დაგროვების ბარათებით განხორციელებული ოპერაციები (დაგროვილი ქულების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებაზე გადახდის წყაროსთან თანხა არ უნდა დააკავოს) N 1148
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დაგროვების ბარათებით განხორციელებული ოპერაციები N 1148
ფაქტობრივი გარემოებები
· სავაჭრო ცენტრი კლიენტებს სთავაზობს დაგროვების ბარათებს, და საჯაროდ იღებს ვალდებულებას, რომლის თანახმად, კლიენტს გადაეცემა შეძენილი საქონლის ღირებულების მიხედვით ბარათზე დაგროვილი ქულების შესაბამისი ღირებულების საქონელი (ნივთი). იანვრის თვეში სავაჭრო ცენტრმა ფიზიკურ პირს გადასცა დაგროვების ბარათზე ასახული ქულების ექვივალენტი, 100 ლარის ღირებულების ნივთი. ამასთან, ნივთის გაცემისას საწარმომ არ შეასრულა სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის "მ" ქვეპუნქტის მოთხოვნა
· კლიენტის მიერ შეძენილი საქონლის ღირებულება ამ საქონელზე დარიცხული (დაგროვების ბარათზე ასახული) ქულების გათვალისწინებით არ არის თვითღირებულებაზე ნაკლები
შეფასება
· საწარმოს არ გააჩნდა სსკ-ის 154-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო აგენტის ვალდებულება, იმის გათვალისწინებით, რომ დაგროვების ბარათზე არსებული ქულების ფარგლებში მან შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რომელიც კლიენტის მიერ გარკვეული პირობების შესრულებას მოჰყვა. სასყიდლის გარეშე კლიენტისათვის გადაცემული ნივთის ღირებულება უკავშირდება კლიენტის მიერ გარკვეული პირობების შესრულებას
ღონისძიებები
· საწარმოს ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 1 სექტემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით