წილის სანაცვლოდ მიღებული კომპენსაცია N 0906

0906 წილის სანაცვლოდ მიღებული კომპენსაცია 09.12.2011
№ დოკუმენტი 0906
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

წილის სანაცვლოდ მიღებული კომპენსაცია N 0906

ფაქტობრივი გარემოებები

· ფიზიკურმა პირმა 2009 წლის იანვარში 200 ლარიანი კაპიტალით დაარსა შ.პ.ს, რომლის 100% წილი 2010 წლის 13 მაისს გაასხვისა სხვა საწარმოზე საწესდებო კაპიტალის ღირებულებით (200 ლარად)

· წილის გასხვისებისას გაფორმებული ყიდვა/გაყიდვის ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველი ვალდებული იყო ფიზიკური პირისათვის დამატებით გადაეხადა თანხა, რომელიც უნდა განსაზღვრულიყო მყიდველის მიერ მიღებული დივიდენდის მიხედვით 4 თვის პროპორციულად (იანვარი-აპრილი)

· ვარიანტი I: ასანაზღაურებელი თანხა არ უნდა ყოფილიყო 5000 ლარზე ნაკლები

· ვარიანტი II: დამატებით ასანაზღაურებელი თანხა უნდა განსაზღვრულიყო 2010 წლის შედეგების გათვალისწინებით

· ორივე ვარიანტში ფიზიკურმა პირმა მიღებული თანხა არ დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით

შეფასება

· ორივე ვარიანტში: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის მიერ მიღებული/მისაღები კომპენსაცია არ განიხილება როგორც დივიდენდი, არამედ წარმოადგენს წილის სანაცვლოდ მიღებულ კომპენსაციის თანხას, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს ფიზიკური პირის შემოსავალი და დაიბეგროს შესაბამის პერიოდში მოქმედი განაკვეთის მიხედვით.

ღონისძიებები

· პირს დაერიცხება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი

· დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (132-ე) მუხლის შესაბამისად

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც