ბრძანება N 6423
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6423
04 აპრილი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 13 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 28 მარტის სხდომაზე (ოქმი №24), განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №37375/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 14 თებერვლის №21-10-21/9835 გადაწყვეტილებას და 2023 წლის 22 ნოემბრის №------- საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე დარიცხულ აქციზს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2023 წლის 22 ნოემბერს განახორციელა საქონლის იმპორტი საბაჟო დეკლარაციით №-------. აღნიშნული დეკლარაციით შემოტანილ იქნა -------, კასრებით. 2023 წლის 18 დეკემბერს შემოტანილი ------- სრულად მიეწოდა სს „-------“, თუმცა მის მიერ მოხდა პროდუქციის უკან დაბრუნება რადგან საქონელი არ აკმაყოფილებდა ტექნიკურ მოთხოვნებს.
შპს „-------“ მიერ მომწოდებელთან კომუნიკაციის შედეგად დადგენილ იქნა რომ აღნიშნული პროდუქცია ნამდვილად იყო წუნდებული და მოხდა სრული პარტიის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა, თუმცა საბაჟოს მიერ ვერ მოხდა დეფექტური საქონლის იდენტიფიცირება იმ საქონელთან, რაც მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში 2023 წლის 22 ნოემბრის №------- საბაჟო დეკლარაციით, რაც კომპანიას საშუალებას მისცემდა აღნიშნული საქონელი მომწოდებელთან გაეგზავნა რეექსპორტით. შესაბამისად, წუნდებული საქონელი მომწოდებლისთვის დაბრუნებულ იქნა ექსპორტით. აღნიშნულის გამო არ მოხდა საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 14 თებერვლის №21-10- 21/9835 გადაწყვეტილებისა და 2023 წლის 22 ნოემბრის №------- საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობას და მითითებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე გადახდილი თანხის (აქციზი) დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 21 იანვარს შპს „-------“ №7109/21 განცხადებით მომართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა №------- (25.11.2023) საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი (------- - ნეტო 22 932 კგ) 2024 წელს სრულად იქნა გატანილი საქართველოდან №------- (28/03/2024) და №------- (18/04/2024) საბაჟო დეკლარაციებით.
საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ შპს „-------“ №7109/21 (21.01.2025) განცხადებაში აღნიშნული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ აკმაყოფილებდა საქონლის რეექსპორტში მოქცევისათვის დადგენილ პირობებს, კერძოდ, არ იყო შესაძლებელი №------- (25.11.2023) საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის (------- - ნეტო 22 932 კგ) იდენტიფიცირება. ამასთან ერთად, №------- (18/04/2024) საბაჟო დეკლარაციით ექსპორტში დეკლარირებული საქონლის შემთხვევაში, წარმოდგენილი არ ყოფილა საქონლის დაბრუნებაზე მომწოდებლის თანხმობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი. შესაბამისად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა განხორციელდა ექსპორტის საბაჟო დეკლარაციებით (№------- (28/03/2024); №------- (18/04/2024)). გამომდინარე აქედან, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 14 თებერვლის №21-10-21/9835 წერილით შპს „-------“ უარი ეთქვა №------- (25.11.2023) საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობაზე.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დაუშვებელია საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა შესაბამისი საქონლის გაშვების შემდეგ, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 141 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის გაშვების შემდეგ საბაჟო დეკლარაცია ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი საქართველოს საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მთლიანი ოდენობის რეექსპორტი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება, ეს საქონელი შეიძლება რეექსპორტს დაექვემდებაროს. ამ შემთხვევაში თუ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მთლიანი ოდენობის რეექსპორტი, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქონლის რეექსპორტის გამოყენებისათვის დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
- საქონელი არ უნდა იქნეს გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე;
- შესაძლებელი უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის იდენტიფიცირება;
- რეექსპორტის დეკლარაციასთან ერთად უნდა წარედგინოს პირის განცხადება საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ, და მომწოდებლისათვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისათვის საქონლის დაბრუნებაზე მომწოდებლის თანხმობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი;
- საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონელი გატანილი უნდა იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღიდან 6 თვეში.
დადგენილია, რომ შპს „-------“ მიერ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ აკმაყოფილებდა საქონლის რეექსპორტში მოქცევისათვის დადგენილ პირობებს, კერძოდ, არ იყო შესაძლებელი 2023 წლის 25 ნოემბრის №------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის (------- - ნეტო 22 932 კგ) იდენტიფიცირება, ამასთან ერთად წარდგენილი არ ყოფილა საქონლის დაბრუნებაზე მომწოდებლის თანხმობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 14 თებერვლის №21-10-21/9835 გადაწყვეტილება, რომლითაც მომჩივანს უარი ეთქვა №------- (25.11.2023) საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობაზე, შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ითხოვს საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილებისა და საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობას და მითითებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე გადახდილი თანხის (აქციზი) დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივანმა განცხადებით მომართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი სრულად იქნა გატანილი საქართველოდან.
საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ მომჩივანის განცხადებაში აღნიშნული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ აკმაყოფილებდა საქონლის რეექსპორტში მოქცევისათვის დადგენილ პირობებს, კერძოდ, არ იყო შესაძლებელი საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება. ამასთან ერთად, საბაჟო დეკლარაციით ექსპორტში დეკლარირებული საქონლის შემთხვევაში, წარმოდგენილი არ ყოფილა საქონლის დაბრუნებაზე მომწოდებლის თანხმობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი. შესაბამისად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა განხორციელდა ექსპორტის საბაჟო დეკლარაციებით. გამომდინარე აქედან, საბაჟო დეპარტამენტის წერილით მომჩივანს უარი ეთქვა საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობაზე.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც მომჩივანს უარი ეთქვა საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობაზე, შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 91(3); 160(3-ა);