დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი გასანადგურებული მარაგის მიხედვით N 1003
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი გასანადგურებული მარაგის მიხედვით N 1003
ფაქტობრივი გარემოებები
•დღგ-ის გადამხდელმა პირმა საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო ვეღარ გამოიყენა ტარა და გაანადგურა შესაბამისი აქტით
•ვარიანტი 1: განადგურება განხორციელდა საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით (სსკ 208-ე მუხლის მე-7-მე-9 ნაწილები)
•ვარიანტი 2: ტარის განადგურება განახორციელა დამოუკიდებლად
•პირს აღნიშნულ საქონელზე მიღებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა
•პირმა არ დააკორექტირა დღგ-ის ჩათვლა და ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვები
შეფასება
•პირველ ვარიანტში, პირის ქმედება მართლზომიერია
•იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ტარა შემდგომი მიწოდებისათვის ვერ იქნებოდა გამოყენებული, მე-2 ვარიანტში, უნდა მოხდეს დღგ-ის ჩათვლის შემცირება იმ თვის დეკლარაციაში, რომელშიც მოხდა საქონლის განადგურება (სსკ 247-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული ხარჯების შემცირება
ღონისძიებები
•მე-2 ვარიანტში, კომპანიას გაუუქმდება დღგ-ის ჩათვლა საქონლის განადგურების (შესაბამისი აქტის შედგენის) პერიოდისათვის
•მე-2 ვარიანტში, დაზუსტდება გამოქვითვები
•მე-2 ვარიანტში, პირი დაჯარიმდება დღგ-ისა და მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების გამო (სსკ-ის 132-ე მუხლი)