო საწყობში შენახვის შემთხვევაში, ივსება დანართის პირველი – მე-7 გრაფები, ხოლო მე-16 გრაფაში („შენიშვნა“) შეიტანება საბაჟო საწყობში საქართველოს საქონლის შენახვის თაობაზე საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული თანხმობის რეკვიზიტები (შესაბამისი წერილის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი).“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე