ბრძანება N 5646
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5646
15 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის: ----------)
2024 წლის 26 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ ------) №31618/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის N21-11/11436 გადაწყვეტილებას. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №24).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანია შეიქმნა სამეცნიერო ექსპერიმენტის მიზნით. ამბობს, რომ ექსპერიმენტი არ შედგა და ლიცენზია 2011 წელს განცხადებით ჩააბარა ისე, რომ არაფერი მოუპოვებია ამ წლების განმავლობაში. 2011 წლიდან კომპანია არის ლიკვიდაციაზე. გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხულ მოსაკრებელს და ითხოვს თანხის ჩამოწერას, რათა დასრულდეს კომპანიის ლიკვიდაციის საკითხი.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „------“-ის (ს/ნ ------) პირადი აღრიცხვის ბარათების შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადების ნაწილში არსებული დავალიანება ჩამოწერილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად შპს „-------“-ის 05.12.2023 წლის ID:------ განცხადების საფუძველზე. ხოლო მოსაკრებლის ნაწილში არსებული დავალიანება არ იქნა ჩამოწერილი, ვინაიდან მოსაკრებლის ნაწილში არსებული დავალიანება არ განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილით დავალიანების ჩამოწერის მიზნებისათვის.
შპს ------ს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის შესახებ ეცნობა 2023 წლის 21 დეკემბრის N21- 11/101995 წერილით, რომელიც ჩაბარდა 17.01.2024 წელს. მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 144-ე და 145-ე ნაწილებზე და შპს „-------“-ის (ს/ნ ------) 2024 წლის 17 იანვრის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 იანვრის N1433 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით მომსახურების დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელებინა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).
შპს „------“-ის (ს/ნ ------) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში დავალიანება წარმოშობილია აუდიტის დეპარტამენტის 16.01.2012 წლის N002–7 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხებით. აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2012 წლის N002–247 საგადასახადო მოთხოვნით ნაწილობრივ შემცირებულია 16.01.2012 წლის N002–7 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები. სულ დარიცხულია ძირითადი 1913 ლ, ჯარიმა 706 ლ, გადახდილია 190.07 ლარი. სხვა დარიცხვა მოსაკრებელში არ ფიქსირდება. დადგენილ ვადებში გადაუხდელ ძირითად დავალიანებაზე დარიცხულია საურავი, რაც 21.01.2024 წ. მდგომარეობით შეადგენს 3374.47ლარს.
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა შპს „------“-ზე (ს/ნ ------) გაცემული ლიცენზია, ხოლო საარქივო სამმართველოდან - შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შპს „------“-ს 2008 წლის 25 იანვარს აღებული აქვს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია N------- სამი წლის ვადით. აღნიშნული ლიცენზიის საფუძველზე მოსაპოვებელი რესურსია რიოლითი, ჯამური ოდენობა 17600 მ 3 . შპს „-------“-ის მიერ არ ფიქსირდება წარდგენილი გაანგარიშებები. მინერალური რესურსების წიაღის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით, შპს „-------“ (------) ფლობდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების N------ ლიცენზიას, ------ს მუნიციპალიტეტში, სოფ. -------ს ტერიტორიაზე რიოლითის მოპოვებაზე ჯამური 17600 მ 3 . ლიცენზია გაიცა 2008 წლის 25 იანვარს და გაუქმდა 2010 წლის 24 ივნისის №1-1/1094 ბრძანების საფუძველზე. ასევე, მოწოდებულია N------- ლიცენზიის ასლი.
ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 144-ე და 145-ე ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათი გათვალისწინებულია მხოლოდ მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის, ხოლო შპს „-------“-ზე (ს/ნ -----) გაცემული ლიცენზია ითვალისწინებდა სხვა ბუნებრივი რესურსის - რიოლითის მოპოვებას, შპს „-------“-ზე ვერ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 144-ე და 145-ე ნაწილების მოქმედება. შესაბამისად, ვერ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) მოთხოვნა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე არსებული დავალიანების გაუქმებასთან დაკავშირებით, რის შესახებ ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის N21-11/11436 წერილით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 144-ე და 145-ე ნაწილების თანახმად:
144. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად ჩამოწეროს იმ პირის მიერ გადასახდელი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის გათვალისწინებული მოსაკრებლის გადაუხდელი ოდენობა და მასთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმა და საურავი, რომელსაც 2023 წლის 1 დეკემბრამდე შესაბამისი ლიცენზიით (სათანადო დამტკიცებული ათვისების გეგმით ან მის გარეშე) არ უსარგებლია, კერძოდ, მიწისქვეშა მტკნარი წყალი არ ჩამოუსხამს. ამ ნაწილის მოქმედება პირზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) შესაბამისი პირი 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით აღარ ფლობს მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გაცემულ ლიცენზიას;
ბ) შესაბამისი პირი 2024 წლის 1 აპრილამდე მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის ლიცენზიის გამცემ ორგანოს მიმართავს ამ ლიცენზიის გაუქმების შესახებ და 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით არ ისარგებლებს აღნიშნული ლიცენზიით, კერძოდ, არ ჩამოასხამს მიწისქვეშა მტკნარ წყალს.
145. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის 144-ე ნაწილით გათვალისწინებული წესი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად მინერალური რესურსების წიაღის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით, შპს „-------“ (ს/ნ -----) ფლობდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების N------ ლიცენზიას, -------ს მუნიციპალიტეტში, სოფ. -------ს ტერიტორიაზე რიოლითის მოპოვებაზე ჯამური 17600 მ 3 . საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 144-ე და 145-ე ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათი გათვალისწინებულია მხოლოდ მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის, ხოლო შპს „-------“-ზე (ს/ნ ------) გაცემული ლიცენზია ითვალისწინებდა სხვა ბუნებრივი რესურსის - რიოლითის მოპოვებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 იანვრის N1433 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში, (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის N21-11/11436 გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში დავალიანება წარმოშობილია აუდიტის დეპარტამენტის 16.01.2012 წლის N002–7 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხებით. აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2012 წლის N002–247 საგადასახადო მოთხოვნით ნაწილობრივ შემცირებულია 16.01.2012 წლის N002–7 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები. სულ დარიცხულია ძირითადი 1913 ლ, ჯარიმა 706 ლ, გადახდილია 190.07 ლარი. სხვა დარიცხვა მოსაკრებელში არ ფიქსირდება. დადგენილ ვადებში გადაუხდელ ძირითად დავალიანებაზე დარიცხულია საურავი, რაც 21.01.2024 წ. მდგომარეობით შეადგენს 3374.47ლარს. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ მომჩივანს 2008 წლის 25 იანვარს აღებული აქვს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია სამი წლის ვადით. აღნიშნული ლიცენზიის საფუძველზე მოსაპოვებელი რესურსია რიოლითი, ჯამური ოდენობა 17600 მ 3 . მომჩივნის მიერ არ ფიქსირდება წარდგენილი გაანგარიშებები. მინერალური რესურსების წიაღის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით, მომჩივანი ფლობდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას რიოლითის მოპოვებაზე ჯამური 17600 მ 3 . ლიცენზია გაიცა 2008 წლის 25 იანვარს და გაუქმდა 2010 წლის 24 ივნისის №1-1/1094 ბრძანების საფუძველზე. ასევე, მოწოდებულია ლიცენზიის ასლი. ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 144-ე და 145-ე ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათი გათვალისწინებულია მხოლოდ მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის, ხოლო მომჩივანზე გაცემული ლიცენზია ითვალისწინებდა სხვა ბუნებრივი რესურსის - რიოლითის მოპოვებას, მომჩივანზე ვერ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 144-ე და 145-ე ნაწილების მოქმედება. შესაბამისად, ვერ დაკმაყოფილდა მომჩივნის მოთხოვნა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე არსებული დავალიანების გაუქმებასთან დაკავშირებით, რის შესახებ ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის N21-11/11436 წერილით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 იანვრის N1433 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309(144)(145), 304(21).