მასალის (ნედლეულის) დანაკარგი N 1715

1715 მასალის (ნედლეულის) დანაკარგი - (ძალადაკარგული) 07.04.2011
№ დოკუმენტი 1715
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მასალის (ნედლეულის) დანაკარგი N 1715

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმოს საგადასახადო შემოწმებით საცავში დაუდგინდა ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებით შაქრის ფხვნილის ნაკლებობა საერთო მასის 2 %-ის ოდენობით. ამასთან, დადგენილი არ არის დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი

· შაქრის დანაკარგზე არ არსებობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ზღვრული ნორმა

· წინა პერიოდებში ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურებით გამოვლენილია სამართალდარღვევა (პირველადი დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია – მოხმარება, ჩეკის ამოურტყმელობა, პირადი მოხმარებისათვის გამოყენება)

შეფასება

· გამოვლენილი ნაკლებობა (2%) ჩაითვლება დანაკლისად

ღონისძიებები

· პირი ჯარიმდება გამოვლენის მომენტში დანაკლისის საბაზრო ღირებულების 50%-ის ოდენობით (მასზე გაწეული ხარჯისა და დღგ-ის ჩათვლის გაუქმების გარეშე), ამასთან, პირს გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით შემდგომ პერიოდში საგადასახადო ვალდებულებები აღარ დაეკისრება (სსკ–ის 286–ე მუხლის მე–8 ნაწილი)