N 4678-Iს - 17/05/2011 - „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 17.05.2011
№ დოკუმენტი 4678-Iს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე გავრცელებულ ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფებისა და კატეგორიების მიხედვით:

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1674032645136 {margin-left: 0.4pt; margin: 0 auto !important; }ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფები და სახეობათა დასახელებები

მოსაკრებლის ოდენობა ერთი კუბური მეტრისათვის ლარებში

 

I

კატეგორია

II

კატეგორია

III

კატეგორია

IV

კატეგორია

 

1

2

3

4

5

 

I ჯგუფი:

უთხოვარი, ბზა,ღვია, ძელქვა, კაკალი

102

71

41

6

 

II ჯგუფი:

მუხა, წაბლი, იფანი,თელა, თუთა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი

60

42

24

4

 

III ჯგუფი:

წიფელი, რცხილა,აკაცია, აკაკი, უხრავი

47

33

19

3

 

IV ჯგუფი:

ფიჭვი, ნაძვი, სოჭი,კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია

22

15

9

2

 

V ჯგუფი:

ჯაგრცხილა, ჭადარი,ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები

13

9

5

2

 

შენიშვნა: ტყის მერქნიან სახეობათა სხვადასხვა კატეგორიისათვის მიკუთვნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირი, რომელიც ახორციელებს სანიტარიულ ჭრას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს იხდის ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით ტყის მერქნიან სახეობათა I კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის 60%-ის ოდენობით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სოციალური ჭრის შედეგად სათბობი შეშით უზრუნველყოფისას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კატეგორიის მიუხედავად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით ტყის მერქნიან სახეობათა IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით.“.

 

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე გამოყოფილ ტყეკაფზე მოპოვებულ ხე-ტყეზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მოსაკრებლის მიხედვით.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,2011 წლის 17 მაისი.

 

№4678-Iს