ბრძანება N 31475

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.12.2023
№ დოკუმენტი 31475
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 31475

13 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 9 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 სექტემბრის №20110/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2023 წლის 9 თებერვლის №425853 (რეგ. №24072/01) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №33863 ბრძანებასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა წარდგენილი დეკლარაციების გგპაბ-ზე ასახვაზე. მიუთითებს, რომ გადამხდელთან ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, რომლითაც განესაზღვრათ საგადასახადო ვალდებულებები. აცხადებს, რომ შემოწმების შემდეგ საწარმოს დირექცია გაეცნო შემოწმების შედეგებს, გაარკვია ჯარიმების მიზეზი და დაადგინა, რომ არ ჰქონდათ მიღებული და ასახული ისეთი ოპერაციები, რომლებიც შესრულებულია და დოკუმენტირებული არ არის. ამიტომ, გადამხდელმა მოითხოვა შესაბამისი კომპანიებიდან გაწეული მომსახურების დამადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა, მიიღო და ჩათვლის მიზნით დააზუსტა დეკლარაციები. ამ ქმედების მიზანია მხოლოდ შემცირდეს გადამხდელის დავალიანება და შემდგომ დარჩენილი დაიფაროს. მიუთითებს შპს „----------“-დან მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე და აცხადებს, რომ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები დეკლარირებულია საგადასახადო შემოწმებამდე. შპს „----------“-ს იმავე პერიოდში შესრულებული ჰქონდა 81 300 ლარის ღირებულების მომსახურება და დაფარული იყო დავალიანებაც. ორივე კომპანიამ არასწორად ჩათვალა რომ, ავანსის ფაქტურების გამოწერა საკმარისი არის შესრულებული მომსახურების შესაბამისი დღგ-ს სრულად ჩასათვლელად. შეცდომის გამოსწორების მიზნით გამოიწერა 2022 წლის მარტის თვეში, 2019 წლის 10 მაისს დასრულებული მომსახურების ანგარიშ-ფაქტურა. დაზუსტდა 2019 წლის იანვრის და მაისის დეკლარაციები. 2019 წლის იანვარში, დაზუსტებით, გაუქმდა ავანსის ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული შემცირება. ხოლო, 2019 წლის მაისის დაზუსტებული დეკლარაციით, დაწყვილდა ავანსის და შესრულების ანგარიშ-ფაქტურები და ჩათვლა არ იქნა მოთხოვნილი, ვინაიდან ჩათვლილი იყო ავანსის ფაქტურების მიღების თარიღით. აცხადებს, რომ შპს „----------“-ს სამუშაო სრულად და ხარისხიანად აქვს შესრულებული. ბინები ექსპლუატაციაშია მიღებული და გაყიდულია. თვითონ, შპს „----------“-ს აღნიშნული მომსახურების დღგ ბიუჯეტის წინაშე გადახდილი აქვს. გადამხდელის განმარტებით, ის ფაქტი, რომ საგადასახადო შემოწმება მოხდა შესაბამის პერიოდში არ წარმოადგენს დაზუსტებული დეკლარაციების ასახვაზე უარის თქმის საფუძველს. ითხოვს შპს „----------“-ის მიერ გამოწერილი ეა---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისი ჩასათვლელი დღგ აისახოს გგპაბ-ზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 თებერვლის №3905 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 31 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 14 ივნისის №1912 ბრძანება და 2021 წლის 15 ივნისის №259-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 907 679 ლარი, მათ შორის, გადასახადი 472 821 ლარი, ჯარიმა 292 787 ლარი და საურავი 142 071 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის დასკვნის თანახმად, დგინდება, რომ 2019 წლის მაისის თვის დღგ-ის საანგარიშო პერიოდი (რომელზეც გადამხდელის მიერ 2022 წლის 31 მარტს ელექტრონულად გამოგზავნილია დაზუსტებული დეკლარაცია) შესწავლილია შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ და ასახულია საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის შედეგებიც გადატანილია გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

კომპანიის წარმომადგენელთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ გადამხდელს დეკლარაციის დაზუსტების მეშვეობით სურს იმ ანგარიშ-ფაქტურების ასახვა, რაც არ მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ. კომპანიის წარმომადგენელთან საუბრისას ასევე, გაირკვა, რომ ზემოხსენებული ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შემდგომ. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 31 მარტს წარმოდგენილი 2019 წლის მაისის თვის დაზუსტებულ დეკლარაციაზე (----------) მიბმულია შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა ეა----------. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა დაწყვილებულია საწარმოსთვის 2018 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილ ავანსის ანგარიშ-ფაქტურებთან (ავ---------- და ავ----------), რომელთა განაშთვის საკითხი მოცულია შპს „----------“-ის საგადასახადო შემოწმების აქტით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ 2022 წლის 31 მარტს წარმოდგენილი 2019 წლის მაისის თვის დაზუსტებული დეკლარაცია არ დაექვემდებარა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2022 წლის 30 დეკემბრის №33863 ბრძანება, რითაც შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) უარი ეთქვა მის მიერ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 თებერვლის №3905 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდზე, დამატებით ელექტრონულად წარმოდგენილი 2019 წლის მაისის თვის დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) (დეკ. ----------) დეკლარაციის გგპაბ-ზე ასახვაზე.

აუდიტის დეპარტამენტის ზემოაღნიშნულ ბრძანებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 9 თებერვალს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 მაისის №10483 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 20 სექტემბრის №20110/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 მაისის №10483 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 სექტემბრის №20110/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ-მე-3 ნაწილებზე, რომელთა თანახმად:

1. თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

2. შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად, თუ იგი საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ამ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე.

3. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის 31 მარტს წარმოდგენილი 2019 წლის მაისის თვის დაზუსტებულ დეკლარაციაზე (----------) მიბმულია შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა----------, რომელიც დაწყვილებულია საწარმოსთვის 2018 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან (ავ---------- და ავ----------), აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვის საკითხი მოცულია შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საგადასახადო შემოწმების აქტით 2019 წლის იანვრის თვეში. აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ 2022 წლის 10 აპრილს დაზუსტებული იქნა 2019 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაც (----------), რომლითაც იგი გაუნაშთავად (სრული ოდენობით) ითვლის შპს „----------“-ის მიერ გამოწერილ (ეა----------) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრულ დღგ-ს თანხას, რომელიც შემოწმების მიერ 2019 წლის იანვრის თვეში იყო განაშთული. ამავე დეკლარაციაში გადამხდელს არასწორად აქვს დაფიქსირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 იანვრის N513 ბრძანებით 2019 წლის იანვრის თვის დაზუსტებული დეკლარაცია არ დაექვემდებარა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წლის მაისის თვის დღგ-ს დეკლარაციაზე მიბმული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ეა----------) ასახვის საკითხი დაკავშირებულია ამავე წლის იანვრის თვის დღგ-ს დაზუსტებულ დეკლარაციაში განხორციელებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვასთან, კომპანიის მიერ 2022 წლის 31 მარტს წარმოდგენილი 2019 წლის მაისის თვის დაზუსტებული დეკლარაციაც არ დაექვემდებარა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტაცია არ არის იმგვარი გარემოება, რომელიც დაზუსტებულ დეკლარაციაში ასახული მონაცემების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის საფუძველი გახდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა წარდგენილი დეკლარაციების გგპაბ-ზე ასახვაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის 31 მარტს წარმოდგენილი 2019 წლის მაისის თვის დაზუსტებულ დეკლარაციაზე მიბმულია კომპანიისის მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც დაწყვილებულია საწარმოსთვის 2018 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვის საკითხი მოცულია მომჩივანის საგადასახადო შემოწმების აქტით 2019 წლის იანვრის თვეში. აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ 2022 წლის 10 აპრილს დაზუსტებული იქნა 2019 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაც, რომლითაც იგი გაუნაშთავად (სრული ოდენობით) ითვლის კომპანიის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრულ დღგ-ს თანხას, რომელიც შემოწმების მიერ 2019 წლის იანვრის თვეში იყო განაშთული. ამავე დეკლარაციაში გადამხდელს არასწორად აქვს დაფიქსირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 იანვრის N513 ბრძანებით 2019 წლის იანვრის თვის დაზუსტებული დეკლარაცია არ დაექვემდებარა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წლის მაისის თვის დღგ-ს დეკლარაციაზე მიბმული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ასახვის საკითხი დაკავშირებულია ამავე წლის იანვრის თვის დღგ-ს დაზუსტებულ დეკლარაციაში განხორციელებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვასთან, კომპანიის მიერ 2022 წლის 31 მარტს წარმოდგენილი 2019 წლის მაისის თვის დაზუსტებული დეკლარაციაც არ დაექვემდებარა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტაცია არ არის იმგვარი გარემოება, რომელიც დაზუსტებულ დეკლარაციაში ასახული მონაცემების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის საფუძველი გახდებოდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 69(3).