ფიზიკურ პირზე დივიდენდის განაწილება N 2622
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ფიზიკურ პირზე დივიდენდის განაწილება N 2622
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X“ დაფუძნდა ფიზიკური პირის მიერ. აღნიშნულ წელს განხორციელებული საქმიანობიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ შეადგინა 200 000 ლარი. 2018 წლის დეკემბრის თვეში შპს „X“-მა დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე ხელზე გასცა წმინდა მოგებიდან 30 000 ლარი. საწარმოს აღნიშნულ ოპერაციაზე საგადასახადო ანგარიშგება მოგების გადასახადში არ მოუხდენია.
შეფასება
· სსკ-ის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება“.
· შესაბამისად, 2018 წლის დეკემბრის თვეში საწარმო ვალდებული იყო, ფიზიკურ პირზე გაცემულ 30 000 ლარზე დაერიცხა და ბიუჯეტში გადაეხადა 5 572 ლარი მოგების (30 000/0,95/0,85*15%=5 572) გადასახადი და 1 578 (30 000/0,95*5%=1 578) ლარი დივიდენდზე 5%.
ღონისძიებები
· საწარმოს დაეკისრება საგადასახადო ვალდებულებები მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებში. ამასთან, საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად, მოგების გადასახადისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით