შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის
📄 სრული ტექსტი
შეთანხმება
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის
პრეამბულა
თურქეთის რესპუბლიკამ და საქართველომ (შემდგომში, სადაც ეს მიზანშეწონილია, „მხარეებად“ ან „თურქეთად“ და „საქართველოდ“ წოდებულებმა),მოწადინებულებმა, განავითარონ და გააძლიერონ არსებული მეგობრული ურთიერთობები, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის სფეროებში, იმ მიზნით, რათა ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრესს და გაზარდონ ორმხრივი სავაჭრო გაცვლების მასშტაბი,აცნობიერებენ რა საჭიროებას, გააერთიანონ საკუთარი ძალისხმევა რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად რეგიონალური თანამშრომლობის წახალისების გზით,ითვალისწინებენ რა „შეთანხმებას თურქეთსა და ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებას შორის კავშირის დამყარების შესახებ“ და „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის“,განაცხადებენ რა თავიანთი მზადყოფნის შესახებ, მიიღონ ზომები იმისთვის, რათა ხელი შეუწყონ მათი ვაჭრობის ჰარმონიულ განვითარებას და აგრეთვე იმისთვის, რათა გააფართოონ და გაამრავალფეროვნონ თავიანთი ურთიერთთანამშრომლობა ერთობლივი ინტერესის საგნის შემადგენელ სფეროებში, იმ სფეროების ჩათვლით, რომელთაც ეს შეთანხმება არ მოიცავს, და ამით შექმნან საფუძველი და ხელსაყრელი გარემო, დამყარებული თანასწორობაზე, არადისკრიმინაციულობაზე და უფლებათა და მოვალეობათა ბალანსზე,აღნიშნავენ რა მხარეთა ერთობლივ დაინტერესებას მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის მუდმივი განმტკიცებით და მიიჩნევენ რა, რომ 1994 წლის გენერალური შეთანხმების ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ (შემდგომში „GATT 1994-ად“ წოდებულის) და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (შემდგომში „WTO-დ “ წოდებულის) დებულებები და დოკუმენტები მათი საგარეო სავაჭრო პოლიტიკის საფუძველს შეადგენს,მიიჩნევენ რა, რომ მხარეთა უფლებანი და მოვალეობანი GATT 1994-დან და WTOდან მომდინარეობს,მტკიცედ აქვთ რა გადაწყვეტილი, ამ მიზნით ჩამოაყალიბონ დებულებები, გამიზნული მხარეთა შორის ვაჭრობის ხელშემშლელ დაბრკოლებათა აღმოსაფხვრელად ამ შეთანხმების დებულებათა თანახმად, კერძოდ კი ის დებულებანი, რომლებიც თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნას შეეხება,სჯერათ რა, რომ ვაჭრობისა და ეკონომიკურ და ტექნიკურ სფეროებში თანამშრომლობის განვითარება ორივე ქვეყნის სწრაფი განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია,გადაწყვიტეს, ამ მიზნების მისაღწევად, დადონ შემდეგი შეთანხმება (შემდგომში „ამ შეთანხმებად“ წოდებული).
მუხლი 1
მიზნები
1. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან მხარეები თანმიმდევრულად შექმნიან მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონას ამ შეთანხმების ებულებათა თანახმად და GATT 1994-ის XXIV მუხლისა და სასაქონლო ვაჭრობის თაობაზე სხვა მრავალმხრივი შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც თან ერთვის შეთანხმებას WTO-ს დაფუძნების შესახებ.
2. ამ შეთანხმების მიზნებია:
a) მხარეთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება და გაღრმავება ორი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის ასამაღლებლად;
b) სასაქონლო ვაჭრობასთან დაკავშირებული სიძნელეებისა და შეზღუდვების აღმოფხვრა;
c) მხარეთა შორის ეკონომიკურ ურთიერთობათა ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების გზით;
d) მხარეთა შორის ვაჭრობისას სამართლიანი კონკურენციის პირობების უზრუნველყოფა;
e) პირობების შექმნა ინვესტიციების შემდგომი წახალისებისათვის, განსაკუთრებით კი ორივე ქვეყანაში ერთობლივი ინვესტიციების განვითარებისათვის;
f) მესამე ქვეყნების ბაზრებზე მხარეთა შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობისათვის ხელშეწყობა;
g) მსოფლიო ვაჭრობის განვითარებისა და გაფართოების ხელშეწყობა ვაჭრობაში ბარიერების აღმოფხვრის გზით.
მუხლი 2
ძირითადი გადასახადების და საქონლის კლასიფიკაცია
1. მხარეთა შორის ვაჭრობისას, რომელსაც ეს შეთანხმება მოიცავს, მხარეები იყენებენ თავ-თავიანთ საბაჟო ტარიფებს მათში საიმპორტოდ განკუთვნილი საქონლის კლასიფიკაციის მიმართ.
2. თითოეული პროდუქტისთვის ძირითადი გადასახადი, რომლის მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს ამ შეთანხმებაში მოყვანილი თანამიმდევრული შემცირებები, არის უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით (MFN³) გათვალისწინებული გადასახადი, რომელიც მხარეთა კანონმდებლობის მიხედვით ძალაშია 2007 წლის პირველი იანვრიდან.
3. თუ 2007 წლის პირველი იანვრის შემდეგ, ტარიფის ესა თუ ის შემცირება გამოიყენება erga omnes პრინციპის საფუძველზე, კერძოდ შემცირებები, რომლებიც შედეგია ტარიფების თაობაზე WTO-ში წარმოებული მოლაპარაკებებისა, ამგვარი შემცირებული ბაჟები შეცვლის მე-2 პუნქტში მოხსენებულ ძირითად გადასახადებს იმ თარიღიდან, როდესაც გამოყენებული იქნება ამგვარი შემცირებები.
4. მხარეები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთ ძირითად გადასახადებს.
თავი I
სამრეწველო პროდუქტები
მუხლი 3
მოქმედების სფერო
ამ თავის დებულებები გამოიყენება თითოეული მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი პროდუქტების მიმართ, რომლებიც საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის 25-97 თავებში შედის, ამ შეთანხმების I დანართში ჩამოთვლილი პროდუქტების გამოკლებით.
მუხლი 4
იმპორტზე საბაჟო გადასახადები და მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლები
1. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან უქმდება იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადები დსა მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლები.
2. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან მხარეები ურთიერთვაჭრობისას აღარ შემოიღებენ იმპორტზე დამატებით ახალ საბაჟო გადასახადებს ან მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლებს.
მუხლი 5
ფისკალური ხასიათის საბაჟო გადასახადები
იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადების გაუქმებასთან დაკავშირებული დებულებები გამოიყენება აგრეთვე ფისკალური ხასიათის საბაჟო გადასახადების მიმართ.
მუხლი 6
ექსპორტზე საბაჟო გადასახადები და მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლები
1. ექსპერტზე დაწესებული ყველა საბაჟო გადასახადი და მისი ექვივალენტური მოქმედების მქონე ნებისმიერი მოსაკრებლები მხარეთა შორის უქმდება ამ შეთანხმების ძალაში შესვლასთან ერთად.
2. ამ შეთანხმების ძალაშჳ შესვლის დღიდან მხარეები ურთიერთვაჭრობისას აღარ შემოიღებენ ექსპორტზე დამატებით ახალ საბაჟო გადასახადს ან მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლებს.
მუხლი 7
ექსპორტ-იმპორტზე რაოდენობრივი შეზღუდვები და მისი მოქმედების ზომები.
1. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან მხარეები ექსპორტ-იმპორტის განხორციელებისას აღარ შემოიღებენ ახალი რაოდენპობრივი შეზღუდვებს ან მსგავსი მოქმედების ზომებს.
2. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან მხარეთა შორის ექსპორტ-იმპორტის განხორციელებისას უქმდება ყველა სახის რაოდენობრივ შეზღუდვა და მსგავსი მოქმედების მქონე ყველა სხვა ზომა.
თავი II
ძირითადი სასოფლო-სამეურნეო. დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო და
მეთევზეობის პროდუქტები
მუხლი 8
მოქმედების სფერო
1. ამ თავისდებულებები გამოიყენება თითოეული მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი ძირითადი სასოფლო-სამეურნეო, დამუშავებული სასოფლო სამეურნეო და მეთევზეობის პროდუქტების მიმართ.
2. ტერმინი ,,ძირითადი სასოფლო-სამეურნეო, დამუშავებული სასოფლო- სამეურნეო და მეთევზეობის პროდუქტები’’ (შემდგომში ,,სასოფლო სამეურნეო პროდუქტებად’’ წოდებული) ამ შეთანხმების ფარგლებში ნიშნავს საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის 01-24 თავებში შემავალ პროდუქტებსა და ამ შეთანხმების I დანართში ჩამოთვლილი პროდუქტებს.
მუხლი 9
შეღავათების გაცვლა
1. ამ შეთანხმების მხარეები აცხადებენ თავიანთი მზადყოფნის შესახებ, ხელი შეუწყონ, იმდენად რამდენადაც მათი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა ამის საშუალებას იძლევა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის ჰარმონიულ განვითარებას და პერიოდულად განიხილონ ეს საკითხი ერთობლივი კომიტეტის სხდომებზე.
2. ამ მიზნის მისაღწევად მხარეთა შორის დაიდო ოქმი I, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ შეღავათებს, რომლებიც ამ შეთანხმების მიხედვით არის მინიჭებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის გასაადვილებლად.
3. ითვალისწინებენ რა სოფლის მეურნეობის როლს თავიანთ ეკონომიკაში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის განვითარებას, სასოფლო სამეურნეო პროდუქტების მაღალ მგრძნობიარობას, თავიანთი ეკონომიკური პოლიტიკის წესებსა და WTO-ს ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის განვითარებას, მხარეები ერთობლივი კომიტეტის სხდომებზე შეისწავლიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ურთიერთვაჭრობაში დამატებითი შეღავათების მინიჭების შესაძლებლობებს.
4. მხარეები ერთმანეთს აცნობებენ მათ მიერ წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკის ან მიღებული ზომების იმ ცვლილებათა შესახებ, რომელთაც გავლენა შეუძლიათ იქონიონ მხარეთა შორის სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის პირობებზე, რომლებიც ამ შეთანხმებაშია გათვალისწინებული. ერთ-ერთი მხარის მოტხოვნით, სიტუაციის შესასწავლად გაიმართება სასწრაფო კონსულტაციები ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში.
მუხლი 10
სანიტარიული და ფიტოსანიტარული ზომები
მხარეები სანიტარულ და ფიტოსანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ თავიანთ წესებს არ გამოიყენებენ, როგორც მათ შორის ვაჭრობის თვითნებურ ან გაუმართლებელ დისკრიმინაციას ან შეფარულ შეზღუდვას. მხარეები თავიანთ სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს გამოიყენებენ GATT 1994-ისა და WTO-ს სხვა შესაბამისი შეთანხმებათა წესებისა და პროცედურების ფარგლებში.
თავი III
საერთო დებულებები
მუხლი 11
შიდა საგადასახადო დაბეგვრა
1. მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, ნებისმიერი შიდა გადასახადები და სხვა მოსაკრებლები და წესები გამოიყენონ GATT 1994-ის III მუხლის და WTO-ს სხვა შესაბამის შეთანხმებათა თანახმად.
2. ექსპორტიორებმა სარგებელი არ უნდა ნახონ შედეგად შიდა არაპირდაპირი დაბეგვრის ანაზღაურებისა, რომელიც აღემატება თანხას არაპირდაპირი დაბეგვრისა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაედო ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე ექსპორტირებულ პროდუქტებს.
მუხლი 12.
სხვა შეთანხმებებით რეგულირებული სავაჭრო ურთიერთობანი
1. ეს შეთანხმება ხელს არ უშლის მხარეებსა და მესამე ქვეყნებს შორის საბაჟო კავშირების, თავისუფალი სავაჭრო ზონების ან საზღვრისპირა ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების არსებობას ან შექმნას იმდენად, რამდენადაც ეს ნეგატიურ ზეგავლენას არ ახდენს ვაჭრობის რეჟიმზე და კერძოდ საქონლის წარმოშობის წესებთან დაკავშირებულ დებულებებზე, გათვალისწინებულზე ამ შეთანხმებაში.
2. მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლა ხდება ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში საბაჟო კავშირების ან თავისუფალი ვაჭრობის ზომების შექმნის თაობაზე შეთანხმებათა შესახებ და როდესაც ეს მიზანშეწონილია, იმ სხვა ძირითადი საკითხების შესახებ, რომლებიც მესამე ქვეყნებთან მათი ვაჭრობის პოლიტიკას შეეხება.
მუხლი 13
დემპინგი
თუკი ერთ-ერთი მხარე აღმოაჩენს, რომ ამ შეთანხმებით რეგულირებულ სავაჭრო ურთიერთობებისას ადგილი აქვს დემპინგს GATT 1994-ის VI მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, მას შეუძლია ამგვარი პრაქტიკის წინააღმდეგ გაატაროს შესაბამისი ზომები GATT 1994-ის VI მუხლისა და აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებული შეთანხმებებით დადგენილი წესების თანახმად.
მუხლი 14
დამცავი ზომები
1. როდესაც ხდება ერთ-ერთ მხარეში რაოიმე პროდუქტის იმპორტირება ამგვარი გაზრდილი რაოდენობით, თითოეული მხარე ინარჩუნებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, გათვალისწინებულს GATT 1994-ის XIX ’’მუხლითა და დამცავ ზომათა შესახებ’’ WTO-ს შეთანხმებით. ეს შეთანხმება მხარეებს არ ანიჭებს რაიმე დამატებით უფლებებსა თუ მოვალეობებს დამცავ ზომებთან მიმართებაში.
2. მხარეთა შორის გამოიყენება GATT 1994 ის XIX მუხლისა და ,,დამცავი ზომათა შესახებ’’ WTO-ს შეთანხმების დებულებები.
მუხლი 15
რეექსპორტი და სერიოზული დეფიციტი
1. როდესაც მე-6 და მე-7 მუხლების დებულებათა შესრულებას შედეგად მოაქვს:
a) რეექსპორტი ისეთი მესამე ქვეყნის მიმართულებით, რომლის წინააღმდეგაც ექსპორტიორ მხარეს, აღნიშნულ პროდუქტთან მიმართებაშჳ, შემოღებული აქვს რაოდენობრივი საექსპერტო შეზღუდვები, საექსპორტო ბაჟები ან ეკვივალენტური მოქმედების მქონე ზომები ან მოსაკრებლები; ან b) ექსპორტიორი მხარისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე პროდუქტის სერიოზული დეფიციტი ან მისი საფრთხე; და როდესაც ზემოთ ხსენებულ სიტუაციებს მნიშვნელოვანი სირთულეები მოაქვს ან შეუძლია მოუტანოს ექსპორტიორ მხარეს, ამ მხარეს შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები თანახმად მე-2 პუნქტში მოყვანილი პროცედურებისა.
2. 1-ლ პუნქტში მოხსენებული სიტუაციების შედეგად წარმოქმნილი სირთულეები განსახილველად წარედგინება ერთობლივ კომიტეტს. კომიტეტს შეუძლია მიიღოს სირთულეთა აღმოსაფხვრელად საჭირო ნებისმიერი გადაწყვეტილება. თუ იგი ამგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საკითხის მისთვის განსახილველად გადაცემიდან ოცდაათი დღის განმავლობაში, ექსპორტიორ მხარეს შეუძლია სათანადო ზომები გაატაროს შესაბამისი პროდუქტის ექსპორტირებასთან მიმართებაში. ზომები არადისკრიმინაციული უნდა იყოს და გაუქმდეს, როდესაც პირობები მათს არსებობას აღარ გაამართლებს.
მუხლი 16
ზოგადი გამონაკლისები
ეს შეთანხმება ხელს არ უშლის აკრძალვებს ან შეზღუდვებს საიმპორტო, საექსპორტო ან ტრანზიტში მყოფ საქონელზე, გამართლებულს მიზეზებით, რომლებიც უკავშირდება საზოგადოებრივ მორალს, საზოგადოებრივ წესრიგს ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას; ადამიანების, ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და გარემოს დაცვას; მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულებების მქონე ეროვნული ძვირფასეულობების დაცვას;
ინტელექტუალური, სამრეწველო და კომერციული საკუთრების დაცვას. თუმცა, ამგვარი აკრძალვები არ უნდა წარმოადგენდეს მხარეთა შორის ვაჭრობის თვითნებურ დისკრიმინაციის საშუალებას ან შეფარულ შეზღუდვას.
მუხლი 17
საგადამხდელო ბალანსთან დაკავშირებული სირთულეები
როდესაც რომელიმე მხარე საგადამხდელო ბალანსთან დაკავშირებულ სირთულეებს ან მათი წარმოქმნის საფრთხეს განიცდის, შესაბამის მხარეს შეუძლია, WTO-ს შეთანხმების ფარგლებში ფორმულირებული პირობების თანახმად, მიიღოს შემზღუდველი ზომები, რომლებიც განსაზღვრული ხანგრძლივობისა უნდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს იმას, რაც საგადამხდელო ბალანსთან დაკავშირებული სიტუაციის გამოსასწორებლად არის აუცილებელი. შესაბამისი მხარე დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე მხარეს მათი შემოღბის შესახებ და რაც შეიძლება მალე წარუდგენს მეორე მხარეს მათი გაუქმების გრაფიკს.
მუხლი 18
წარმოშობის წესები და თანამშრომლობა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის.
1. მხარეები შეთანხმდნენ, მათ შორის ვაჭრობისას გამოიყენონ საქონლის წარმოშობის პრეფერენციული წესები.
2. ამ შეთანხმების II ოქმში ჩამოყალიბებულია საქონლის წარმოშობის პრეფერენციული წესები და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მათთან დაკავშირებული მეთოდები.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ წარმოშობის წესებში შესწორება იქნა შეტანილი, ერთობლივი კომიტეტი წარმოიწყებს წარმოშობის წესებს შესწორების პროცედურას.
თავი IV
სახელმწიფო მონოპოლიები, კონკურენციის წესები, გადახდები და სხვა
ეკონომიკური დებულებები
მუხლი 19
გადახდები და გადარიცხვები
მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, სანქცია მისცეს განხორციელებას, თავიცუფლად კონვერტირებადი ვალუტის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ,,წინასწარი წერილობითი შეთანხმების’’ VIII მუხლის თანახმად, ნებისმიერი გადახდებისა და გადარიცხვებისა თურქეთისა და საქართველოს შორის საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშზე.
მუხლი 20
კონკურენციის წესები, რომლებიც საწარმოებს შეეხება
1. ქვემოთჩამოთვლილნი შეუთავსებელია ამ შეთანხმების სათანადო ფუნქციონირებასთან, იმდენად რამდენადაც მათ შეუძლიათ ზეგავლენა იქონიონ მხარეთა შორის ვაჭრობაზე:
a) ყველა სახის შეთანხმება საწარმოთა შორის, საწარმოთა გაერთიანებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და საწარმოთა შორის შეთანხმებული პრაქტიკული მეთოდები, რომელთა მიზანიც ან შედეგიც არის კონკურენციის არდაშვება, შეზღუდვა ან დამახინჯება;
b) მხარეთა მთელს ტერიტორიებზე ან მათს მნიშვნელოვან ნაწილზე მოპოვებული გაბატონებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ერთი ან მეტი საწარმოს მიერ;
c) ნებისმიერი სახელმწიფოს დახმარება, რომელიც კონკურენციას ამახინჯებს ან დამახინჯების საფრთხეს უქმნის იმით, რომ ხელს უწყობს გარკვეულ საწარმოებს ან გარკვეული საწონლის წარმოებას.
2. ერთობლივი კომიტეტი, ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში, გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღებს აუცილებელ წესებს 1-ლი პუნქტის სარეალიზაციოდ, ამ წესების მიღებამდე, 1.c) პუნქტის რეალიზაციასთან მიმართებაში გამოიყენება 21-ე მუხლის დებულებები.
3. თითოეული მხარე უზრუნველყოფს გამჭვირვალობას სახელმწიფო დახმარების სფეროში, მათ შორის იმით, რომ მეორე მხარეს ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს გაწეული დახმარების საერთო ოდენობისა და განაწილების თაობაზე და იმით, რომ, მოთხოვნის საფუძველზე, მიაწვდის ინფორმაციას ფინანსური დახმარების პროგრამების შესახებ. ერთ-ერთი მხარის მიერ გაკეთებული მოთხოვნის საფუძველზე, მეორე მხარე მიაწვდის ინფორმაციას სახელმწიფო დახმარების ცალკეული შემთხვევების შესახებ.
4. თუ რომელიმე მხარე მიიჩნევს, რომ ესა თუ ის კონკრეტული პრაქტიკა შეუთავსებელია ამ მუხლის 1-ლი პუნქტის პირობებთან, და:
a) ადეკვატურად ვერ რეგულირდება მე-2 პუნქტში მოხსენებული რეალიზაციის წესების მიხედვით, ან
b) ამგვარი წესების არარსებობის შემთხვევაში, და თუკი ამგვარი პრაქტიკა სერიოზულ ზიანს აყენებს ან მიყენების საფრთხეს უქმნის მეორე მხარის ინტერესს ან მატერიელურ ზარალს აყენებს ან მიყენების საფრთხეს უქმნის მის საშინაო მრეწველობას, მომსახურებათა არგის ჩათვლით.
მას შეუძლია მიიღოს სათანადო ზომები ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში გამართული კონსულტაციის შემდეგ, ან ამგვარ კონსულტაციის მოთხოვნით მიმართვიდან ოცდაათი სამუშაოს დღის შემდეგ. 1.c) პუნქტთან შეუთავსებელ პრაქტიკებთან დაკავშირებით, ამგვარი სათანადო ზომები, როდესაც მათ მიმართ გამოყენებადია WTO-ს წესები, შეიძლება მირებულ იქნეს მხოლოდ იმ პროცედურების თანახმად და მხოლოდ იმ პირობებით, რომლებიც დადგენილია WTO-ს მიერ, ანდა მისი ეგიდით შეთანხმებული და მხარეთა მიმართ გამოყენებადი ნებისმიერი სხვა დოკუმენტის მიერ.
5. მიუხედავად საპირისპირო ხასიათის ნებისმიერი დებულებებისა, მიღებულისა ამ მუხლის თანახმად, ინფორმაციის გაცვლისას მხარეები მხედველობაში მიიღებენ შეზღუდვებს, რომლებიც პროფესიული და კომერციული საიდუმლოს დაცვის აუცილებლობითაა განპირობებული.
მუხლი 21
სუბსიდიები
1. მხარეთა უფლებები და მოვალეობები სუბსიდიებთან მიმართებაში რეგულირდება GATT 1994-ის VI და XVI მუხლებით, ,,WTO-ს შეთანხმებით სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ’’ და ,,WTO-ს შეთანხმებით სოფლის მეურნეობის შესახებ’’
2. თუ რომელიმე მხარე აღმოაჩენს, რომ გამოყოფილია სუბსიდიები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ორმხრივი ვაჭრობაზე, აღნიშნული მხარეს შუძლია მიიღოს სათანადო ზომები ზემოხსენებულ შეთანხმებათა თანახმად.
მუხლი 22
ინტელექტუალური საკუთრების უფლებანი
1. ამ შეთანხმების მხარეები გასწევენ და უზრუნველყოფენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ადეკვატურ, ქმედით და არადისკრიმინაციულ დაცვას, იმ ზომების ჩათვლით, რომლებიც მიმართულია ამგვარი უფლებებით სარგებლობის დაცვაზე მათი ხელყოფის, ფალსიფიკაციისა და მეკობრეობისაგან, თანახმად ამ მუხლისა და შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების დებულებებისა.
2. ამ შეთანხმების მხარეები ერთმანეთის მოქალაქეებს ანიჭებენ არანაკლებ ხელსაყრელ რეჯიმს, ვიდრე რეჟიმი, რომელსაც ისინი თავიანთ საკუთარ მოქალაქეებს ანიჭებენ. ამ ვალდებულებების გამონაკლისები შესაბამისობაში უნდა იყოს ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა სავაჭრო ასფექტების შესახებ შეთანხმების’’ (TRIPS) მე-3 მუხლის ძირითად დებულებებთან.
3. ამ შეთანხმების მხარეები ერთმანეთის მოქალაქეებს ანიჭებენ არანაკლებ ხელსაყრელ რეჟიმს, ვიდრე რეჟიმი, რომელიც მათ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მიანიჭეს. ამ ვალდებულებების გამონაკლისები შესაბამისობაში უნდა იყოს ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა სავაჭრო ასპექტების შესახებ შეთანხმებების’’ (TRIPS), კერძოდ კი მისი მე-4 და მე-5 მუხლების, ძირითად დებულებებთან.
4. მხარეები რეგულერულად განიხილავენ ამ მუხლის რეალიზაციას, თუ ადგილი ექნა პრობლემებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ვაჭრობის პირობებზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით გაიმართება სასწრაფო კონსულტაციები ორივე მხარისათვის დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებათა მისაღწევად.
მუხლი 23
სახელმწიფო მონოპოლიები
1. მხარეები მოახდენენ კომერციული ხასიათის მქონე ნებისმიერი სახელმწიფო მონოპოლიის თანდათანობით ადაპტირებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან მეოთხე წლის ბოლოსათვის მხარეთა მოქალაქეებს შორის აღარ არსებობენ რაო=იმე დისკრიმინაცია იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლებითაც საქონლის შესყიდვა და ბაზარზე გატანა ხდება.
2. ერთობლივი კომიტეტი ინფორმირებული უნდა იყოს ამ მიზნის მისაღწევად მიღებული ზომების თაობაზე.
მუხლი 24
სახელმწიფო შესყიდვა
მხარეები თანხმდებიან, რომ მათი მიზანია სახელმწიფო შესყიდვის პროგრესული ლიბერალიზაცია. ერთობლივი კომიტეტი გამართავს კონსულტაციებს ამ მიზნის მიღწევის თაობაზე.
მუხლი 25
ვაჭრობის ხელშემშლელი ტექნიკური ბარიერები
1. მხარეთა უფლებები და მოვალეობები ტექნიკურ ნორმებთან, სტანდარტებთან, შესაბამისობის შეფასებასთან და მათთან დაკავშირებულ ზომებთან მიმართებაში რეგულირდება ,,WTO-ს შეთანხმებით ვაჭრობის ხელშემშლელი ტექნიკური ბარიერების შესახებ’’.
2. მხარეები გააღრმავებენ ტექნიკური ნორმების, სტანდარტებისა და შესაბამისობის შეფასების დარგში ურთიერთანამშრომლობას ერთმანეთის სისტემების არსის უკეთ გაგების, თავიანთ ბაზრებზე შეღწევის გაადვილებისა და ვაჭრობის ხელშემშლელი ტექნიკური ბარიერების მოსპობის მიზნით. მხარეები ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში კონსულტაციებს გამართავენ ერთმანეთთან ამ მუხლში დასახული მიზნების მისაღწევად.
3. თითოეული მხარე, მეორე მხარისაგან მიღებული მოთხოვნის საფუძველზე, მიაწვდის ინფორმაციას სტანდარტების, ტექნიკური წესებისა და მსგავსი ზომების ცალკეული შემთხვევების შესახებ.
4. 1-ლი პუნქტისთვის ზიანის მიუყენებლად, მხარეები თანხმდებიან, ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში გამართონ გადაუდებელი კონსულტაციები იმ შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთი მხარე მიიღებს ზომებს, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან ან შექმნილი აქვთ ვაჭრობისთვის ხელშემშლელი ბარიერი, იმისთვის რათა მიაგნონ სათანადო გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება WTO-ს შეთანხმებასთან ’’ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ’’.
მუხლი 26
მომსახურებებით ვაჭრობა
1. მხარეების მიზანია, მიაღწიონ თავიანთი ბაზრების თანდათანობით ლიბერალიზაციასა და გახსნას მომსახურებებით ვაჭრობისათვის თანახმად WTO-ს გენერალური შეთანხმებისა ,,მომსახურებებით ვაჭრობის შესახებ’’ (GATS) და WTO-ს ეგიდით მიმდინარე სამუშაოს გათვალისწინებით.
2. მხარეები ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში რეგულარული ინტერვალებით განიხილავენ შესაბამის მომსახურებათა სექტორებს და იმსჯელებენ მომსახურებებით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციაზე, საერთაშორისო მოვლენათა გათვალისწინებით.
თავი V
ინსტიტუციური და დასკვნითი დებულებები
მუხლი 27
ერთობლივი კომიტეტის შექმნა
1. ამით იქმნება ერთობლივი კომიტეტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება თითოეული მხარე. ერთობლივი კომიტეტი პასუხისმგებელია ამ შეთანხმების ადმინისტრირებაზე და უზრუნველყოფს მის სათანადო რეალიზაციას.
2. ამ შეთანხმების სათანადო რეალიზაციის მიზნით, მხარეები ცვლიან ინფორმაციას და რომელიმე მხარის მოთხოვნით, მართავენ კონსულტაციებს ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში. ერთობლივი კომიტეტი განიხილავს მხარეთა შორის ვაჭრობის ხელშემშლელი ბარიერების შემდგომი აღმოფხვრის შესაძლებლობას.
3. ერთობლივი კომიტეტი შეუძლია, 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა თანახმად, მიიღონ გადაწყვეტილებები ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სხვა საკითხების თაობაზე ერთობლივ კომიტეტს შეუძლია გამოთქვას რეკომენდაციები.
მუხლი 28
ერთობლივი კომიტეტის პროცედურები
1. ამ შეთანხმების სათანადო რეალიზაციისათვის, ერთობლივი კომიტეტი იკრიბება შესაფერის დონეზე, როდესაც კი ეს მიზანშეწონილი იქნება, მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ სულ მცირე წელიწადში ერთხელ. თითოეულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს სხდომის გამართვა.
2. ერთობლივი კომიტეტი მოქმედებს კონსენსუსის საფუძველზე.
3. თუ ამ შეთანხმების მხარის წარმომადგენელს ერთობლივ კომიტეტში მიღებული აქვს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო მოთხოვნათა შესრულებასთან დაკავშირებული დათქმის საფუძველზე, გადაწყვეტილება, თუკი მასში უფრო გვიანდელი თარიღი არ არის მოყვანილი, ძალაში შედის იმ წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღისათვის, რომელშიც ნათქვამია, რომ ამგვარი მოთხოვნები შესრულებულია.
4. ერთობლივი კომიტეტი იღებს თავის საპროცედურო წესებს, რომლებშიც, სხვებთან ერთად, შევა დებულებები, რომლებიც შეეხება სხდომათა მოწვევასა და თავმჯდომარის დანიშვნას და მის უფლებამოსილებათა ვადას.
5. ერთობლივ კომიტეტს შეუძლია გადაწყვიტოს, შექმნას იმგვარი ქვეკომიტეტები და სამუშაო ჯგუფები, როგორსაც ის აუცილებლად მიიჩნევს მისთვის თავის მოვალეობათა შესრულებაში ხელის შესაწყობად.
მუხლი 29
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამონაკლისები
არაფერი ამ შეთანხმებაში ხელს არ უშლის რომელიმე მხარეს, მიიღოს ესა თუ ის ზომები:
a) რომელთაც იგი აუცილებლადა თვლის, რათა თავიდან აიცილოს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება, რაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მის არსებით ინტერესებს ეწინააღმდეგება;
b) რომლებიც დაკავშირებულია იარაღის, საბრძოლო მასალების ან სამხედრო ქონების წარმოებასთან ან მათით ვაჭრობასთან, ანდა თავდაცვითი მიზნებისთვის აუცილებელ კვლევასთან, ტექნოლოგიის შემუშავებასთან ან წარმოებასთან, იმ პირობით, რომ ამგვარი ზომები ზიანს არ აყენებს კონკურენციის პირობებს ისეთ პროდუქტებთან მიმართებაში, რომლებიც უშუალოდ სამხედრო მიზნებისთვის გამოსაყენებლად არ არის განკუთვნილი;
c) რომელთაც იგი არსებითად თვლის თავისი საკუთარი უსაფრთხოებისათვის იმგვარი სერიოზული შიდა არეულობის დროს, რომელიც ზეგავლენას ახდენს კანონიერების დაცვისა და წესრიგის შენარჩუნებაზე, ომის დროს ან ისეთი სერიოზული საერთაშორისო დაძაბულობის დროს, რომელიც ომის საფრთხეს წარმოადგენს, ანდა იმ ვალდებულებათა შესასრულებლად, რომლებიც მას ნაკისრი აქვს მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.
მუხლი 30
ვალდებულებათა შესრულება
1. მხარეები ყველა აუცილებელ ზომას მიიღებენ იმისთვის, რათა უზრუნველყონ ამ შეთანხმების მიზნების მიღწევა და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული თავიანთი ვალდებულებების შესრულება. თუკი წარმოიქმნება რაიმე უთანხმოება ამ შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, მხარეები, თანამშრომლობისა და კონსულტაციების მეშვეობით, ყოველ ღონეს იხმარენ ორივე მხარისათვის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მისაღწევად.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები მეორე მხარესთან, რომლებიც შეეხება ნებისმიერ რეალურ თუ შემოთავაზებულ ზომას ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელმაც, როგორც მას მიაჩნია, ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ამ შეთანხმების მოქმედებაზე. კონსულტაციების მომთხოვნი მხარე ამავე დროს წერილობით შეატყობინებს ამის თაობაზე მეორე მხარეს და მიაწვდის მთელს შესაბამის ინფორმაციას.
3. კონსულტაციები გაიმართება ერთობლივ კომიტეტში, თუ რომელიმე მხარე ამას მოითხოვს, მე-2 პუნქტში მოხსენიებული შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში, იმ მიზნით, რათა მოხერხდეს ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნა.
მუხლი 31
შეტყობინებათა და კონსულტაციათა პროცედურა ზომების მისაღებად
1. მე-14, მე-15, მე-20 და 30-ე მუხლებში მოყვანილი რომელიმე ზომის გამოყენების პროცედურის დაწყებამდე ამ შეთანხმების მხარეები ეცდებიან, მათ შორის არსებული ნებისმიერი უთანხმოება მოაგვარონ პირდაპირი კონსულტაციების გზით და მეორე მხარეს შეატყობინებენ ამის შესახებ.
2. მხარე, რომელიც აპირებს ზომებს მიმართოს, სწრაფად შეატყობინებს ამის შესახებ ერთობლივ კომიტეტს. აღნიშნული მხარე მიაწვდის ერთობლივ კომიტეტს მთელს შესაბამის ინფორმაციას და გაუწევს მას დახმარებას, რომელიც შემთხვევის შესასწავლად არის საჭირო. კონსულტაციები მხარეთა შორის დაუყოვნებლივ გაიმართება ერთობლივ კომიტეტში იმ მიზნით, რათა მოხერხდეს ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნა.
3. თუ საკითხის განსახილველად ერთობლივი კომიტეტისთვის გადაცემიდან ერთი თვის განმავლობაში მხარე, რომელსაც საქმე შეეხება, არ აღმოფხვრის დავის საგნად გამხდარ პრაქტიკას ან ნაცნობებ სირთულეებს, და თუ ერთობლივ კომიტეტს გამოტანილი არ ექნება გადაწყვეტილება საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებულ მხარეს შეუძლია მიიღოს ზომები, რომელთაც იგი აუცილებლად მიიჩნევს სიტუაციის გამოსასწორებლად.
4. მიღებული ზომების შესახებ ეცნობება უშუალოდ ერთობლივ კომიტეტს. ეს ზომები, მათს მასშტაბსა და ხანგრძლივობასთან მიმართებაში, უნდა შემოიფარგლოს იმით, რაც მკაცრად აუცილებელია იმ სიტუაციის გამოსასწორებლად, რომელმაც მათი გამოყენება გამოიწვია, და არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი პრაქტიკის ან სირთულის მიერ გამოწვეულ ზიანს. პრიორიტეტი მიენიჭება იმგვარ ზომებს, რომლებიც ყველაზე ნაკლებად შეუშლის ხელს ამ შეთანხმების ფუნქციონირებას.
5. მიღებული ზომები საგანი იქნება ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში გამართული რეგულარული კონსულტაციებისა მათი შერბილების ან გაუქმების მიზნით, როდესაც პირობები მათს არსებობას აღარ გაამართლებს.
6. როდესაც განსაკუთრებული ვითარება, რომელიც გადაუდებელ მოქმედებას მოითხოვს, შეუძლებელსა ხდის წინასწარ განხილვას, დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, მე-14, მე-15, მე-20 და 30-ე მუხლების შემთხვევებში, დაუყოვნებლივ გამოიყენოს სიფრთხილის წინასწარი ზომები, რომლებიც მკაცრად აუცილებელია სიტუაციის გამოსასწორებლად. ზომების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება ერთობლივ კომიტეტს და ამ შეთანხმების მხარეთა შორის გაიმართება კონსულტაციები ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში
მუხლი 32
დავების მოგვარება
1. ორივე მხარეს შეუძლია ერთობლივ კომიტეტს განსახილველად გადასცეს ამ შეთანხმების გამოყენებასთან ან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა.
2. ერთობლივ კომიტეტს შეუძლია მოაგვაროს დავა გადაწყვეტილების გამოტანის გზით.
3. თითოეული მხარე ვალდებულია, მიიღოს ზომები, რომლებიც მე-2 პუნქტში მოხსენიებული გადაწყვეტილების განხორციელებასთანაა დაკავშირებული.
4. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დავის მოგვარება მე-2 პუნქტის თანახმად, თითოეულ მხარეს შეუძლია აცნობოს მეორეს არბიტრის დანიშვნის შესახებ; ასეთ შემთხვევაში, მეორე მხარემ ორი თვის განმავლობაში უნდა დანიშნოს მეორე არბიტრი.
5. ორი არბიტრი შეთანხმდება მესამე არბიტრის თაობაზე, რომელიც უნდა იყოს მოქალაქე მესამე ქვეყნისა, რომელთანაც ორივე მხარეს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ორი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდება შეთანხმება მესამე არბიტრის თაობაზე, ამ აუცილებელ დანიშვნას განახორციელებს ერთობლივი კომიტეტი.
6. არბიტრების გადაწყვეტლებანი მიიღება ხმათა უმრავლესობით.
7. დავის თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია არბიტრების გადაწყვეტილების სარეალიზაციოდ.
მუხლი 33
ცვლილებების მუხლი
1. როდესაც ერთ-ერთი მხარე მიიჩნევს, რომ სასარგებლო და მხარეთა ეკონომიკებისთვის სასიკეთო იქნებოდა ამ შეთანხმებით დადგენილ ურთიერთობათა განვითარება მათი განვრცობით ისეთ სფეროებზე, რომელთაც ეს შეთანხმება არ მოიცავს, იგი მოთხოვნას წარუდგენს მეორე მხარეს. ერთობლივი კომიტეტი განიხილავს ამ მოთხოვნას და, როდესაც ეს მიზანშეწონილი იქნება, გააკეთებს რეკომენდაციებს, კერძოდ მოლაპარაკებათა დაწყების მიზნით.
2. 1-ლ პუნქტში მოხსენიებული პროცედურის შედეგად წარმოქმნილი შეთანხმებები დაექვემდებარება ამ შეთანხმების მხარეთა მიერ რატიფიკაციას ან დამტკიცებას თანახმად მათი ეროვნული კანონმდებლობისა.
მუხლი 34
შესწორებები
ამ შეთანხმების, და აგრეთვე მისი დანართებისა და ოქმების, შესწორებები ძალაში შედის დიპლომატიური არხებით უფრო გვიანდელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღისთვის, რომლითაც მხარეები ურთიერთს აცნობებენ, რომ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის მათი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი მოთხოვნა შესრულებულია.
მუხლი 35
ოქმები და დანართები
ამ შეთანხმების ოქმები და დანართები მის განუყოფელ ნაწილს შეადგენს. ერთობლივ კომიტეტს შეუძლია გადაწყვიტოს, შესწორებები შეიტანოს ოქმებსა და დანართებში მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის თანახმად.
მუხლი 36
იურიდიული ძალა და მოქმედების შეწყვეტა
1. ეს შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია ამ შეთანხმების დენონსაცია მეორე მხარისთვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების მეშვეობით. ეს შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ დენონსაციის თაობაზე შეტყობინების მიღების თარიღიდან მეექვსე თვის პირველ დღეს.
მუხლი 37
ძალაში შესვლა
ეს შეთანხმება ძალაში შედის მეორე თვის პირველ დღეს იმ თარიღიდან, როდესაც დიპლომატიური არხებით მიღებული იქნება ბოლო წერილობითი შეტყობინება, რომლითაც მხარეები ურთიერთს აცნობებენ, რომ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის მათი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი მოთხოვნა შესრულებულია. რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელის მომწერებმა, იყვნენ რა ამისთვის სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას. შესრულებულია თბილისში, 2007 წლის 21 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული თურქულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
თურქეთის რესპუბლიკის სახელით
საქართველოს სახელით
დანართი I
მე-3 და მე-8 მუხლებში მოხსენებული პროდუქტების ჩამონათვალი
HS კოდი 2905.43 (მანიტან)
HS კოდი 2905.44 (სორბიტი)
HS სათაური 33.01 (ეთერზეთები)
HS კოდი 3302.10 (სურნელოვანი ნივთიერებები კვების მრეწველობაში ან სასმელების წარმოებაში გაოსაყენებლად)
HS სათაური 35.01-დან 35.05-მდე (ალბუმინის შემსველი ნივთიერებები, მოდიფიცირებული სახამებლები, წებოები)
HS კოდი 38.09.10 (გასაწყობი საშუალებები, ღებვის დამაჩქარებლები სახამებლიანი ნივთიერებების ფუძეზე)
HS კოდი 3824.60 (სორბიტი, რომელიც სხვაგან არ მოიპოვება)
HS სათაური 41.01-დან 41.03-მდე (დაუმუშავებელი ტყავი)
HS სათაური 43.01 (ნედლი ბეწვეული)
HS სათაური 50.01-დან 50.03-მდე (ნედლი აბრეშუმი და აბრეშუმის ნარჩენები)
HS სათაური 51.01-დან 51.03-მდე (შალი და ცხოველის ბეწვი, მატყლის ნარჩენები)
HS სათაური 52.01-დან 52.03-მდე (ნედლი ბამბა, ბამბის ნარჩენების და დაჩეჩილი ბამბა)
HS სათაური 53.01 (ნედლი)
HS სათაური 53.02 (ნედლი კანაფი)
ოქმი I
(მოხსენებული მე-9 მუხლში)
მუხლი 1
წინამდებარე ოქმი ეხება ხელშეკრულების მე-8 მუხლში განსაზღვრულ პროდუქტებს.
მუხლი 2
1. წინამდებარე ოქმის 1-ლ დანართში ჩამოთვლილი თურქეთის რესპუბლიკაში წარმოშობილი სოფლის მეურნეობის საქონლის იმპორტი საქართველოში განხორციელდება ზემოხსენებულ დანართში ჩამოყალიბებული პირობების მიხედვით.
2. წინამდებარე ოწმის მე-2 დანართში ჩამოთვლილი საქართველოში წარმოშობილი სოფლის მეურნეობის საქონლის იმპორტი თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელდება ზემოხსენებულ დანართში ჩამოყალიბებული პირობების მიხედვით.
მუხლი 3~
წინამდებარე ოქმის დანართებში ჩამოთვლილ პროდუქტებთან დაკავშირებით მხარეები ერთმანეთს მიანიჭებენ პრეფერენციულ რეჟიმს მე-2 ოქმის იმ დებულებების შესაბამისად, რომლებიც ეხება ხელშეკრულებაში მოცემულ წარმოშობის წესებს.
1-ლი ოქმის 1-ლი დანართი~
ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან უქმდება საქართველოს მიერ თურქეთის რესპუბლიკაში წარმოშობილი პროდუქციის იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადები და მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლები. გარდა იმ პროდუქციისა. რომელიც ჩამოთვლილია ცხრილში
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1688991592355 {null margin: 0 auto !important; }პროდუქციისკოდი
პროდუქციისდასახელება
0105
შინაურიფრინველი, ცოცხალი, ანუ, Gallus domessticus (შინაური ფრინველი) სახეობის ფრინველები,იხვები, ბატები, ინდაურები და ციცრები
0204
ხორციცხვრის ან თხის, ახალი შეყინული ან გაყინული
0401
რძედა ნაღები, შეუსქელებელი და შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების შემცველობისგარეშე
0407
ფრინველისკვერცხი, ნაჭუჭით ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული
0409
ნატურალურითაფლი
0702
პომიდორი,ახალი ან შეყინული (მხოლოდ 1 ივნისი-31 ოქტომბრის პერიოდში)
0711
ხანმოკლეშენახვისათვის დაკონსერვებული ბოსტნეული (მაგ: გოგირდის დიოქსიდით, მარილწყასში,გოგირდოვან წყალში და სწხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახითუშუალოდ საკვებში გამოსაყენებლად უარგისი
0802
კაკალისხვა, ახალი ან გამხმარი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე
0805 (გარდა 0805.50)
ციტრუსებისნაყოფი, ახალი ან შეყინული
0806 (გარდა 0806.20)
ყურძენიახალი
0808.10
ვაშლი
0812
ხილიან კაკალი, დაკონსერვებული ხანმოკლე შენახვისათვის (მაგ: გოგირდის დიოქსიდით, მარილწყალში,გოგირდოვან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), ოღონდ ასეთ სახით უშუალოდსაკვებში გამოსაყენებლ;ად უარგისი
0902
ჩაი
2401
თამბაქოსნედლეული; თამბაქოს ნარჩენები
2402
სიგარები,სიგარები წაჭრილი ბოლოებით, სიგარილები და სიგარეტები
1-ლი ოქმის მე-2 დანართი
1. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან უქმდება თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოში წარმოშობილი პროდუქციის იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადები და მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლები, გარდა იმ პროდუქციისა, რომელიც ჩამოთვლილია (ა) და (ბ) ცხრილში.
2.საქართველოს წარმოშობილი პროდუქცია თურქეთის რესპუბლიკაში იმპორტირებისას დაექვემდებარება (ბ) ცხრილში მითითებულ შეღავათებს
ა ცხრილი
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1688991705026 {margin-left: 5.4pt; margin: 0 auto !important; }პროდუქციის კოდი
პროდუქციის დასახელება
ჯგუფი01
ცოცხალი ცხოველები
ჯგუფი02
ხორციდა ხორცის საკვები სუბპროდუქტები
ჯგუფი03
თევზიდა კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები
ჯგუფი04
რძისპროდუქცია, ფრინველის კვერცხი, ნატურალური თაფლი, ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები,სხვა ადგილას დაუსახლებელი
0802
კაკალისხვა, ახალი ან გამხმარი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე
0805.50
ლიმონი(Citrus limon, Citrus limonium) და ლაიმა (Citrus aurantifolia, Citruslatifolia)
0806
ყურძენიახალი ან შეყინული
0810.50
კივი
0812.90.10
გარგარი
0813
ნაყოფებიგამხმარი, 0801-0806 სასაქონლო პოზიციებში შემავალი ნაყოფების გარდა; ნარევები მოცემული ჯგუფის ჯაჯლების ან გამხმარი ნაყოფებისა
0902
ჩაისაგემოვნო-არომატიული დანამატებით ან მათ გარეშე
0904.20
Capsicumან Pimenta გვარის ნაყოფი, გამხმარი, დანაყილი ან დაფქვილი
ჯგუფი10
პურეული მარცვლოვანი
1101
ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავისა
1102
ფქვილისხვა მარცვლოვანისა, გარდა ხორბლის ან ხორბალ-ჭვავისა
1108
სახამებელი;ინულინი
1206
თესლი მზესუმზირისა, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი
1212.91
შაქრისჭარხალი
ჯგუფი15 (გარდა 1504; 1522)
ცხოველურიან მცენარეული წარმოშობის ცხიმები და ზეთები და მათი დაშლის პროდუქტები; მზა საკვებიცხიმები; ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცვილები
ჯგუფი16
მზაპროდუქტები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების, მოლუსკების ან ზღვის სხვა უხერხელმოებისგან
1701
შაქარილერწმის ან ჭაქრხლის და ქიმიურად სუფთა საქაროზა, მყარ მდგომარეობაში
1702
შაქარისხვა სახეობებისა, ქიმიურად სუფთა ლაქტოზას, მალტოზას, გლუკოზას და ფრუქტოზას ჩათვლით,მყარ მდგომარეობაში; შაქრის სიროფები საგემოვნო-არომატული ან სარებარი ნივთიერებების დამატების გარეშე; თაფლი ხელოვნური ნატურალური თაფლის შერეული ან შეურეველი; კულერიკარამელისა
2002
პომიდორიძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული
2007.99.98
თხილის პასტა
2008.19
თხილიდა ნაყოფი,სხვა
2101
ექსტრაქტები,ესენციები და კონცენტრანტები ყავის, ჩაის ან მატესი
2105
ნაყინიდა საკვები ყინულის სახეობები
2106
კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი
კგუფი23
კვების მრეწველობის ნაშთები და ნარჩენები; მზა საკვები ცხოველებისათვის
2401
თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები
ბ ცხრილი
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1688991745936 {margin-left: 5.4pt; margin: 0 auto !important; }პროდუქციის კოდი
პროდუქციის დასახელება
სატარიფოკვოტის მოცულობა (ტონა)
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით (MFN) განსაზღვრული საბაჟო გადასახადის შემცირება (%)
0302.69.55
0303.79.65
ანჩიუსი,ახალი ან შეყინული
8.000
60
0405
ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები
500
50
0407
მხოლოდ მწერის კვერცხი
50
100
0409
ნატურალურითაფლი
200
100
0603
მოჭრილი ყვავილები და კოკრები
15
100
ჯგუფი07 (გარდა 0702.00)
ბოსტნეული და საკვებად ვარგისი ზოგიერთი ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები
1.000
100
0702.00
პომიდორი,ახალი ან შეყინული
600
100
0805(გარდა. 0805.50)
ციტრუსების ნაყოფი, ახალი ან გამხმარი
4.000
100
0807
ნესვი,საზამთრო და პაპაია, ახალი
3.500
60
0808.10
ვაშლი,ახალი
2.000
100
0808.20
მსხალიდა კომში ახალი
250
100
0809
გარგარი,ალუბალი და ბალი, ატამი (ნექტარინების ჩათვლით), ქლიავი და ღოღნოშო, ახალი
600
50
ჯგუფი11 (გარდა 1101, 1102, 1108)
ფქვილ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქცია; ალაო სახამებელი; ინულინი; ხორბლის წებოვანა
2.000
50
1202
არაქისი(მიწის თხილი), მოუხალავი ან სხვა რაიმე მეთოდით მოუმზადებელი, დაჩურჩული ან დაუჩურჩავი,დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი
250
100
1704
საკონდიტრო ნაწარმი შაქარისაგან (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს
500
100
1806
შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები
500
100
ჯგუფი19 (გარდა 1903)
მზაპროდუქტები ოურეული მარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლის ან რძისაგან; ფქვილეული საკონდიტრო ნაწარმი
500
100
2001
ბოსტნეული,ნაყოფი (ხილი), კაკალი და მცენარის საკვებად ვარგისი სხვა ნაწილები, ძმარში ან ძმარმჟავაში დამზადებული ან დაკონსერვებული
1.200
100
2005
ბოსტნეული სხვა, ძმრის ან ძმარმჟავად დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაუყინავი,გარდა 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტებისა
1.000
100
2007(გარდა 2007.99.98)
ჯემი,ხილ-კენკროვანი ჟელე, მარმელადი, ხილკენკროვანი ან კაკლის პიურე, ხილ-კენკროვანი ან კაკლის პასტა,თბურად დამუშავებილი, მათ შორის შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატება
1.000
1.000
100
50
2009
წვენები ხილის (ყურძნის ბადაგის ჩათვლით) და ბოსტნეულის წვენები, დაუდუღებელი და სპირტის დანამატების გარეშე, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათგარეშე
4.000
65
2102
საფუარი
250
50
2204
ღვინოები ყურძნის ნატურალური, შემაგრებელი ღვინოების ჩათვლით; ყირძნის ტკბილი, 2009 სასაქონლო პოზიციაში მითითებულის გარდა
1.000.000
ლიტრი
100
2301.20
მხოლოდ ანჩიუსის ფქვილი
3.000
100
ოქმი II
“საქონლის წარმოშობის” ცნების განსაზღვრის და ადმინისტრაციული
თანამშრომლობის მეთოდები
სარჩევი
I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1
განსაზღვრებანი
II. “საქონლის წარმოშობის” ცნების განსაზღვრა
- მუხლი 2 ზოგადი მოთხოვნები
- მუხლი 3 ორმხრივი აკუმულირება თურქეთში
- მუხლი 4 ორმხრივი აკუმულირება საქართველოში
- მუხლი 5 მთლიანად მიღებული (წარმოებული) პროდუქტები
- მუხლი 6 საკმარისად დამუშავებული პროდუქტები
- მუხლი 7 არასაკმარისი დამუშავების ოპერაციები - მუხლი 8 შეფასების ერთეული
- მუხლი 9 აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ინსტრუმენტები
- მუხლი 10 კომპლექტები
- მუხლი 11 ნეიტრალური ელემენტები
III. ტერიტორიული მოთხოვნები
- მუხლი 12 ტერიტორიულობის პრინციპი
- მუხლი 13 პირდაპირი ტრანსპორტირება
- მუხლი 14 გამოფენები
IV. საბაჟო მოსაკრებლის დაბრუნება ან გათავისუფლება მისგან
- მუხლი 15 საბაჟო მოსაკრებლის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვა
V. წარმოშობის სერტიფიკატი
- მუხლი 16 ზოგადი მოთხოვნები
- მუხლი 17 EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის გაცემის პროცედურა
- მუხლი 18 რეტროსპექტიულად გაცემული EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი
- მუხლი 19 EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა - მუხლი 20 EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის გაცემა ადრე გაცემული ან შედგენილი წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე
- მუხლი 21 აღრიცხვის სეგრეგაცია
- მუხლი 22 ანგარიშფაქტურის დეკლარაციის შედგენის პირობები
- მუხლი 23 დამტკიცებული ექსპორტიორი
- მუხლი 24 წარმოშობის სერტიფიკატის მოქმედების ვადა
- მუხლი 25 წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენა
- მუხლი 26 იმპორტირება პარტიებად
- მუხლი 27 გათავისუფლება წარმოშობის სერტიფიკატისგან
- მუხლი 28 დამატებითი დოკუმენტები
- მუხლი 29 წარმოშობის სერტიფიკატის და დამატებითი დოკუმენტების შენახვა
- მუხლი 30 განსხვავებები და მექანიკური შეცდომები
- მუხლი 31 ევროში გამოხატული თანხები
VI. ადმინისტრაციული თანამშრომლობის ღონისძიებები
- მუხლი 32 ურთიერთდახმარება
- მუხლი 33 წარმოშობის სერტიფიკატის შემოწმება
- მუხლი 34 დავების გადაჭრა
- მუხლი 35 ჯარიმები
- მუხლი 36 თავისუფალი ზონები
VII. დასკვნითი დებულებები
- მუხლი 37 საბაჟო და წარმოშობის საკითხებზე მომუშავე ქვეკომიტეტი
- მუხლი 38 დანართები
- მუხლი 39 საქონლის ტრანზიტი და შენახვა
- მუხლი 40 შესწორებები ოქმის მიმართ
დანართების ჩამონათვალი:
დანართი 1: შესავალი შენიშვნები მე-2 დანართში მოცემული ჩამონათვალის მიმართ
დანართი 2: იმ სამუშაოთა და დამუშავების ხერხების ჩამონათვალი, რომელთა ჩატარებაც მოითხოვება წარმოშობის არმქონე მასალებით წარმოებული პროდუქტებისთვის წარმოშობის სტატუსის მოპოვების მიზნით
დანართი 3: EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის ნიმუშები და EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის მოპოვებასთან დაკავშირებული მოთხოვნა დანართი 4: ანგარიშფაქტურის დეკლარაცია
I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1
განსაზღვრებანი
წინამდებარე ოქმის მიზნებისთვის:
(ა) “წარმოება” ნიშნავს ყველა სახის სამუშაოს ან დამუშავებას, აწყობის ან საგანგებო ოპერაციების ჩათვლით;
(ბ) “მასალა” ნიშნავს ნებისმიერ ინგრედიენტს, ნედლეულს, კომპონენტს, ნაწილს და ა.შ., რომელიც გამოიყენება პროდუქტის საწარმოებლად;
(გ) “პროდუქტი” ნიშნავს წარმოებულ პროდუქტს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გამოყენება განზრახულია სხვა საწარმოო ოპერაციაში;
(დ) “საქონელი” ნიშნავს როგორც მასალებს, ასევე პროდუქტს;
(ე) “საბაჟო ღირებულება” ნიშნავს ღირებულებას, როგორც ეს განსაზღვრულია 1994 წლის ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის – WTO – ხელშეკრულება საბაჟო შეფასების შესახებ);
(ვ) “ფასი მყიდველის ხარჯით გატანის პირობით” ნიშნავს ფასს, გადახდილს პროდუქციაში მყიდველის ხარჯით გატანის პირობით იმ მწარმოებლამდე თურქეთში ან საქართველოში, რომლის პასუხისმგებლობითაც განხორციელდა ბოლო სამუშაო ან დამუშავება, ოღონდ იმ პირობით, რომ ფასი უნდა შეიცავდეს ყველა გამოყენებული მასალის ღირებულებას იმ შიდა გადასახადების გამოკლებით, რომლებიც დაბრუნდა, ან შეიძლება დაბრუნდეს, მიღებული პროდუქციის ექსპორტის შემდეგ;
(ზ) “მასალების ღირებულება” ნიშნავს საბაჟო ღირებულებას გამოყენებული წარმოშობის არმქონე მასალების იმპორტის დროს, ხოლო თუ ეს არ არის ცნობილი ან არ შეიძლება მისი დამტკიცება - პირველ დადასტურებულ ფასს, რომელიც გადაიხდება მასალებისთვის თურქეთში ან საქართველოში;
(თ) ”წარმოშობის მქონე მასალების ღირებულება” ნიშნავს იმ მასალების ღირებულებას, რომლებიც ჩამოთვლილია “ზ” ქვეპარაგრაფში შესაბამის ცვლილებებთან ერთად;
(ი) “დამატებითი ღირებულება” ნიშნავს მყიდველის ხარჯით გატანის პირობით დადგენილ ფასს თითოეული იმ გამოყენებული მასალის საბაჟო ღირებულების გამოკლებით, რომელიც წარმოშობილია მეორე ხელშემკვრელ ქვეყანაში, ხოლო იქ, სადაც საბაჟო ღირებულება არ არის ცნობილი ან არ შეიძლება მისი დამტკიცება - პირველ დადასტურებულ ფასს, რომელიც გადაიხდება მასალებისთვის თურქეთში ან საქართველოში;
(კ) “თავები” და “სათაურები” ნიშნავს თავებსა და სათაურებს (ოთხნიშნა კოდები), გამოყენებულს იმ ნომენკლატურაში, რომელიც შეადგენს საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებულ სისტემას. აღნიშნულ პროტოკოლში მოიხსენიება როგორც “ჰარმონიზებული სისტემა” (Harmonozed System – HS);
(ლ) “კლასიფიცირება” ნიშნავს პროდუქციის ან მასალის კლასიფიცირებას გარკვეული სათაურით;
(მ) “პარტია” ნიშნავს პროდუქციას, რომელიც ან ერთდროულად იგზავნება ერთი ექსპორტიორის მიერ პარტიის ერთ მიმღებთან ან მოქცეულია ერთ სატრანსპორტო დოკუმენტაციაში, რომელიც ეხება მათ ტრანსპორტირებას ექსპორტიორისგან პარტიის მიმღებამდე, ხოლო ამგვარი დოკუმენტის უქონლობის შემთხვევაში - ერთ ანგარიშფაქტურაში;
(ნ) “ტერიტორიები” ტერიტორიები ასევე მოიცავს ტერიტორიულ წყლებს;
(ო) EUR ნიშნავს “ევროს”, ერთიან ევროპულ ვალუტას.
(პ)“საბაჟო ან სხვა კომპეტენტური უწყება” ნიშნავს თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სეკრეტარიატს თურქული მხარისთვის და შესაბამის უფლებამოსილ უწყებას ქართული მხარისთვის
II. “საქონლის წარმოშობის” ცნების შინაარსის განსაზღვრა
მუხლი 2
ზოგადი მოთხოვნები
1. წინამდებარე ხელშეკრულების განხორციელების მიზნით, შემდეგი პროდუქციის წარმოშობის ადგილად ჩაითვლება თურქეთი:
(a) პროდუქცია, რომელიც მთლიანად მიიღება თურქეთში მე-5 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში;
(b) თურქეთში მიღებული პროდუქცია, რომელშიც შედის ისეთი მასალები, რომლებიც არ არის მთლიანად მიღებული თურქეთში, ოღონდ იმ პირობით, რომ ამგვარ მასალებს გავლილი აქვს საკმარისი დამუშავება თურქეთში მე-6 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში.
2. წინამდებარე ხელშეკრულების განხორციელების მიზნით, შემდეგი პროდუქციის წარმოშობის ადგილად ჩაითვლება საქართველო:
(c) პროდუქცია, რომელიც მთლიანად მიიღება საქართველოში მე-5 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში;
(d) საქართველოში მიღებული პროდუქცია, რომელშიც შედის ისეთი მასალები, რომლებიც არ არის მთლიანად მიღებული საქართველოში, ოღონდ იმ პირობით, რომ ამგვარ მასალებს გავლილი აქვს საკმარისი დამუშავება საქართველოში მე-6 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში.
მუხლი 3
ორმხრივი აკუმულირება თურქეთში
საქართველოში წარმოშობილი მასალები ჩაითვლება თურქეთში წარმოშობილ მასალებად, როცა ისინი ჩართულნი იქნებიან თურქეთში მიღებულ პროდუქციაში. აღნიშნული მასალებისთვის არ იქნება აუცილებელი საკმარისი დამუშავება იმ პირობით, რომ მათ ამგვარი დამუშავება უკვე გავლილი უნდა ჰქონდეთ მე-7 მუხლში მოხსენიებული ოპერაციების შემდეგ.
მუხლი 4
ორმხრივი აკუმულირება საქართველოში
თურქეთში წარმოშობილი მასალები ჩაითვლება საქარველოში წარმოშობილ მასალებად, როცა ისინი ჩართულნი იქნებიან საქართველოში მიღებულ პროდუქციაში. აღნიშნული მასალებისთვის არ იქნება აუცილებელი საკმარისი დამუშავება იმ პირობით, რომ მათ ამგვარი დამუშავება უკვე გავლილი უნდა ჰქონდეთ მე-7 მუხლში მოხსენიებული ოპერაციების შემდეგ.
მუხლი 5
მთლიანად მიღებული პროდუქცია
1. შემდეგი ჩაითვლება მთლიანად თურქეთში ან საქართველოში მიღებულ პროდუქციად:
(a) ამ ქვეყნების ნიადაგიდან ან ზღვის ფსკერიდან ამოღებული მინერალური პროდუქტები;
(b) იქ მოყვანილი მცენარეული პროდუქტები;
(გ) იქ დაბადებული და გაზრდილი ცოცხალი საქონელი;
(დ) იქ გაზრდილი ცოცხალი საქონლისგან წარმოებული პროდუქცია;
(ე) იქ განხორციელებული ნადირობითა თუ თევზაობით მიღებული პროდუქცია;
(ვ) საზღვაო თევზჭერით მიღებული ან სხვაგვარი პროდუქცია, ამოღებული ზღვიდან მათი მცურავი საშუალებების დახმარებით მათი ტერიტორიული წყლების საზღვრებს გარეთ;
(ზ) მათ მცურავ თევზსარეწში წარმოებული პროდუქცია, რომელიც ექსკლუზიურადაა მიღებული “ვ” ქვეპარაგრაფში მოხსენიებული პროდუქტებიდან;
(თ) იქ მოპოვებული გამოყენებული საგნები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ნედლეულის აღსადგენად, საბურავების ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ პროტექტორის აღსადგენად ან გამოსაყენებლად ნარჩენის სახით;
(ი) ნარჩენები და ჯართი, რომელიც წარმოიშობა იქ განხორციელებული საწარმოო ოპერაციების შედეგად;
(კ) ტერიტორიულ წყლებს გარეთ ზღვის ნიადაგიდან ან ქვენიადაგიდან ამოღებული პროდუქცია იმ პირობით, რომ მათ აქვთ აღნიშნული ნიადაგის ან ქვენიადაგის დამუშავების ექსკლუზიური უფლება;
(ლ) იქ წარმოებული საქონელი, რომელიც შექმნილია “ა”-დან “კ”-მდე ქვეპარაგრაფებში დადგენილი პროდუქციისგან.
2. ტერმინები “მათი მცურავი საშუალებები” და “მათი მცურავი თევზსარეწი“, მოცემულია 1-ლი ქვეპარაგრაფის “ვ” და “ზ” პუნქტებში და ეხება მხოლოდ იმ მცურავ საშუალებებსა და მცურავ თევზსარეწებს, რომლებიც:
(ა) რეგისტრირებულია ან აღრიცხულია თურქეთში ან საქართველოში;
(ბ) დაცურავენ თურქეთის ან საქართველოს დროშის ქვეშ;
(გ) რომელთა, სულ მცირე, 50%-ს ფლობენ თურქეთის ან საქართველოს მოქალაქეები, ან კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ერთ-ერთ ამ ქვეყანათაგანში და რომლეთა მენეჯერი ან მენეჯერები, დირექტორთა საბჭოს ან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ან ამგვარი საბჭოების უმრავლესობა წარმოადგენს თურქეთის ან საქართველოს მოქალაქეებს და რომლებშიც, პარტნიორობის ან შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიების შემთხვევაში, კაპიტალის, სულ ცოტა, ნახევარი ეკუთვნის ამ ქვეყნებს, მათ სახელმწიფო ორგანოებს ან მოქალაქეებს;
(დ) რომელთა კაპიტანი და ოფიცრები არიან თურქეთის ან საქართველოს მოქალაქეები; და
(ე) რომელთა ეკიპაჟის, სულ ცოტა, 75% შეადგენს თურქეთის ან საქართველოს მოქალაქეებს.
მუხლი 6
საკმარისად დამუშავებული პროდუქცია
1. მე-2 მუხლის მიზნებისთვის, პროდუქცია, რომელიც არ არის მთლიანად მიღებული, ითვლება საკმარისად დამუშავებულად, თუ დაკმაყოფილებულია წინამდებარე ოქმის მე-2 დანართში ჩამოთვლილი პირობები.
ზემოთ მოხსენიებული პირობები, წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ყველა პროდუქციისთვის, მიუთითებს მუშაობის ან დამუშავების იმ ტიპს, რომელიც უნდა შესრულდეს წარმოებაში გამოყენებულ წარმოშობის არმქონე მასალებზე და გამოიყენება მხოლოდ ამგვარ მასალებთან კავშირში. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს, რომ თუ პროდუქცია, რომელმაც მიიღო წარმოშობის სტატუსი ჩამონათვალში მოხსენიებული პირობების შესრულების საფუძველზე, გამოიყენება სხვა პროდუქციის წარმოებისთვის. ამგვარ პროდუქციასთან დაკავშირებული პირობები არ ეხება მას და ყურადღება არ უნდა მიექცეს იმ წარმოშობის არმქონე მასალებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო მის წარმოებაში.
2. 1-ლი პარაგრაფის მიუხედავად, წარმოშობის არმქონე მასალები, რომლებიც, ჩამონათვალში მოხსენიებული პირობების შესაბამისად, არ უნდა გამოიყენებოდეს პროდუქციის წარმოებაში, შეიძლება მაინც გამოიყენებოდეს, იმ პირობით, რომ:
(ა) მათი მთლიანი ღირებულება არ აღემატება პროდუქციის ფასს მყიდველის ხარჯით გატანის პირობით;
(ბ) არ არის გადაჭარბებული წარმოშობის არმქონე მასალების მაქსიმალური ღირებულების ჩამონათვალში მოცემული ნებისმიერი პროცენტულობა
წინამდებარე პარაგრაფის გამოყენებით. წინამდებარე პარაგრაფი არ ეხება იმ პროდუქციას, რომელიც განეკუთვნება ჰარმონიზებული სისტემის 50-63 თავებს.
3. 1-ლი და მე-2 პარაგრაფები გამოყენებული იქნება მე-7 მუხლის დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 7
არასაკმარისი დამუშავების ოპერაციები
1. მე-2 პარაგრაფისთვის ზიანის მიუყენებლად, შემდეგი ოპერაციები ჩაითვლება არასაკმარის დამუშავებად წარმოშობის მქონე პროდუქციისთვის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, შესრულებულია თუ არა მე-6 მუხლის მოთხოვნები:
(ა) ოპერაციათა დაცვა პროდუქციისთვის კარგი პირობების შენარჩუნების მიზნით ტრანსპორტირების და შენახვის დროს;
(ბ) ფუთების დაშლა და აწყობა;
(გ) რეცხვა, წმენდა; მტვრის, მჟავის, ზეთის, საღებავის ან სხვა სახის საფარების მოცილება;
(დ) ტექსტილის ნაკეთობათა უთოობა ან პრესვა;
(ე) ღებვისა და გაპრიალების მარტივი ოპერაციები;
(ვ) მარცვლეულისა და ბრინჯის გარჩევა, ნაწილობრივი ან სრული გაუფერულება, გაპრიალება და ხეხვა;
(ზ) შაქრის ღებვის ან შაქრის ნატეხების დამზადების ოპერაციები;
(თ) ხილის, თხილის და ბოსტნეულის თლა, კურკის გამოცლა და ნაჭუჭის მოცილება;
(ი) თლა, მარტივი ფქვა ან მარტივი ჭრა;
(კ) ცრა, გაცხრილვა, გადარჩევა, კლასიფიცირება, დაჯგუფება, მისადაგება; (ნაკეთობათა კომპლექტების შედგენა);
(ლ) მარტივი მოთავსება ბოთლებში, თუნუქის ქილებში, კოლბებში, ჩანთებში, ჩემოდნებში, ყუთებში, დამაგრება ბარათებზე ან დაფებზე და შეფუთვის სხვა მარტივი ოპერაციები;
(მ) შტამპების, იარლიყების, ლოგოების და სხვა განმასხვავებელი ნიშნების მიმაგრება ან ბეჭდვა პროდუქციაზე ან მათ შეფუთვაზე;
(ნ) პროდუქციის მარტივი შერევა (თუნდაც სხვადასხვა ტიპის);
(ო) სრული ნაკეთობის შემადგენელი ნაწილებისგან აწყობა ან პროდუქციის დაშლა ნაწილებად;
(პ) “ა”-დან “ო”-მდე ქვეპარაგრაფებში მოცემული ორი ან მეტი ოპერაციის კომბინირება;
(ჟ) ცხოველების კვლა.
2. მოცემულ პროდუქციაზე თურქეთში ან საქართველოში ჩატარებული ყველა ოპერაცია განხილული იქნება ერთად, როცა დადგება დამუშავების საკმარისობის დადგენის საკითხი 1-ლი პარაგრაფის მიხედვით.
მუხლი 8
შეფასების ერთეული
1. წინამდებარე ოქმის დებულებების გამოყენების შეფასების ერთეული იქნება რომელიმე გარკვეული პროდუქცია, რომელიც ჩაითვლება ძირითად ერთეულად შეფასებისას ჰარმონიზებული სისტემის ნომენკლატურის გამოყენებით, რაც ნიშნავს, რომ:
(ა) როცა ნაკეთობათა ჯგუფისგან შემდგარი პროდუქცია ფასდება ჰარმონიზებული სისტემის პირობების მიხედვით ერთი სათაურის ქვეშ, მთლიანი პროდუქცია წარმოადგენს შეფასების ერთეულს;
(ბ) როცა პარტია შედგება ჰარმონიზებული სისტემის იგივე სათაურის ქვეშ შეფასებული მთელი რიგი იდენტური პროდუქციისგან, თითოეული პროდუქცია აღებული უნდა იქნეს ინდივიდუალურად წინამდებარე ოქმის დებულებების გამოყენებისას.
2. როცა (ჰარმონიზებული სისტემის ზოგადი მე-5 წესის მიხედვით) შეფუთვა შედის პროდუქციაში შეფასების მიზნებისთვის, იგი ასევე ჩართული უნდა იქნეს წარმოშობის განსაზღვრის მიზნებისთვისაც.
მუხლი 9
აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ინსტრუმენტები
აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ინსტრუმენტები, რომლებიც გამოგზავნილია ერთ დანადგართან, მანქანასთან, აპარატთან ან სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად, წარმოადგენენ ჩვეულებრივი დანადგარის ნაწილს და შეტანილია მის ფასში, ხოლო რომლებზეც არ არის შედგენილი ცალკე ანგარიშფაქტურა - განიხილება ამგვარ დანადგართან, მანქანასთან, აპარატსა და სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად.
მუხლი 10
კომპლექტები
კომპლექტები, როგორც ეს განსაზღვრულია ჰარმონიზებული სისტემის ზოგად მე-3 წესში, განიხილება როგორც წარმოშობის მქონე, თუ წარმოშობის მქონეა მისი ყველა კომპონენტი. მიუხედავად ამისა, კომპლექტი შედგება წრმოშობის მქონე და წარმოშობის არმქონე პროდუქციისგან, მთლიანი კომპლექტი განხილული იქნება როგორც წარმოშობის მქონე იმ პირობით, თუ წარმოშობის არმქონე პროდუქციის ღირებულება არ აღემატება კომპლექტის მყიდველის ხარჯით გატანის პირობით ფასის 15%-ს.
მუხლი 11
ნეიტრალური ელემენტები
იმის დასადგენად, აქვს თუ არა პროდუქციას წარმოშობა, არ არის აუცილებელი შემდეგის წარმოშობის დადგენა (რაც შეიძლება გამოყენებული იქნეს მისი წარმოებისას):
ა) ელექტროენერგია და საწვავი;
ბ) ძირითადი კაპიტალი;
გ) მანქანები და იარაღები;
დ) საქონელი, რომელიც არ შედის და არც შევა პროდუქციის საბოლოო შემადგენლობაში.
III. ტერიტორიული მოთხოვნები
მუხლი 12
ტერიტორიულობის პრინციპი
1. II თავში მოცემული წარმოშობის სტატუსის მოპოვების პირობები უწყვეტად უნდა სრულდებოდეს თურქეთსა და საქართველოში;
2. როცა თურქეთიდან ან საქართველოდან ბრუნდება სხვა ქვეყანაში ექსპორტირებული წარმოშობის მქონე საქონელი, ის უნდა განიხილებოდეს როგორც წარმოშობის არმქონე, თუ საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყებისთვის არ იქნება დამტკიცებული, რომ:
(ა) დაბრუნებულია იგივე საქონელი, რომელიც ექსპორტირებული იქნა; და
(ბ) მათზე არ განხორციელებულა სხვა რაიმე ოპერაცია გარდა იმისა, რომელიც საჭირო იყო მისი კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის იმ ქვეყანაში ყოფნისას ან ექსპორტირების დროს.
3. II თავში მოცემული პირობების მიხედვით, წარმოშობის სტატუსის მოპოვებაზე არ იმოქმედებს საქართველოდან ან თურქეთიდან ექსპორტირებულ (და, შესაბამისად, რეიმპორტირებულ) მასალებზე თურქეთის ან საქართველოს საზღვრებს გარეთ განხორციელებული მუშაობა ან დამუშავება, თუ:
(ა) ზემოხსენებული მასალები მთლიანად მიღებულია თურქეთში ან საქართველოში ან ექსპორტირებამდე გაიარეს დამუშავება მე-7 მუხლში ჩამოთვლილი არასაკმარისი ოპერაციების გარდა; და
(ბ) საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყებისთვის არ იქნება დამტკიცებული, რომ:
(i) რეიმპორტირებული საქონელი მიღებულია ექსპორტირებული მასალის დამუშავებით; და
(ii) წინამდებარე მუხლის დებულებების საფუძველზე, თურქეთის ან საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული მთლიანი დამატებითი ღირებულება არ აღემატება იმ საბოლოო პროდუქციის მყიდველის ხარჯით გატანის პირობით ფასის 10%-ს, რომლის წარმოშობის სტატუსიც სადავოა.
(გ) მე-3 პარაგრაფის მიზნებისთვის, II თავში მოცემული წარმოშობის სტატუსის მოპოვების პირობები არ შეეხება მუშაობას ან დამუშავებას თურქეთის ან საქართველოს საზღვრებს გარეთ. მაგრამ სადაც (მე-2 დანართის ჩამონათვალში)
გამოყენებული ყველა წარმოშობის არმქონე მასალის მაქსიმალური ღირებულების დადგენის წესი გამოიყენება საბოლოო პროდუქციის წარმოშობის დადგენაში, მოცემული მხარის ტერიტორიაზე გამოყენებული წარმოშობის არმქონე მასალების მთლიანი ღირებულება, აღებული წინამდებარე მუხლის დებულებების გამოყენების შედეგად თურქეთის ან საქართველოს ფარგლებს გარეთ მოპოვებულ მთლიან დამატებულ ღირებულებასთან ერთად, არ უნდა აჭარბებდეს დადგენილ პროცენტულობას.
4. მე-3 და მე-4 პარაგრაფის დებულებების გამოყენების მიზნით, “მთლიანი დამატებული ღირებულება” ნიშნავს თურქეთისა თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაწეულ ყველა ხარჯს, იქ გამოყენებული მასალების ღირებულების ჩათვლით.
5. მე-3 და მე-4 პარაგრაფების დებულებები არ ეხება პროდუქციას, რომელიც არ აკმაყოფილებს მე-2 დანართში ჩამოთვლილ პირობებს, და რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად დამუშავებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულია მე-6 (2) მუხლში დაფიქსირებული ზოგადი დაშვებები.
6. მე-3 და მე-4 პარაგრაფების დებულებები არ ეხება პროდუქციას, რომელიც შეესატყვისება ჰარმონიზებული სისტემის 50-63 თავებს.
7. წინამდებარე მუხლის დებულებებში მოცემული და თურქეთის ან საქართველოს საზღვრებს გარეთ შესრულებული მუშაობის ან დამუშავების ნებისმიერი ტიპი მოექცევა ზედაპირული დამუშავების ან მსგავსი კლასიფიცირების ქვეშ.
მუხლი 13
პირდაპირი ტრანსპორტირება
1. შეთანხმებითთ დადგენილი პრეფერენციული რეჟიმი ეხება მხოლოდ იმ პროდუქციას, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე ოქმის მოთხოვნებს, და რომლის ტრანსპორტირება ხორციელდება უშუალოდ თურქეთსა და საქართველოს შორის. მიუხედავად ამისა, პროდუქცია, რომელიც შეადგენს ერთ მთლიან პარტიას, შეიძლება გადაიზიდოს სხვა ტერიტორიების გავლით, თუ აუცილებელი გახდება გადაზიდვა ან დროებითი დასაწყობება ასეთ ტერიტორიებზე იმ პირობით, რომ ტვირთი დარჩება ტრანზიტის ან დასაწყობების ქვეყნის საბაჟოს უწყების ყურადღების ქვეშ და არ მოუწევს სხვა ოპერაციების გავლა გარდა გადმოტვირთვის, ხელახალი დატვირთვის ან სხვა რომელიმე ოპერაციისა, რომელიც გამიზნული იქნება ტვირთის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის. წარმოშობის მქონე პროდუქციამ შეიძლება იმოძრაოს მილსადენით სხვა ქვეყნების გავლით (გარდა თურქეთისა და საქართველოსი).
2. 1-ლ პარაგრაფში დადგენილი პირობების შესრულების მტკიცება უნდა წარედგინოს იმპორტის ქვეყნის საბაჟო უწყებას შემდეგი სახით:
(ა) ერთი სატრანსპორტო დოკუმენტი, რომელშიც შედის გზა ექსპორტის ქვეყნიდან ტრანზიტის ქვეყნის გავლის ჩათვლით, ან
(ბ) ტრანზიტის ქვეყნის საბაჟო უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც:
(i) მოცემულია პროდუქციის ზუსტი აღწერილობა; (ii) მოცემულია პროდუქციის გადმოტვირთვის და ხელახალი დატვირთვის თარიღები და, საჭიროების შემთხვევაში, გემების ან გამოყენებული სხვა სახის ტრანსპორტის სახელები; და
(iii) დადასტურებული პროდუქციის ტრანზიტის ქვეყანაში შენახვის პირობები; ან
(გ) დასაბუთების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტი ზემოხსენებულების უქონლობის შემთხვევაში.
მუხლი 14
გამოფენები
1. წარმოშობის მქონე პროდუქცია, გაგზავნილი გამოფენაზე თურქეთისა და საქართველოს გარდა სხვა რომელიმე ქვეყანაში და გამოფენის შემდეგ გაყიდული იმპორტის მიზნით თურქეთსა და საქართველოში, იმპორტისას ისარგებლებს ხელშეკრულების დებულებებით იმ პირობით, თუ საბაჟო უწყებისთვის ნაჩვენები იქნება, რომ:
(ა) ექსპორტიორმა გაგზავნა მოცემული პროდუქცია თურქეთიდან ან საქართველოდან იმ ქვეყანაში, რომელშიც ჩატარდა გამოფენა, და მას აღნიშნული პროდუქცია გამოფენილი ჰქონდა ამ გამოფენაზე;
(ბ) პროდუქცია ექსპორტიორმა მიჰყიდა ან სხვაგვარად გადასცა რომელიმე პირს თურქეთში ან საქართველოში;
(გ) პროდუქცია გაგზავნილი იქნა გამოფენის დროს ან დაუყოვნებლივ მის შემდეგ ისეთივე მდგომარეობაში, რა მდგომარაოებაშიც ის გაიგზავნილი იყო გამოფენაზე; ან
(დ) პროდუქცია, ვინაიდან იგი გამიზნული იყო გამოფენისთვის, არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სხვა მიზნით, გარდა მისი დემონსტრირებისა გამოფენაზე.
2. წარმოშობის მტკიცება გაცემული ან შედგენილი უნდა იყოს V თავის დებულებების შესაბამისად და წარდგენილი იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებისთვის დადგენილი წესით. იქვე მითითებული უნდა იყოს გამოფენის სახელწოდება და მისი ჩატარების მისამართი. აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება მოთხოვნილი იქნეს პროდუქციის გამოფენის პირობების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტები.
3. 1-ლი პარაგრაფი ეხება ნებისმიერ სავაჭრო, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო ან რეწვასთან დაკავშირებულ გამოფენას, ბაზრობას ან მსგავს საზოგადოებრივ ჩვენებას ან გამოფენას, რომელიც არ არის ორგანიზებული კერძო მიზნებისთვის მაღაზიებში ან ბიზნეს-ფართზე უცხოური პროდუქციის გაყიდვის მიზნით, და რომელთა განმავლობაშიც პროდუქცია რჩება საბაჟოს კონტროლის ქვეშ.
IV. დათმობა ან გადასახადისგან გათავიუფლება
მუხლი 15
საბაჟო მოსაკრებლის დათმობის ან მისგან გათავისუფლების აკრძალვა
1. წარმოშობის არმქონე მასალები, რომლებიც გამოიყენება წარმოშობის მქონე პროდუქციის საწარმოებლად თურქეთსა ან საქართველოში, და რომლისთვისაც წარმოშობის დასაბუთება გაცემულია ან შედგენილია V თავის დებულებების შესაბამისად, არ დაექვემდებარება თურქეთში ან საქართველოში ნებისმიერი სახის საბაჟო მოსაკრებლის დათმობას ან მისგან გათავისუფლებას.
2. 1-ლ პარაგრაფში მოცემული აკრძალვა ეხება ანაზღაურების, რემისიის ან გადაუხდელობის (ნაწილობრივი თუ მთლიანი) ნებისმიერ ზომას საბაჟო მოსაკრებლების ან ეკვივალენტური მოქმედების მქონე ცვლილებების მიმართ, რომლებიც მოქმედებს თურქეთში ან საქართველოში წარმოებაში მოხმარებულ მასალებთან დაკავშირებით, როცა ამგვარი ანაზღაურება, რემისია ან გადაუხდელობა მოქმედებს, მოჩვენებითად ან ნამდვილად, და ხდება ზემოხსენებული მასალებისგან მიღებული პროდუქციის ექსპორტი და არა მაშინ, როცა ისინი ქვეყანაში რჩება ადგილობრივი მოხმარების მიზნით.
3. წარმოშობის დასტურში მოხსენიებული პროდუქციის ექსპორტიორი მზად უნდა იყოს, ნებისმიერ დროს, საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყების მოთხოვნით, წარადგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მოცემული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული წარმოშობის არმქონე მასალების მიმართ არ არის მიღებული საბაჟო მოსაკრებლის რაიმე დათმობა და რომ ამგვარ მასალასთან დაკავშირებული ყველა საბაჟო მოსაკრებელი ან გადასახდელი ფაქტიურად გადახდილია.
4. 1-3 პარაგრაფების დებულებები ასევე გამოიყენება შეფუთვის (მე-8 (2) მხულის შინაარსის მიხედვით), აქსესუარების, სათადარიგო ნაწილების, ინსტრუმენტების (მე9 მუხლის შინაარსის მიხედვით) და კომპლექტში მოცემული პროდუქციის (მე-10 მუხლის შინაარსის მიხედვით) მიმართ, როცა ამგვარ ერთეულებს არ გააჩნია წარმოშობა.
5. 1-4 პარაგრაფების დებულებები გამოიყენება მხოლოდ იმ მასალების მიმართ, რომლებიც არის იმ მასალების მსგავსი, რომლებსაც ეხება ხელშეკრულება. უფრო მეტი, ისინი ხელს არ უნდა უშლიდეს ექსპორტის ანაზღაურების სისტემის გამოყენებას სოფლის მეურნეობის იმ პროდუქციისთვის, რომელთა საექსპორტოდ გატანა ნებადართულია ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად.
6. 1-ლი პარაგრაფის მიუხედავად, თურქეთმა და საქართველომ შეიძლება გამოიყენონ საბაჟო მოსაკრებლის ან ეკვივალენტური მოქმედების მქონე სხვა გადასახდელების დათმობის ან მათგან გათავისუფლების ზომები იმ მასალების მიმართ, რომლებიც გამოყენებულია წარმოშობის მქონე პროდუქციის წარმოებისას, შემდეგი დებულებების მიხედვით:
(ა) საბაჟო გადასახდელების 5% დაკავდება ჰარმონიზებულის სისტემის 25-49 და 64-97 თავებითY განსაზღვრული პროდუქციისთვის ან უფრო დაბალი განაკვეთი, რომელიც ძალაში იქნება მოცემული მხარის ქვეყანაში;
(ბ) საბაჟო გადასახდელების 10% დაკავდება ჰარმონიზებული სისტემის 50-63 თავებით განსაზღვრული პროდუქციისთვის ან უფრო დაბალი განაკვეთი, რომელიც ძალაში იქნება მოცემული მხარის ქვეყანაში.
V. წარმოშობის სერტიფიკატი
მუხლი 16
ზოგადი მოთხოვნები
1. თურქეთში წარმოშობილი პროდუქციის საქართველოში იმპორტისას და საქართველოში წარმოშობილი პროდუქციის თურქეთში იმპორტისას ისარგებლებენ წინამდებარე შეთანხმებით შემდეგის წარმდგენისას:
(ა) EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი. მისი ნიმუში მოცემულია III დანართში; ან
(ბ) 22-ე (1) მუხლში მოცემული შემთხვევებისას, დეკლარაცია, რომლის ტექსტი მოცემული IV დანართში და რომელსაც ექსპორტიორი ურთავს ანგარიშფაქტურას, მოწოდების შეტყობინება ან ნებისმიერი სხვა კომერციული დოკუმენტი, რომელიც აღწერს მოცემულ პროდუქციას ისეთი დეტალებით, რომლებიც იძლევა მისი იდენტიფიკაციის საშუალებას (შემდგომში “ანგარიშფაქტურის დეკლარაცია”).
2. მიუხედავად 1-ლი პარაგრაფისა, წინამდებარე ოქმის მნიშვნელობით მოცემული წარმოშობის მქონე პროდუქცია (27-ე მუხლში დასახელებულ შემთხვევებში) სარგებლობს წინამდებარე შეთანხმებით და არ არის აუცილებელი ზემოთ დასახელებული რომელიმე დოკუმენტის წარმოდგენა.
მუხლი 17
EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის გაცემის პროცედურა
1. EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყების მიერ, რომელიც ივსება ხელით ექსპორტიორის მიერ ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ექსპორტიორის პასუხისმგებლობით.
2. აღნიშნული მიზეზით, ექსპორტიორმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა შეავსოს EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი და განაცხადის ფორმა. მათი ნიმუშები მოცემულია III დანართში. აღნიშნული ფორმები შეივსება წინამდებარე შეთანხმების შედგენის ქვეყანაში არსებულ ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე და ექსპორტიორი ქვეყნის ადგილობრივი კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად. მათი ხელით შევსების შემთხვევაში, სიტყვები შეტანილი უნდა იქნეს მელნით და ბეჭდვითი ასოებით. პროდუქციის აღწერა შეტანილი უნდა იქნეს სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ უჯრაში ცარიელი ხაზების გამოუტოვებლად. თუ რომელიმე უჯრა არ იქნება სრულად შევსებული, მაშინ ჰორიზონტალური ხაზი უნდა გაისვას აღწერის ბოლო ხაზის ქვეშ და გადაიხაზოს ცარიელი ადგილი.
3. ექსპორტიორი, რომელიც მოითხოვს EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატს, ნებისმიერ დროს, ექსპორტიორი ქვეყნის (სადაც გაიცემა EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი) საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყების მოთხოვნის თანახმად, მზად უნდა იყოს ყველა იმ აუცილებელი დოკუმენტის წარსადგენად, რომელიც დაადასტურებს მოცემული პროდუქციის წარმოშობის სტატუსს, და ასევე წინამდებარე ოქმის სხვა მოთხოვნის შესასრულებლად.
4. EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატს გასცემს თურქეთის ან საქართველოს საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყება, თუ მოცმეული პროდუქცია შეიძლება ჩაითვალოს თურქეთში ან საქართველოში წარმოშობილ პროდუქციად და შეესაბამება წინამდებარე ოქმის სხვა მოთხოვნებს.
5. EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის გამცემი საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყება მიიღებს ყველა ზომას, რომელიც აუცილებელია პროდუქციის წარმოშობის დასადგენად და წინამდებარე ოქმის სხვა მოთხოვნების შესასრულებლად. ამისათვის, მას აქვს უფლება მოითხოვონ რაიმე მტკიცება, შეამოწმოს ექსპორტიორის ანგარიშები და ჩაატაროს ნებისმიერი სხვა ინსპექცია, რომელსაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან. EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის გამცემი საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყება უნდა დარწმუნდეს მე-2 პარაგრაფში ნახსენები ფორმების სწორად შევსებაში. კერძოდ, მან უნდა შეამოწმოს არის თუ არა პროდუქციის აღწერისთვის გამოყოფილი უჯრები შევსებული ისე, რომ გამორიცხული იყოს ყველანაირი ყალბი დამატებების შეტანის შესაძლებლობა.
6. EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის გაცემის თარიღი მითითებული უნდა იყოს სერტიფიკატის მე-11 უჯრაში.
7. EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი გაიცემა საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყების მიერ და გადაეცემა ექსპორტიორს ფაქტიური ექსპორტის დროისათვის.
მუხლი 18
რეტროსპექტიულად გაცემული EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი
1. მე-17 (7) მუხლის მიუხედავად, EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი შეიძლება გამონაკლისის სახით გაიცეს ექსპორტის განხორციელების შემდეგ მასთან დაკავშირებული პროდუქციისთვის, თუ:
(ა) იგი არ გაიცა ექსპორტირების დროს შეცდომების, დაუდევრობის ან განსაკუთრებული გარემოებების გამო; ან
(ბ) საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყებისთვის ცხადი გახდება, რომ EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი გაცემული იყო, მაგრამ ვერ იქნა მიღებული იმპორტირებისას ტექნიკური მიზეზების გამო.
2. 1-ლი პარაგრაფის განხორციელების მიზნით, ექსპორტიორმა განაცხადში უნდა მიუთითოს იმ პროდუქციის ექსპორტის ადგილი და თარიღი, რომელსაც უკავშირდება მოთხოვნილი EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი, და ჩამოაყალიბოს მოთხოვნის მიზეზი.
3. საბაჟოს ან სხვა კომპეტენტურ უწყებას შეუძლია EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის გაცემა რეტროსპეკტურად მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაადგეს, რომ ექსპორტიორის განაცხადში მოცემული ინფორმაცია შეესაბამება საქმეში მოცემულ ინფორმაციას.
4. რეტროსპექტულად გაცემულ EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატს უნდა ახლდეს ერთ-ერთი შემდეგ ფრაზათაგანი:
თურქულად: “SONRADAN VERILIMISTER”
ქართულად: “გაცემულია რეტროსპექტიულად”
ინგლისურად: “ISSUED RETROSPECTIVELY”
5. მე-4 პარაგრაფში მოხსენიებული ფრაზა უნდა ჩაისვას EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის უჯრაში “შენიშვნები”.
მუხლი 19
EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა
1. EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის მოპარვის, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ექსპორტიორს შეუძლია მიმართოს მის გამცემ საბაჟოს ან სხვა კომპეტენტურ უწყებას და მოითხოვოს დუბლიკატი, რომელიც გამოიწერება ექსპორტთან დაკავშირებული დოკუმენტების საფუძველზე.
2. ამგვარად გაცემულ დუბლიკატს უნდა ახლდეს ერთ-ერთი შემდეგ ფრაზათაგანი:
თურქულად: “IKINCI NUSHADIR”
ქართულად: “დუბლიკატი”
ინგლისურად: “DUBLICATE”
3. მე-2 პარაგრაფში მოხსენიებული ფრაზა უნდა ჩაისვას EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის უჯრაში “შენიშვნები”.
4. დუბლიკატი, რომელზეც აღნიშნული უნდა იყოს EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის დედნის გაცემის თარიღი, ძალაშია იმ თარიღიდან.
მუხლი 20
EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის გაცემა ადრე გაცემული ან შედგენილი წარმოშობის
სერტიფიკატის საფუძველზე
როცა წარმოშობილი პროდუქცია საბაჟოს კონტროლის ქვეშ ექცევა თურქეთის ან საქართველოს ტერიტორიაზე, შესაძლებელია წარმოშობის სერტიფიკატის შეცვლა ერთი ან რამდენიმე წარმოშობის სერტიფიკატით რომელიმე ამ პროდუქციის მთლიანად ან მისი ნაწილის გაგზავნის მიზნით ხელშემკვრელი მხარის ქვეყნის სხვა ნაწილებში. შემცვლელი წარმოშობის სერტიფიკატ(ებ)ის გაიცემა იმ საბაჟო უწყების მიერ, რომლის მეთვალყურეობის ქვეშაც იქნება მოქცეული აღნიშნული პროდუქცია.
მუხლი 21
აღრიცხვის სეგრეგაცია
1. იქ, სადაც იდენტური და ერთმანეთის შეცვლის უნარის მქონე წარმოშობის მქონე და არმქონე მასალების ცალკეული მარაგის შენახვა წარმოშობს მნიშვნელოვან ფინანსურ ან მატერიალურ სირთულეებს, საბაჟოს ან სხვა კომპეტენტურ უწყებას, ამ საქმესთან დაკავშირებული პირების წერილობითი მოთხოვნით, ამგვარი მარაგების მართვის მიზნით შეუძლია ე.წ. “აღრიცხვის სეგრეგაციის” მეთოდის ამოქმედება.
2. აღნიშნულმა მეთოდმა უნდა უზრუნველყოს, რომ (გარკვეული პერიოდის განმავლობაში) ისეთი მიღებული პროდუქციის რაოდენობა, რომლის განხილვაც შეიძლება წარმოშობის მქონე პროდუქციად, იყოს იმ რაოდენობის ტოლი, რომლის მიღებაც შესაძლებელი იქნებოდა მარაგების ფიზიკური სეგრეგაციის შემთხვევაში.
3. საბაჟოს ან სხვა კომპეტენტურ უწყებას შეუძლია ამგვარი მეთოდის გამოყენების უფლებამოსილების გაცემა ყველა შესაბამისი პირობის დაცვით.
4. აღნიშნული მეთოდი ჩაიწერება და გამოიყენება იმ ზოგადი აღრიცხვის პრინციპების საფუძველზე, რომლებიც გამოიყენება პროდუქციის მწარმოებელ ქვეყანაში.
5. აღნიშნული დახმარების მიმღებს შეუძლია გასცეს ან მოითხოვოს წარმოშობის დასტურები (რომელიც საჭირო იქნება) პროდუქციის იმ რაოდენობისთვის, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს წარმოშობის მქონედ. საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყების მოთხოვნის შემთხვევაში, მიმღებმა უნდა წარადგინოს ანგარიში რაოდენობათა მართვის ხერხის შესახებ.
6. საბაჟოს ან სხვა კომპეტენტურ უწყებას შეუძლია აკონტროლოს ზემოხსენებული მეთოდის გამოყენება და შეაჩეროს მისი მოქმედება ნებისმიერ დროს, როცა იგი ჩათვლის, რომ მიმღები შესაბამისად არ იყენებს მინიჭებულ უფლებას (როგორი ფორმითაც არ უნდა ხდებოდეს ეს) ან არ ასრულებს წინამდებარე ოქმით განსაზღვრულ რომელიმე სხვა პირობებს.
მუხლი 22
ანგარიშფაქტურის დეკლარაციის შედგენის პირობები
1. მე-16 (1) (ბ) მუხლში აღწერილი ანგარიშფაქტურის დეკლარაცია შეიძლება შეადგინოს:
(ა) დამტკიცებულმა იმპორტიორმა (23-ე მუხლის შინაარსის ფარგლებში); ან
(ბ) ნებისმიერი ისეთი პარტიის ნებისმიერმა ექსპორტიორმა, რომელიც შედგება ერთი ან მეტი წარმოშობის მქონე პროდუქციის შემცველი ფუთისგან, რომელთა საერთო ღირებულება არ აღემატება 6 000 ევროს.
1. ანგარიშფაქტურის დეკლარაციის შედგენა შეიძლება, თუ მოცმული პროდუქცია შეიძლება ჩაითვალოს წარმოშობილად თურქეთში ან საქართველოში, და სრულდება წინამდებარე ოქმის სხვა პირობები.
2. ანგარიშფაქტურის დეკლარაციის შემდგენელი ექსპორტიორი ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს, ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყების მოთხოვნით, წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს მოცემული პროდუქციის წარმოშობის სტატუსს და ასევე წინამდებარე ოქმის სხვა მოთხოვნების შესრულებას.
3. ანგარიშფაქტურის დეკლარაციას ადგენს ექსპორტიორი ანგარიშფაქტურაზე, მიწოდების შეტყობინებასა თუ სხვა კომერციულ დოკუმენტზე, დეკლარაციაზე ბეჭდვის ან შტამპის დასმის გზით (დასატანი ტექსტი მოცემულია IV დანართში) და გამოიყენებს იმავე დანართში მოცემულ ერთერთ ენას. ყველაფერი ეს სრულდება ექსპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად. თუ დეკლარაცია ხელითაა შევსებული, მაშინ იგი უნდა შესრულდეს მელნით და ბეჭდვითი ასოებით.
4. ანგარიშფაქტურის დეკლარაციაზე უნდა იყოს ექსპორტიორის ხელმოწერა. თუმცა, დამტკიცებულ ექსპორტიორს (23-ე მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში) არ მოეთხოვება ამგვარი დეკლარაციის ხელმოწერა იმ პირობით, რომ მან ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟოს ან სხვა კომპეტენტურ უწყებას უნდა წარუდგინოს წერილობითი ვალდებულება, რომ იგი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი იმ ანგარიშფაქტურის დეკლარაციაზე, რომელიც განიხილება, როგორც ხელმოწერილი მის მიერ.
5. ანგარიშფაქტურის დეკლარაცია შეიძლება შეადგინოს ექსპორტიორმა, როცა ხდება აღნიშნულ დეკლარაციასთან დაკავშირებული პროდუქციის ექსპორტი, ან ექსპორტირების შემდეგ იმ პირობით, რომ იგი წარმოდგენილი იქნება იმპორტიორი ქვეყნისთვის არა უგვიანეს 2 წლის განმავლობაში იმ პროდუქციის იმპორტის შემდეგ, რომელთანაცაა იგი დაკავშირებული.
მუხლი 23
უფლებამოსილი ექსპორტიორი
1. ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟოს ან სხვა კომპეტენტურ უწყებამ ნებისმიერ იმ ექსპორტიორს (შემდგომში “უფლებამოსილი ექსპორტიორი”), რომელიც ხშირად ახდენს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული პროდუქციის გადაზიდვას, შეიძლება მიანიჭოს ანგარიშფაქტურის დეკლარაციის შედგენის უფლებამოსილება მიუხედავად მოცემული პროდუქციის ღირებულებისა. ამგვარი უფლებამოსილების მსურველმა ექსპორტიორმა საბაჟოს ან სხვა კომპეტენტურ უწყებას უნდა წარუდგინოს პროდუქციის წარმოშობის სტატუსის და წინამდებარე ოქმის სხვა მოთხოვნების შესრულების მათთვის დამაკმაყოფილებელი მტკიცებულება.
2. საბაჟოს ან სხვა კომპეტენტურ უწყებას შეუძლია უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭება იმ პირობებით, რომლებსაც იგი ჩათვლის შესატყვისად.
3. საბაჟოს ან სხვა კომპეტენტურ უწყებას უფლებამოსილი ექსპორტიორისთვის შეუძლია საბაჟოს უფლებამოსილების აღმნიშვნელი ნომრის მინიჭება, რომელიც უნდა დაისვას ანგარიშფაქტურის დეკლარაციაზე.
4. საბაჟო ან კომპეტენტური უწყება გააკონტროლებს უფლებამოსილი ექსპორტიორის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებას.
5. საბაჟოს ან სხვა კომპეტენტურ უწყებას შეუძლია უფლებამოსილების ჩამორთმევა ნებისმიერ დროს. მას შეუძლია ამის გაკეთება მაშინ, როცა უფლებამოსილი ექსპორტიორი აღარ უზრუნველყოფს 1-ლ პარაგრაფში მოცემულ გარანტიებს, არ ასრულებს მე-2 პარაგრაფში მოცემულ პირობებს ან რაიმე სხვაგვარად არასწორედ იყენებს უფლებამოსილებას.
6. იმ საბაჟოს ან სხვა კომპეტენტურ უწყებას, რომლებიც პასუხისმგებელია წარმოშობის დასტურის დადგენის განხორციელებაში (წინამდებარე 33-ე მუხლის შინაარსის ფარგლებში), შეუძლია შეატყობინონ ერთმანეთს უფლებამოსილი ექსპორტიორისთვის უფლებამოსილების მინიჭებაში ცვლილებების შესახებ და ასევე შეუძლია განახლებული ჩამონათვალების გაცვლა-გამოცვლა.
მუხლი 24
წარმოშობის სერტიფიკატის მოქმედების ვადა
1. წარმოშობის სერტიფიკატი იქნება ძალაში ოთხი თვის განმავლობაში მისი გამოცემის დღიდან ექსპორტიორ ქვეყანაში და წარმოდგენილი უნდა იქნეს ზემოხსენებული პერიოდის განმავლობაში იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებისათვის.
2. ის წარმოშობის სერტიფიკატები, რომლებიც წარდგენილია იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებისათვის 1-ლ პარაგრაფში დადგენილი წარდგენის საბოლოო თარიღის შემდეგ, შეიძლება მიღებული იქნეს პრეფერენციული რეჟიმის მიღების მიზნით, როცა ამგვარი დოკუმენტების წარუდგენლობა საბოლოო თარიღისთვის გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით.
3. დაგვიანებული წარდგენის სხვა შემთხვევებში, იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებას შეუძლია წარმოშობის სერტიფიკატის მიღება, თუ პროდუქცია წარდგენილია ზემოხსენებულ საბოლოო თარიღამდე.
მუხლი 25
წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენა
წარმოშობის სერტიფიკატი უნდა წარედგინოს იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებას იმ ქვეყანაში მოქმედი პროცედურების თანახმად. ზემოხსებეული საბაჟო უწყებამ შეიძლება მოითხოვოს წარმოშობის სერტიფიკატის თარგმანი და ასევე იმპორტის დეკლარაციასთან ერთად იმპორტიორის ანგარიში იმის შესახებ, რომ პროდუქცია აკმაყოფილებს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისთვის საჭირო პირობებს.
მუხლი 26
იმპორტირება პარტიებად
როცა, იმპორტიორის თხოვნის თანახმად და იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყების მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, დაშლილი ან აუწყობელი პროდუქციის, ჰარმონიზებული სისტემის ზოგადი მე-2(ა) წესის მნიშვნელობის ფარგლებში და შემავალი ჰარმონიზებული სისტემის XVI და XVII მუხლებში ან 7308 და 9406 სათაურებში, იმპორტირება ხორციელდება პარტიებად, ამგვარი პროდუქციის წარმოშობის ერთადერთი დასტური წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო უწყებისათვის პირველი პარტიის იმპორტირებისას.
მუხლი 27
საქონლის გათავისუფლება წარმოშობის სერტიფიკატისგან
1. პროდუქცია, გაგზავნილი პატარა შეკვრებად ერთი კერძო პირის მიერ მეორე კერძო პირისთვის, ან რომელიც შეადგენს მოგზაურების პირად ბარგს, განხილული იქნება როგორც წარმოშობის მქონე პროდუქცია და მისთვის არ მოითხოვება წარმოშობის სერტიფიკატი, თუმცა იმ პირობით, რომ ამგვარი პროდუქცია არ არის იმპორტირებული ვაჭრობის გზით და რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე ოქმის მოთხოვნებს და სადაც ეჭვს არ იწვევს ამგვარი დეკლარაცია. თუ პროდუქცია გაგზავნილია ფოსტით, ასეთი დეკლარაცია შეიძლება შედგეს საბაჟო დეკლარაციაზე ჩN22/ჩN23 ან ამ დოკუმენტზე თანდართულ ფურცელზე.
2. იმპორტი, რომელიც დრო და დრო ხდება და შედგება მხოლოდ პროდუქციისგან მიმღებების, მოგზაურების და მათი ნათესავების პირადი მოხმარებისთვის, არ განიხილება როგორც იმპორტი ვაჭრობის გზით, თუ პროდუქციის ბუნებისა და რაოდენობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ არა აქვს ადგილი რაიმე კომერციულ მიზნებს.
3. უფრო მეტი, აღნიშნული პროდუქციის მთლიანი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 ევროს მცირე ფუთების შემთხვევაში ან 1 200 ევროს იმ პროდუქციის შემთხვევაში, რომელიც შეადგენს მოგზაურების პირადი ბარგის ნაწილს.
მუხლი 28
დამატებითი დოკუმენტები
მე-17(3) და 22-ე(3) მუხლებში მოხსენიებული დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება იმის დასამტკიცებლად, რომ EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის ან ანგარიშფაქტურის დეკლარაციის შესაბამისი პროდუქცია შეიძლება განიხილოს როგორც თურქეთში ან საქართველოში წარმოშობილი და შესრულებულია წინამდებარე ოქმის სხვა მოთხოვნები, შეიძლება, მათ შორის, შედგებოდეს შემდეგისგან:
(ა) უშუალო მტკიცება ექსპორტიორის ან მომწოდებლის მიერ განხორციელებული პროცესებისა მოცემული საქონლის მიღების მიზნით, რაც შედის, მაგალითად, მათ ანგარიშებში ან შიდა ბუღალტერიაში;
(ბ) თურქეთში ან საქართველოში გამოყენებული, გაცემული ან წარმოებული მასალების წარმოშობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
(გ) თურქეთში ან საქართველოში გაცემული ან წარმოებული მასალების თურქეთში ან საქართველოში დამუშავების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
(დ) EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატები ან ანგარიშფაქტურის დეკლარაციები, რომლებიც ადასტურებენ თურქეთში ან საქართველოში გამოყენებული, გაცემული ან წარმოებული მასალების წარმოშობის სტატუსებს წინამდებარე ოქმის შესაბამისად.
მუხლი 29
წარმოშობის სერტიფიკატისა და დამატებითი დოკუმენტების შენახვა
1. ექსპორტიორმა, რომელიც მოითხოვს EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატს, სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაში უნდა შეინახოს მე-17(3) მუხლში მოხსენიებული დოკუმენტები.
2. ექსპორტირომა, რომელიც ავსებს ანგარიშფაქტურის დეკლარაციას, სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაში უნდა შეინახოს ამ ანგარიშფაქტურის დეკლარაციის ასლი და ასევე 22-ე (3) მუხლში მოხსენიებული დოკუმენტები.
3. ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟოს ან სხვა კომპეტენტურმა უწყებამ, რომელიც გასცემს EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატს, სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაში უნდა შეინახოს მე-17(2) მუხლში მოხსენიებული განაცხადი.
4. იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებამ, სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაში უნდა შეინახოს მათ მიერ წარმოდგენილი EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი და ანგარიშფაქტურის დეკლარაცია.
მუხლი 30
განსხვავებები და მექანიკური შეცდომები
1. მცირე განსხვავებების აღმოჩენა წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და იმ დოკუმენტს შორის, რომელიც წარდგენილი იქნა საბაჟო უწყებაში ფორმალობების შესასრულებლად პროდუქციის იმპორტის მიზნით, თავად ფაქტიდან გამომდინარე, არ გააუქმებს წარმოშობის დასტურს, თუ სათანადოდ დამტკიცდება, რომ ეს დოკუმენტი ნამდვილად შეესაბამება განაცხადში მოცემულ პროდუქციას.
2. აშკარა მექანიკური შეცდომა, რომელიც დაშვებულია, მაგალითად, ბეჭდვის დროს, არ გამოიწვევს შესაბამისი დოკუმენტის გაუქმებას, თუ ამგვარი შეცდომები არ წარმოშობს ეჭვს ამ დოკუმენტში მოტანილი ფაქტების სისწორესთან დაკავშირებით.
მუხლი 31
ევროში გამოხატული თანხები
1. 22-ე (1)(ბ) და 27-ე (3) მუხლების დებულებების გამოყენების მიზნით იმ შემთხვევაში, როცა პროდუქციის ანგარიშფაქტურა შედგენილია ევროს გარდა რომელიმე სხვა ვალიუტაში, თურქეთისა და საქართველოს ეროვნულ ვალიუტებში გამოსახული თანხები, რომლებიც ეკვივალენტურია ევროებში გამოხატული თანხებისა, ყოველწლიურად უნდა შესწორდეს თითოეული შესაბამისი ქვეყნის მიერ.
2. პარტიას შეეხება 22-ე (1)(ბ) და 27-ე (3) მუხლების დებულებები იმ ვალიუტის გათვალისწინებით, რომელშიც შედგენილია ანგარიშფაქტურა, შესაბამისი ქვეყნის მიერ შესწორებული თანხის მიხედვით.
3. თანხები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს ნებისმიერ მოცემულ ვალიუტაში, იმ ვალიუტაში ეკვივალენტური იქნება ევროებში გამოხატული თანხისა ოქტომბრის პირველ სამუშაო დღეს და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება მომდევნო წლის 1 იანვრიდან. მხარეები თანხების რაოდენობას შეატყობინებენ ერთმანეთს 15 ოქტომბრისთვის.
4. თურქეთსა და საქართველოს შეუძლია თანხის დამრგვალება, რაც დაკავშირებულია ევროში გამოხატული თანხის მათ ეროვნულ ვალუტაში გადაყვანასთან. დამრგვალებული თანხა არ უნდა განსხვავდებოდეს კონვერტირებული თანხის ოდენობისგან 5%-ზე მეტად. თურქეთს ან საქართველოს შეუძლია უცვლელად დატოვოს ევროებში გამოხატული თანხის ეკვივალენტური მისი ეროვნული ვალიუტა, თუ მე-3 პარაგრაფში მოცემული წლიური შესწორების დროს ამ თანხის კონვერტაცია (დამრგვალებამდე) შედეგად მოიტანს ეროვნული ვალუტის ეკვივალენტის 15%-მდე ზრდას. ეროვნულ ვალუტაში გამოხატული ეკვივალენტი შეიძლება დარჩეს უცვლელი, თუ კონვეტრაციას შედეგად მოჰყვება ამ თანხის შემცირება.
5. ევროში გამოხატულ თანხებს განიხილავს გაერთიანებული კომიტეტი თურქეთის ან საქართველოს თხოვნით. განხილვისას გაერთიანებული კომიტეტი მხედველობაში მიიღებს შეზღუდვების ეფექტის შენარჩუენბის სასურველობას რეალურ ვადებში. ამ მიზნით, მან შეიძლება გადაწყვიტოს ევროებში გამოხატული თანხების მოდიფიცირება.
VI. ადმინისტრაციული თანამშრომლობის ზომები
მუხლი 32
ურთიერთდახმარება
1. თურქეთის და საქართველოს საბაჟოს და სხვა კომპეტენტური უწყებები მიაწვდიან ერთმანეთს იმ შტამპების ნიმუშებს, რომლებიც გამოიყენება მათ საბაჟოებში EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატისთვის, და საბაჟოს და იმ კომპეტენტური უწყების იმ ხელმძღვანელთა თუ შესაბამისი კომპეტენტური და სათანადოდ უფლებამოსილი უწყებების მისამართებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ამ სერტიფიკატების და ანგარიშფაქტურის დეკლარაციების დამოწმებაზე.
2. წინამდებარე ოქმის სათანადოდ გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, თურქეთი და საქართველო დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს კომპეტენტური საბაჟო ადმინისტრაციების და შესაბამისი კომპეტენციის მქონე და სათანადოდ უფლებამოსილი უწყებების მეშვეობით EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის ან ანგარიშფაქტურის დეკლარაციის ნამდვილობის და ამ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის სისწორის შემოწმებაში.
მუხლი 33
წარმოშობის სერტიფიკატის შემოწმება
1. წარმოშობის დასტურების შემდგომი შემოწმება განხორციელდება არასისტემურად ან მაშინ, როცა იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებას გაუჩნდება საფუძვლიანი ეჭვი დოკუმენტების ნამდვილობის, მოცემული პროდუქციის წარმოშობის სტატუსის ან წინამდებარე ოქმის სხვა მოთხოვნების შესრულების მიმართ.
2. 1-ლი პარაგრაფის დებულებების შესრულების მიზნით, იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყება დააბრუნებს EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატს და ანგარიშფაქტურას, თუ ისინი (ანგარიშფაქტურის დეკლარაცია ან ამ დოკუმენტების ასლები) წარდგენილი იყო ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო ან სხვა კომპეტენტური უწყებისათვის და იძლეოდა (სადაც ეს საჭიროა) დაზუსტების მიზეზს. ნებისმიერი მიღებული დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც აღძრავს წარმოშობის დასტურში ან ანგარიშფაქტურის დეკლარაციაში არასწორი ინფორმაციის არსებობის ეჭვს, უნდა გაიგზავნოს გასარკვევად.
3. აღნიშნულ ეჭვებს გაარკვევს ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო ან სხვა კომპეტენტური უწყება. ამისათვის, მათ ექნებათ ნებისმიერი მტკიცებულების მოთხოვნის და ექსპორტიორის ანგარიშების ნებისმიერი ინსპექციის (და ყველა სხვა აუცილებელი შემოწმების) ჩატარების უფლება.
4. თუ იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყება გადაწყვეტს მოცემული პროდუქციის უპირატესობის რეჟიმის შეზღუდვას შემოწმების შედეგების მიღებამდე, იმპორტიორს შესთავაზებენ პროდუქციისგან განთავისუფლებას სიფრთხილის იმ ზომების გათვალისწინებით, რომლებიც ჩაითვლება აუცილებლად.
5. შემოწმების მომთხოვნი საბაჟო უწყებას სასწრაფოდ მიეწოდება აღნიშნული შემოწმების შედეგები. ამ შედეგებში მკაფიოდ უნდა იყოს მოცემული არის თუ არა დოკუმენტები ნამდვილი, შეიძლება თუ არა მოცემული პროდუქციის განხილვა ისე, თითქოს ისინი წარმოშობილია თურქეთში ან საქართველოში და სრულდება თუ არა წინამდებარე ოქმის სხვა მოთხოვნები.
6. თუ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში შემოწმების მოთხოვნიდან ათი თვის განმავლობაში არ მოვა პასუხი ან თუ პასუხში არ იქნება მოცემული საკმარისი ინფორმაცია საეჭვო დოკუმენტის ნამდვილობაში ან პროდუქციის ჭეშმარიტ წარმოშობაში დასარწმუნებლად, მომთხოვნი საბაჟო უწყება ხელმძღვანელობა (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) მოითხოვს უპირატესობის რეჟიმის შეწყვეტას.
მუხლი 34
დავების გადაჭრა
33-ე მუხლში მოცემული შემოწმების პროცედურებთან დაკავშირებით დავის წამოჭრის შემთხვევაში, რომელიც ვერ წყდება შემოწმების მომთხოვნ საბაჟო უწყებასა და შემოწმების ჩატარებაზე პასუხისმგებელ საბაჟოს ან სხვა კომპეტენტურ უწყებას შორის ან თუ წამოიჭრება წინამდებარე ოქმის განმარტებასთან დაკავშირებით, სადავო საკითხები გადაეცემა გაერთიანებულ კომიტეტს. დავის ყველა შემთხვევა იმპორტიორსა და იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებას შორის განიხილება აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად.
მუხლი 35
ჯარიმები
ჯარიმა დაეკისრება ნებისმიერ პირს, რომელიც შექმნის (ან უბიძგებს ამისათვის) არასწორი ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს პროდუქციისთვის უპირატესობის რეჟიმის მოპოვების მიზნით.
მუხლი 36
თავისუფალი ზონები
1. თურქეთი და საქართველო მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ წარმოშობის სერტიფიკატის მქონე ის სავაჭრო პროდუქცია, რომელიც ტრანსპორტირებისას გამოიყენებს მათ ტერიტორიებზე არსებულ თავისუფალ ზონებს, არ იყოს შენაცვლებული სხვა საქონლით და არ დაექვემდებაროს რაიმე მოქმედებებს გარდა ჩვეულებრივი ოპერაციებისა, რომლებიც გამიზნულია მათი გაფუჭებისგან დასაცავად.
2. 1-ლი პარაგრაფის დებულებებისგან განთავისუფლების საფუძველზე, როცა თურქეთში და საქართველოში წარმოშობილი წარმოშობის სერტიფიკატის მქონე პროდუქცია იმპორტირებულია თავისუფალ ზონაში და განიცდის ზემოქმედებას ან დამუშავებას, შესაბამისმა ხელისუფლებამ უნდა გასცეს ახალი EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი ექსპორტიორის თხოვნით, თუ ზემოხსენებული ზემოქმედება ან დამუშავება შეესაბამება წინამდებარე ოქმის დებულებებს.
VII. დასკვნითი დებულებები
მუხლი 37
საბაჟო და წარმოშობის საკითხებზე მომუშავე ქვეკომიტეტი
საბაჟო და წარმოშობის საკითხებზე მომუშავე ქვეკომიტეტი უნდა ჩამოყალიბდეს გაერთიანებულ კომიტეტთან, დახმარებას უწევდეს მას თავისი ვალდებულებების შესრულებაში და უზრუნველყოფდეს ინფორმაციის მიწოდების და კონსულტაციების უწყვეტ პროცესს ექსპერტებს შორის.
აღნიშნულ ქვეკომიტეტში წარმოდგენილი იქნებიან თურქი და ქართველი ექსპერტები და ისინი პასუხისმგებელნი იქნებიან საბაჟოსა და წარმოშობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მუხლი 38
დანართები
წინამდებარე ოქმის დანართები I, II, III, IV წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 39
საქონლის ტრანზიტი და შენახვა
II თავის დებულებების შესაბამისი საქონელი, რომელიც ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღზე ტრანსპორტირების პროცესშია ან დროებით ინახება თურქეთში ან საქართველოში საბაჟოს საწყობში ან თავისუფალ ზონებში, შეიძლება ჩაითვალოს წარმოშობის მქონე პროდუქციად და აღნიშნული თარიღიდან ოთხი თვის განმავლობაში იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებას უნდა წარედგინოს რეტროსპექტულად შედგენილი წარმოშობის სერტიფიკატი და ნებისმიერი ის დოკუმენტი, რომელიც დამატებით დაადასტურებს ტრანსპორტირების პირობებს.
მუხლი 40
შესწორებები ოქმის მიმართ
ერთობლივი კომიტეტი გადაწყვეტს წინამდებარე ოქმში შესწორებების შეტანის საკითხს.
II ოქმის შენიშვნები II დანართის ჩამონათვალთან დაკავშირებით
შენიშვნა 1: ჩამონათვალი განსაზღვრავს ყველა საქონლისთვის მოთხოვნილ პირობებს, რომელთა საფუძველზედაც ეს საქონელი შესაძლოა მიჩნეული იქნეს შესაბამისად წარმოებულად ან გადამუშავებულად ოქმის მე-6 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში.
შენიშვნა 2: ჩამონათვალის პირველი 2 სვეტი აღწერს მიღებულ საქონელს. პირველ სვეტში მოცემულია სასაქონლო პოზიციის ნომერი ან საქონლის ჯგუფის ნომერი, რომელიც გამოიყენება ჰარმონიზებულ სისტემაში. მეორე სვეტში მოცემულია საქონლის აღწერილობა, რომელიც გამოიყენება ამ სისტემაში სასაქონლო პოზიციის ან საქონლის ჯგუფისთვის. პირველ ორ სვეტში მოცემული თითოეული შენატანისათვის განსაზღვრულია წესი მე-3 ან მე-4 სვეტში. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველ სვეტში ნომრის წინ დასმულია ეხ, ეს ნიშნავს, რომ მე-3 და მე-4 სვეტებში განსაზღვრული წესები გამოიყენება ამ სასაქონლო პოზიციის ნაწილის მიმართ, როგორც აღწერილია მე-2 სვეტში.
2.2. როდესაც რამდენიმე სასაქონლო პოზიციის ნომრები პირველ სვეტში ერთადაა დაჯგუფებული ან წარმოდგენილია საქონლის ჯგუფის ნომერი და ამიტომ საქონლის აღწერა მე-2 სვეტში მოცემულია ზოგადად, შესაბამის მე-3 და მე-4 სვეტებში განსაზღვრული წესები ვრცელდება ყველა საქონელზე, რომლებიც ჰარმონიზებული სისტემის შესაბამისად კლასიფიცირებულია საქონლის ჯგუფის სასაქონლო პოზიციებით ან ნებისმიერი სასაქონლო პოზიციებით, რომლებიც დაჯგუფებულია ერთად პირველ სვეტში.
2.3. როდესაც ჩამონათვალში დადგენილია სხვადასხვა წესები, რომლებიც გამოიყენება სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული სხვადასხვა საქონლისთვის, თითოეული განაცხადი შეიცავს სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული ნაწილის აღწერილობას, რომელსაც ეხება შესაბამის მე-3 და მე-4 სვეტებში დადგენილი წესები.
2.4. როდესაც პირველ ორ სვეტში შეტანილი ნებისმიერი საქონლისათვის წესები დადგენილია როგორც მე-3, ისე მე-4 სვეტში, ექსპორტიორს შეუძლია აირჩიოს, როგორც ალტერნატივა, რომ გამოიყენოს მე-3 სვეტით დადგენილი წესი, ანდა მე-4 სვეტით დადგენილი წესი. თუ მე-4 სვეტში დადგენილი არ არის წარმოშობის წესი, გამოყენებული უნდა იქნეს მე-3 სვეტით დადგენილი წესი.
შენიშვნა 3: 3.1. ოქმის მე-6 მუხლის დებულებები, რომლებიც ეხება საქონელს, რომელმაც შეიძინა წარმოშობის სტატუსი და რომლებიც გამოყენებულია სხვა საქონლის წარმოებაში, გამოყენებული იქნება, მიუხედავად იმისა, ეს სტატუსი შეძენილი იქნა საწარმოს შიგნით, სადაც გამოიყენება ეს საქონელი თუ სხვა საწარმოში საქართველოში ან თურქეთში.
მაგალითი:
8407 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული ძრავა, რომლისთვისაც წესი ადგენს, რომ მასალების ღირებულება, რომლებსაც არა აქვს წარმოშობის სტატუსი და რომლებიც შეიძლება ინკორპორირებული იქნეს მასში, არ შეიძლება აჭარბებდეს ფრანკო ფასის 40 პროცენტს, დამზადებულია ეხ 7224 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული “სხვა შენადნობი ფოლადისგან პირველადი ჭედვით”.
თუ ეს შენადნობი ჩამოსხმულია თურქეთში წარმოშობის სტატუსის არმქონე სხმულისგან, ის შეიძენს წარმოშობის სტატუსს ჩამონათვალში განსაზღვრული ეხ 7224 სასაქონლო პოზიციისათვის დადგენილი წესით. ეს შენადნობი შეიძლება ჩაითვალოს როგორც წარმოშობის სტატუსის მქონე ძრავის ღირებულების გამოთვლისას, მიუხედავად იმისა, წარმოებულია თუ არა ის იმავე საწარმოში ან სხვა საწარმოში თურქეთში. ამგვარად, წარმოშობის სტატუსის არმქონე სხმულის ღირებულება მხედველობაში არ მიიღება წარმოშობის სტატუსის არმქონე გამოყენებული მასალების ღირებულების დამატებისას.
3.2. ჩამონათვალში განსაზღვრული წესი წარმოადგენს სამუშაოს ან გადამუშავების მოთხოვნილ მინიმალურ ოდენობას და დამატებითი სამუშაოს ან გადამუშავების განხორციელება ასევე ანიჭებს საქონელს წარმოშობის სტატუსს. პირიქით, როდესაც განხორციელებულია მოთხოვნილზე ნაკლები სამუშაო ან გადამუშავება, საქონელს არ ენიჭება წარმოშობის სტატუსი. ამგვარად, თუ წესი ადგენს, რომ წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალა შეიძლება გამოყენებული იქნეს წარმოების განსაზღვრულ დონეზე, ნებადართულია ასეთი მასალის წარმოების უფრო ადრეულ ეტაპზე გამოყენება, მაგრამ არ შეიძლება ასეთი მასალის გამოყენება წარმოების უფრო გვიან ეტაპზე.
3.3. 3.2 შენიშვნის დაცვით, სადაც წესში გამოყენებულია გამოთქმა “წარმოება ნებისმიერი სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული მასალისგან”, მაშინ შეიძლება გამოყენებული იქნეს ნებისმიერი სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული მასალა (ის მასალებიც კი, რომლებსაც აქვთ იგივე აღწერა და იგივე სასაქონლო პოზიცია, რომელიც აქვს საქონელს), რაც შეიძლება დაექვემდებაროს ნებისმიერ სპეციფიკურ შეზღუდვას, რომელსაც ასევე შეიძლება შეიცავდეს წესი.
თუმცა, გამოთქმა “ნებისმიერი სასაქონლო პოზიციით განსაზღვრულა მასალებით წარმოება, მათ შორის, სასაქონლო პოზიციის სხვა მასალები” ან “წარმოება ნებისმიერი სასაქონლო პოზიციის მასალებისგან, მათ შორის, სხვა მასალებისგან, რომელიც მიეკუთვნება იმავე სასაქონლო პოზიციას, რომელსაც მიეკუთვნება საქონელი” ნიშნავს, რომ შეიძლება გამოყენებული იქნეს ნებისმიერი სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული მასალები, გარდა იმ მასალებისა, რომელთაც აქვთ საქონლის იდენტური აღწერილობა, როგორც მოცემულია ჩამონათვალის მეორე სვეტში.
3.4. როდესაც ჩამონათვალში მოცემული წესი ადგენს, რომ საქონელი შეიძლება წარმოებული იქნეს ერთზე მეტი მასალისგან, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება გამოყენებული იქნეს ერთი ან მეტი მასალა. ეს წესი არ მოითხოვს, რომ გამოყენებული იქნეს ყველა მასალა.
მაგალითი: 5208-დან 5212-მდე სასაქონლო პოზიციებით განსაზღვრული ბოჭკოებისათვის განსაზღვრული წესი ადგენს, რომ შეიძლება გამოყენებული იქნეს ბუნებრივი ბოჭკოები და რომ ასევე შესაძლებელია ქიმიური მასალების, სხვა მასალებს შორის, გამოყენება. ეს არ ნიშნავს, რომ გამოყენებული უნდა იქნეს ორივე. შესაძლებელია ერთი ან მეორე მასალის გამოყენება, ან ორივე მასალის გამოყენება.
3.5. როდესაც ჩამონათვალით განსაზღვრული წესი ადგენს, რომ საქონელი წარმოებული უნდა იყოს კონკრეტული მასალისგან, პირობა აშკარად არ კრძალავს სხვა მასალების გამოყენებას, რომელთაც მათი ბუნებრივი თვისებების გამო, არ შეუძლიათ დააკმაყოფილონ ეს წესი. (იხილეთ აგრეთვე შენიშვნა 6.2 ქსოვილებთან დაკავშირებით).
მაგალითი: 1904 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრულ კვების მზა პროდუქტებთან დაკავშირებით დადგენილი წესი, რომელიც სპეციალურად გამორიცხავს მარცვლეულის და მათი დერივატების გამოყენებას, არ კრძალავს მინერალური მარილების, ქიმიური ნივთიერებების და სხვა დანამატების გამოყენებას, რომლებიც არ არის მარცვლეულისგან წარმოებული პროდუქტი.
თუმცა, ეს არ ეხება იმ საქონელს, რომლებიც თუმცა არ შეიძლება წარმოებული იქნეს ჩამონათვალით განსაზღვრული კონკრეტული მასალისგან, მაგრამ შეიძლება წარმოებული იქნეს იმავე თვისებების მქონე მასალისგან წარმოების ადრეულ ეტაპზე.
მაგალითი: ეხ 62 საქონლის ჯგუფით განსაზღვრული ტანსაცმლის ერთეულის შემთხვევაში, რომელიც დამზადებული არ არის ნაქსოვი მასალებისგან, თუ ნებადართულია წარმოშობის სტატუსის არმქონე ნართის გამოყენება მხოლოდ საქონლის ამ კლასისთვის, შეუძლებელია პროცესის იმ ქსოვილით დაწყება, რომელიც არ არის მოქსოვილი – იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქსოვილი, რომელიც არ არის ნაქსოვი, არ შეიძლება ჩვეულებრივ დამზადებული იყოს ნართისგან. ასეთ შემთხვევებში, საწყისი მასალა ჩვეულებრივ უნდა უყოს დართვამდე ეტაპზე – რაც არის ბოჭკოს ეტაპი.
3.6. სადაც ჩამონათვალით დადგენილ წესში ორი პროცენტი განსაზღვრულია, როგორც მაქსიმალური ღირებულება წარმოშობის სტატუსის არმქონე გამოყენებული მასალებისათვის, ეს პროცენტები არ შეიძლება ერთმანეთს დაემატოს. სხვაგვარად რომ ითქვას, წარმოშობის სტატუსის არმქონე ყველა გამოყენებული მასალის მაქსიმალური ღირებულება არასოდეს უნდა აჭარბებდეს მოცემულ პროცენტს. ასევე არ შეიძლება ინდივიდუალურ პროცენტზე გადაჭარბება იმ კონკრეტულ მასალებთან დაკავშირებით, რომლებსაც ეხება ეს პროცენტები.
შენიშვნა 4:
4.1. ტერმინი “ნატურალური ბოჭკოები” გამოყენებულია ჩამონათვალში ბოჭკოების განსაზღვრისათვის, გარდა ხელოვნური და სინთეტიკური ბოჭკოებისა. ეს შეზღუდულია იმ ეტაპებამდე, სანამ მოხდება დართვა (მათ შორის, ნარჩენი) და თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მოიცავს ბოჭკოებს, რომლებიც არის დაჩეჩილი ან სხვაგვარად გადამუშავებული, მაგრამ არ არ არის დართული.
4.2 ტერმინი “ნატურალური ბოჭკოები” მოიცავს 0503 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრულ ცხენის ძუას, 5002 და 5003 სასაქონლო პოზიციებით განსაზღვრულ აბრეშუმს, ასევე 5101-დან 5105-მდე სასაქონლო პოზიციებით განსაზღვრულ მატყლის ბოჭკოებს და დამუშავებულ ან დაუმუშავებელ ცხოველის ბეწვს, 5201-დან 5203-მდე სასაქონლო პოზიციებით განსაზღვრულ ბამბის ქსოვილებს და 5301-დან 5305-მდე სასაქონლო პოზიციებით განსაზღვრულ სხვა მცენარეულ ბოჭკოებს.
4.3. ტერმინი “ქსოვილის პულპა”, “ქიმიური მასალები” და “საქაღალდე მასალები” გამოყენებულია ჩამონათვალში, რათა აღწეროს ის მასალები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული 50-დან და 63-მდე საქონლის ჯგუფებში და რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ხელოვნური, სინთეტიკური ან ქაღალდის ბოჭკოების ან ნართის საწარმოებლად.
4.4. ტერმინი “ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები” გამოყენებულია ჩამონათვალშიO სინთეტიკური ან ხელოვნური ბოჭკოს ძენძის, ძირითადი ბოჭკოების ან ნარჩენის აღნიშვნისთვის, რომლებიც განსაზღვრულია 5501-დან 5507-მდე სასაქონლო პოზიციებით.
შენიშვნა 5:
5.1. როდესაც ჩამონათვალში მოცემული საქონლისათვის მითითება გაკეთებულია ამ შენიშვნაზე, მე-3 სვეტში განსაზღვრული პირობები არ გამოიყენება ნებისმიერი ძირითადი ქსოვილის მასალების მიმართ, რომლებიც გამოყენებულია ამ საქონლის წარმოებაში და რომლებიც, ერთად აღებული, წარმოადგენს გამოყენებული ძირითადი ქსოვილის მასალების საერთო წონის 10 პროცენტს ან ნაკლებს. (იხილეთ აგრეთვე შენიშვნები 5.3 და 5.4).
5.2 თუმცა, 5.1. შენიშვნაში განსაზღვრული დაშვება შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ შერეული საქონლის მიმართ, რომელიც დამზადებულია ორი ან მეტი ძირითადი ქსოვილის მასალისგან.
ძირითადი ქსოვილის მასალებია:
– აბრეშუმი;
– შალი;
– დაუმუშავებელი ცხოველის ბეწვი;
– დამუშავებული ცხოველის ბეწვი;
– ცხენის ძუა;
– ბამბა;
– ქაღალდის დასამზადებელი მასალები და ქაღალდი;
– სელი;
– ნამდვილი კანაფი;
– ჯუტი და ლაფანის ტექსტილის სხვა ბოჭკოები;
– მექსიკური აგავის და აგავის სხვა ჯიშების ტექსტილის ბოჭკოები;
– ანანასი, მანილას ხვირთქლი, ჭინჭრის და სხვა მცენარეული ტექსტილის ბოჭკოები;
– სინთეტიკური ხელოვნური ბოჭკოები;
– ხელოვნური ბოჭკოები;
– დენგამტარი ბოჭკოები;
– პოლიპროპილინის სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები;
– პოლიესტერის სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები;
– პოლიამიდის სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები;
– პოლიაკრილონიტრილის სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები;
– პოლიამიდის სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები;
– პოლიტეტრაფლუროეთილენის სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები;
– პოლი(ფენილინი სულფიდის) სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები;
– პოლი(ვინილქლოროდის) სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები;
– სხვა სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები;
– ვისკოზის სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები;
– სხვა სინთეტიკური ხელოვნური ძირითადი ბოჭკოები;
– ნართი, რომელიც დამზადებულია პოლიესტერის პლასტიკურ სეგმენტებად სეგმენტირებული პოლიურეთანისგან, მიუხედავად იმისა, ////////////////
– პოლიესტერის პლასტიკურ სეგმენტებად სეგმენტირებული პოლიურეთანისგან დამზადებული ნართი, მიუხედავად იმისა, გასუფთავებულია თუ არა;
– 5605 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული საქონელი (მეტალიზებული ნართი), რომელიც შეიცავს ნაწილებს, რომელიც შედგება ალუმინის ფოლგის შემავსებლების, პლასტმასის ფენის შემავსებლებისგან, მიუხედავად იმისა, დაფარულია თუ არა ალუმინის ფხვნილით, რომელთა სიგანეც არ აღემატება 5 მილიმეტრს, რომლებიც შეერთებულია გამჭირვალე ან ფერადი წებოვანით პლასტმასის ორ ფენას შორის. – 5605 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული სხვა საქონელი.
მაგალითი:
5205 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული ნართი, რომელიც დამზადებულია 5203 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული ბამბის ბოჭკოებისგან და 5506 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული სინთეტიკური ძირითადი ბოჭკოებისგან, არის შერეული ნართი. ამიტომ, წარმოშობის სტატუსის არმქონე სინთეტიკური ძირითადი ბოჭკოები, რომლებიც არ აკმაყოფილებს წარმოშობის წესებს (რაც ითხოვს ქიმიური მასალებისგან ან ქსოვილის პულპისგან წარმოებას) შეიძლება გამოყენებული იქნეს იმ პირობით, რომ მათი საერთო წონა არ აჭარბებს ნართის წონის 10 პროცენტს.
მაგალითი:
5112 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული შალის ქსოვილი, რომელიც დამზადებულია 5107 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული შალის ნართისგან და 5509 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული ძირითადი ბოჭკოების სინთეტიკური ნართისგან, არის შერეული ქსოვილი. ამიტომ, სინთეტიკური ნართი, რომელიც არ აკმაყოფილებს წარმოშობის წესებს, (რაც ითხოვს ქიმიური ნივთიერებებისგან ან ტექსტილის პულპისგან წარმოებას), ან შალის ნართი, რომელიც არ აკმაყოფილებს წარმოშობის წესებს (რაც ითხოვს ნატურალური ბოჭკოებისგან წარმოებას, რომელიც არ არის დაჩეჩილი ან სხვაგვარად მომზადებული დართვისათვის), ან ამ ორის კომბინაცია, შეიძლება გამოყენებული იქნეს იმ პირობით, რომ მათი საერთო წონა არ აჭარბებს ქსოვილის საერთო წონის 10 პროცენტს.
მაგალითი:
5802 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული ტაფტირებული ქსოვილის ბოჭკო, რომელიც დამზადებულია 5205 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული ბამბის ნართით და 5210 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული ბამბის ბოჭკოთი, არის მხოლოდ შერეული პროდუქტი, თუ თავად ბამბის ბოჭკო შერეული ბოჭკოა, რომელიც დამზადებულია ორი სხვადასხვა სასაქონლო პოზიციით კლასიფიცირებული ნართებისგან, ან თუ გამოყენებული ბამბის ნართები თავად არის შერეული პროდუქტი.
მაგალითი:
თუ ტაფტირებული ქსოვილის ბოჭკოები დამზადებულია 5205 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული ბამბის ნართისგან და 5407 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული სინთეტიკური ბოჭკოსგან, მაშინ, აშკარაა, რომ გამოყენებული ნართი არის ორი სხვადასხვა ძირითადი ქსოვილის მასალა და ტაფტირებული ტექსტილის ბოჭკოები შესაბამისად არის შერეული პროდუქტი.
5.3. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი შეიცავს “ნართს, რომელიც დამზადებულია პოლიესტერის პლასტიკურ სეგმენტებად სეგმენტირებული პოლიურეთანისგან”, ეს დაშვება შეადგენს მხოლოდ 20 პროცენტს ამ ნართთან დაკავშირებით.
5.4. იმ შემთხვევაში, როდესაც პროდუქტი შეიცავს “ფენებს, რომელიც შედგება ალუმინის ფოლგის შემავსებლების, პლასტმასის ფენის შემავსებლებისგან, მიუხედავად იმისა, დაფარულია თუ არა ალუმინის ფხვნილით, რომელთა სიგანეც არ აღემატება 5 მილიმეტრს, რომლებიც შეერთებულია გამჭირვალე ან ფერადი წებოვანით პლასტმასის ორ ფენას შორის”, ეს დაშვება შეადგენს 30 პროცენტს ამ ფენებთან დაკავშირებით.
შენიშვნა 6:
როდესაც ჩამონათვალში მითითება გაკეთებულია ამ შენიშვნაზე, ქსოვილის მასალები (სარჩულისა და სასარჩულე მასალის გარდა), რომლებიც არ აკმაყოფილებს ჩამონათვალის მე-3 სვეტში განსაზღვრულ წესს შესაბამისი დამზადებული საქონლისათვის, შეიძლება გამოყენებული იქნეს იმ პირობით, რომ ისინი კლასიფიცირებულია იმ სასაქონლო პოზიციით რომელიც არ არის ის სასაქონლო პოზიცია, რომლითაც კლასიფიცირებულია თვითონ საქონელი და რომ მათი ღირებულება არ აჭარბებს თავად საქონლის ფრანკო ფასის 8 პროცენტს.
6.2. 6.3 შენიშვნის დაცვით, მასალები, რომლებიც კლასიფიცირებული არ არის 50_63 საქონლის ჯგუფებით, შეიძლება თავისუფლად იქნეს გამოყენებული ქსოვილების ნაწარმის წარმოებაში, მიუხედავად იმისა, შეიცავენ თუ არა ქსოვილს.
მაგალითი:
თუ ჩამონათვალით განსაზღვრული წესი ადგენს, რომ ქსოვილების კონკრეტული ნაწარმისთვის (როგორიცაა შარვლები) გამოყენებული უნდა იქნეს ნართი, ეს არ კრძალავს მეტალის საგნების გამოყენებას, როგორიცაა ღილები, იმიტომ, რომ ღილები არ არის კლასიფიცირებული 50-63 საქონლის ჯგუფებით. ამავე მიზეზით, ეს არ კრძალავს ელვა-შესაკრავების გამოყენებას, თუმცა ელვა-შესაკრავები ჩვეულებრივ შეიცავს ქსოვილს.
6.3. როდესაც გამოიყენება პროცენტებთან დაკავშირებული წესები, იმ მასალების ღირებულება, რომლებიც კლასიფიცირებული არ არის 50-63 საქონლის ჯგუფებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ინკორპორირებული წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების ღირებულების გამოანგარიშებისას.
შენიშვნა 7:
7.1 ეხ 2707, 2713-დან 2715-მდე, ეხ 2901, ეხ 2902, და ეხ 3403 სასაქონლო პოზიციების მიზნებისათვის “სპეციფიკური პროცესები” მოიცავს შემდეგს:
ა) ვაკუუმური დისტილაცია;
ბ) რედისტილაცია ძალიან სრული დანაწევრების პროცესით;
გ) კრეკინგი;
დ) რეფორმირება;
ე) ექსტრაქცია სელექციური გამხსნელებით;
ვ) პროცესი, რომელიც შეიცავს ყველა შემდეგ ოპერაციას: გადამუშავება კონცენტრირებული გოგირდის მჟავით, ოლეუმის ან გოგირდის ანჰიდრიტით; ნეიტრალიზაცია ტუტე რეაგენტებით; გაუფერულება და გაწმენდა ბუნებრივად აქტიური მიწით, გააქტიურებული მიწით, გააქტიურებული ნახშირით ან ბოქსიტით;
ზ) პოლიმერიზაცია;
თ) ალკალიზაცია;
ი) იზომერიზაცია.
7.2. 2710, 2711 და 2712 სასაქონლო პოზიციების მიზნებისათვის, “სპეციფიკური პროცესები” მოიცავს შემდეგს:
ა) ვაკუუმური დისტილაცია;
ბ) რედისტილაცია ძალიან სრული დანაწევრების პროცესით;
გ) კრეკინგი;
დ) რეფორმირება;
ე) ექსტრაქცია სელექციური გამხსნელებით;
ვ) პროცესი, რომელიც შეიცავს ყველა შემდეგ ოპერაციას: გადამუშავება კონცენტრირებული გოგირდის მჟავით, ოლეუმის ან გოგირდის ანჰიდრიტით; ნეიტრალიზაცია ტუტე რეაგენტებით; გაუფერულება და გაწმენდა ბუნებრივად აქტიური მიწით, გააქტიურებული მიწით, გააქტიურებული ნახშირით ან ბოქსიტით;
ზ) პოლიმერიზაცია;
თ) ალკალიზაცია;
ი) იზომერიზაცია;
კ) მხოლოდ ex 2710 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრულ მძიმე ნავთობთან დაკავშირებით, ჰიდროგენით დესულფერიზაცია, რომელიც იწვევს გადამუშავებულ პროდუქტში გოგირდის შემცველობის სულ ცოტა 85 პროცენტით შემცირებას (ASTM D 1266-59 T მეთოდი);
ლ) მხოლოდ ex 2710 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრულ მძიმე ნავთობთან დაკავშირებით, დეპარაფინირება, ფილტრაციით დეპარაფინირების გარდა;
მ) მხოლოდ ex 2710 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრულ მძიმე ნავთობთან დაკავშირებით, წყალბადით დამუშავება 20 ბარზე მეტი წნევით და 250 გრადუსზე ცელსიუსით მეტ ტემპერატურაზე, კატალიზატორის გამოყენებით, გარდა ისეთი პროცესისა, რომელიც იწვევს დესულფერიზაციას, როდესაც წყალბადი შეადგენს ქიმიური რეაქციის აქტიურ ელემენტს. ex 2710 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრული საპოხი მასალების წყალბადით შემდგომი გადამუშავება (ანუ ჰიდროდამუშავება ან დეკოლორიზაცია), უფრო კონკრეტულად, დამუშავება ფერის ან მდგრადობის გაუმჯობესებისათვის, არ ჩაითვლება სპეციფიკურ პროცესად.
ნ) მხოლოდ ex 2710 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრულ საწვავ ნავთობთან დაკავშირებით, ატმოსფერული დისტილაცია, იმ პირობის არსებობისას, რომ გამოიხდება ამ პროდუქტების 30 პროცენტზე ნაკლები, მოცულობით, მათ შორის დანაკარგები, 300 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე, ASTM D 86 მეთოდით;
ო) მხოლოდ ex 2710 სასაქონლო პოზიციით განსაზღვრულ მძიმე ნავთობთან (გაზოილის და საწვავი ნავთობის გარდა) დაკავშირებით, მაღალი სიხშირის ელექტრული განმუხტვით დამუშავება.
7.3. ex 2707, 2713-დან 2715-მდე, ex 2901, ex 2902 და ex 3403 სასაქონლო პოზიციების მიზნებისათვის, მარტივი ოპერაციები, როგორიცაა გაწმენდა, დეკანტირება, მარილისგან გასუფთავება, გაუწყლოება, გაფილტვრა, შეღებვა, დაწებება, პროდუქტის გოგირდის შემცველ სხვადასხვა ნივთიერებებთან შერევით გოგირდის შემცველობის მიღება, ამ ოპერაციების ნებისმიერი კომბინაცია ან მსგავსი ოპერაციები, არ ანიჭებს წარმოშობის სტატუსს.
დანართი II
წარმოებული პროდუქციისთვის წარმოშობის სტატუსის
მისანიჭებლად წარმოშობის არმქონე მასალებზე განსახორციელებელი საჭირო
სამუშაოებისა და გადამამუშავებელი პროცესების ჩამონათვალი
აღნიშნულ ჩამონათვალში მითითებულ პროდუქციას შესაძლოა არ ითვალისწინებდეს შეთანხმება. შესაბამისად საჭიროა კონსულტაციების გამართვა შეთანხმების მეორე მხარესთან.
შენიშვნები
(1) გამონაკლისი, რომელიც ეხება ძეა ინდურატა მაიზე-ს, გამოიყენება 31.12.2002-მდე
(2) სპეციალური პირობებისათვის, რომელიც ეხება “სპეციფიკურ პროცესებს”, იხილეთ შესავლის შენიშვნა ¹7.1 და ¹7.3
(3) სპეციალური პირობებისათვის, რომელიც ეხება “სპეციფიკურ პროცესებს”, იხილეთ შესავლის შენიშვნა ¹7.2
(4) 32-ე ჯგუფის ¹3 შენიშვნის მიხედვით ეს ნივთიერებები გამოიყენება ნებისმიერი მასალის შესაღებად ან გამოიყენება საღებარი ნივთიერებების წარმოებისას როგორც ერთ-ერთი ინგრედიენტი, თუ ისინი არ კლასიფიცირდება 32-ე ჯგუფის სხვა სასაქონლო პოზიციაში
(5) “ჯგუფი” განიხილება როგორც ნებისმიერი სასაქონლო პოზიციის ნაწილი, რომელიც სხვა ყველა დანარჩენისგან გამოყოფილია წერტილმძიმით
(6) იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი შედგება, ერთის მხრივ, ¹3901-დან 3906-მდე სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებული მასალებისგან, და მეორეს მხრივ - ¹3907-დან ¹3911-მდე სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებული მასალებისგან, აღნიშნული შექღუდვა გამოიყენება იმ მასალების ჯგუფის მიმართ, რომელიც მასით უფრო მეტი რაოდენობით არის პროდუქტში
(7) შემდეგი ფოლგები ითვლება როგორც ძალზედ გამჭვირვალე: ფოლგები, რომელთა ოპტიკური დაცვის დონე გარდნერის AშთM-D 1003-16 საზომის მიხედვით ნაკლებია 2%-ზე
(8) სპეციალური პირობებისათვის, რომელიც ეხება ტექსტილის მასალების ნარევებისგან დამზადებულ პროდუქტებს, იხილეთ შესავლის შენიშვნა 5
(9) ამ მასალის გამოყენება აკრძალულია ისეთი ნაქსოვი ფაბრიკატების წარმოებაში, რომელიც გამოიყენება ქაღალდის წარმოების დანადგარებში
(10) იხილეთ შესავლის შენიშვნა ¹6
(11) არაელასტიკური და არაწელვადი ტრიკოტაჟის ნაწარმისათვის, რომელიც მიღებულია ტრიკოტაჟული ფაბრიკატების ქსოვითა და შეერთებით, იხილეთ შესავლის შენიშვნა ¹6
(12) შEMII – კორპორაცია ნახევრადგამტარი მოწყობილობებისა და მალასების ინსტიტუტი
(13) ეს წესი გამოიყენება 31.12.2005-მდე
დანართი III
ნიმუშები
გადაადგილების სერტიფიკატი ევრო 1 და გადაადგილების სერტიფიკატის
განაცხადი ევრო 1
ინსტრუქციები ბეჭდვისათვის
1. თითოეული ფორმის ზომა უნდა იყოს 210 X 297 მილიმეტრი; დასაშვებია სიგრძეში 5 მილიმეტრით ნაკლებობა და 8 მილიმეტრით მეტობა. გამოყენებული ქაღალდი უნდა იყოს თეთრი, ისეთი, რომ შეიძლებოდეს მასზე წერა, არ უნდა შეიცავდეს ხის მასას და უნდა იწონიდეს არანაკლებ 25 გ/მ2-ს. მას უნდა ჰქონდეს მწვანე ნაბეჭდი დეკორატიული ფონი, რომელიც თვალისათვის ხილულს გახდის ნებისმიერ გაყალბებას ქიმიური და მექანიკური საშუალებებით.
2. საქართველოს და თურქეთის კომპეტენტურმა ორგანოებმა შეიძლება ისარგებლონ უფლებით, რომ დაბეჭდონ ფორმები თვითონ, ან დააბეჭდინონ ისინი უფლებამოსილ მბეჭდავებს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში თითოეული ფორმა უნდა შეიცავდეს მითითებას ასეთ უფლებაზე. თითოეულ ფორმაზე დატანილი უნდა იყოს დამბეჭდავის სახელი და მისამართი ან ნიშანი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება დამბეჭდავის იდენტიფიცირება. ფორმას ასევე უნდა ჰქონდეს სერიული ნომერი, დაბეჭდილი ან სხვაგვარად დატანილი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ფორმის იდენტიფიცირება.
გადაადგილების სერტიფიკატი
შენიშვნები
1. სერტიფიკატი არ უნდა შეიცავდეს ამონაფხეკს ან სიტყვებს, რომლებიც ერთმანეთის ზევითაა დაწერილი. ნებისმიერი გადაკეთება უნდა განხორციელდეს არასწორი დეტალების წაშლით და საჭირო შესწორებების დამატებით. ნებისმიერი ასეთ შესწორებაზე მითითებული უნდა იყოს იმ პირის სახელი, რომელმაც შეავსო სერტიფიკატი და რომელზედაც გაიცა უფლებამოსილება სერტიფიკატის გამცემი ქვეყნის ან ტერიტორიის საბაჟო ორგანოს მიერ.
2. სერტიფიკატში შეტანილ პუნქტებს შორის არ უნდა იყოს დარჩენილი ცარიელი ადგილი და თითოეულ პუნქტს უნდა ჰქონდეს ნომერი. პუნქტის ბოლოს გავლებული უნდა იყოს ჰორიზონტალური ხაზი. ნებისმიერი გამოუყენებელი ადგილი უნდა გადაიხაზოს ისე, რომ შემდგომში შეუძლებელი იყოს რაიმეს დამატება.
3. საქონელი უნდა აღიწეროს კომერციული პრაქტიკის შესაბამისად და მითითებული უნდა იყოს საკმარისი დეტალები ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი იდენტიფიცირება.
გადაადგილების სერტიფიკატის განაცხადი
(1) თუ საქონელი შეფუთული არ არის, შესაბამისად მიუთითეთ რაოდენობა ან მიუთითეთ “შეფუთვის გარეშე”.
ექსპორტიორის დეკლარაცია
მე, ქვემოთ ხელმომწერი საქონლის ექსპორტიორი, რომელიც აღწერილია ფურცლის მეორე მხარეს,ვაცხადებ, რომ საქონელი აკმაყოფილებს თანდართული სერტიფიკატის გაცემისათვის საჭირო მოთხოვნებს;
განვსაზღვრავ შემდეგნაირად იმ გარემოებებს, რომლის საფუძველზედაც შესაძლებელი გახდა ამ საქონლის მიერ ზევით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილება:
წარვადგენ შემდეგ თანმხლებ დოკუმენტაციას:
ვიღებ პასუხისმგებლობას წარვადგინო, შესაბამისი ორგანოების მოთხოვნისას, ნებისმიერი დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც შეიძლება მოითხოვონ ამ ორგანოებმა თანდართული სერტიფიკატის გაცემის მიზნით, და მოთხოვნის შემთხვევაში თანხმობა განვაცხადო ნებისმიერ ინსპექციაზე, ჩემი ხარჯით, ასევე ნებისმიერ შემოწმებაზე საქონლის წარმოების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდება აღნიშნული ორგანოების მიერ;
ვითხოვ ამ საქონლისთვის თანდართული სერტიფიკატის გაცემას.
……………………….. (ადგილი და თარიღი)
………………………… (ხელმოწერა)
დანართი IV
ინვოისის დეკლარაციის ტექსტი
ინვოისის დეკლარაცია, რომლის ტექსტიც მოცემულია ქვემოთ, უნდა გაკეთდეს შენიშვნების შესაბამისად. თუმცა, შენიშვნები არ იქნება შეცვლილი.
თურქული ვერსია
İşbu belge (gümrük onay No: … ) kapsamındaki maddelerin ihracatçısı aksi açıkça belirtilmedikçe, bu maddelerin … tercihli menşeli maddeler olduğunu beyan eder.
ქართული ვერსია
ამ დოკუმენტით განსაზღვრული საქონლის (საბაჟო ავტორიზაცია N . . .) იმპორტიორი აცხადებს, რომ გარდა იმ შემთხვევისა, სადაც აშკარად არის მითითებული, ეს საქონელი არის . . . პრეფერენციული წარმოშობის.
English Version
The exporter of the products covered by this document (customs authorization No ...) declares that, except where otherwise clearly indicated, these products are of ...preferential origin.
__________________________________________________________________
(ადგილი და თარიღი)
__________________________________________________________________
(ექსპორტიორის ხელმოწერა, დამატებით იმ პირის სახელი, რომელიც ხელს აწერს დეკლარაციას, გარკვევით უნდა იყოს მითითებული)