გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან (უზომო პრემიის გამოქვითვა) N 0255
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან N 0255
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმომ, რომლის ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 1 000 000 ლარს, დირექტორს პრემიის სახით დაარიცხა 130 000 ლარი,რომელიც არც საანგარიშო და არც მომდევნო წელს გაცემული არ არის
•საწარმომ დასაბეგრი მოგება დაადეკლარირა 20 000 ლარი, ხოლო პირის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვებმა შეადგინა 850 000 ლარი (აღნიშნული პრემიის გარეშე)
•საწარმოს ფინანსური მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ აღნიშნული პრემია გაცემულ იქნას მიმდინარე წელს და ამასთან არც მომდევნო წლის ერთობლივი შემოსავლის ზრდას არ ჰქონია ადგილი (არ უფიქსირდება გრძელვადიანი კონტრაქტი, დიდი ოდენობის დაუმთავრებელი წარმოება და სხვა)
•ვარიანტი I: პრემიის დარიცხვა და გამოქვითვა მოხდა 2010 წელს
•ვარიანტი II: პრემიის დარიცხვა და გამოქვითვა მოხდა 2011 წელს
შეფასება
•ვარიანტი I: ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით აღნიშნული გარემოება დაბეგვრის მიზნებისათვის სსკ-ის 73-ე მუხლის (ძვ.104-ე მუხლის) საფუძველზე უნდა შეფასდეს როგორც გამოსაქვითი ხარჯების ხელოვნური გაზრდა
•ვარიანტი II: სსკ-ის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, როდესაც გადახდა უკავშირდება ფიზიკურ პირს, ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება თანხის გადახდის მომენტი
ღონისძიებები
•ორივე ვარიანტში საწარმოს დაუკორექტირდება დასაბეგრი მოგება (შეუმცირდება გამოსაქვითი ხარჯები)
•დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ.132) მუხლის შესაბამისად
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით