გადაწყვეტილება №20290/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20290/2/2023
27 .09. 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------------ი“ (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------ის“ 17.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20290/2/2023).
დავის საგანი:
დარიცხული თანხების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №021-22 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 ივნისის №15064 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 241 789 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 162 775
დღგ - 50 394
საშემოსავლო გადასახადი - 112 381
ჯარიმა - 70 148
საურავი - 8 866
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე შავი და ფერადი ლითონის ჯართის შეძენა/რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 მარტის №4371 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 6 ივნისიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელს ნაწილ პროდუქციაზე გამოწერილი აქვს ელ. სასაქონლო ზედნადებები, როგორც შეძენის, ასევე რეალიზაციის. მომჩივნის მხრიდან ვერ იქნაწარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. წარდგენილი დეკლარაციების ანალიზის საფუძველზე, შეუსაბამობაა ფიზიკური პირისგან შეძენილ პროდუქციასა და დეკლარირებას შორის. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში სისტემატიურად უფიქსირდება ტყვიის და ალუმინის ჯართის შიდა გადაზიდვა, რომლის დასრულების ადგილი არის ქ. ------ი, ------, სადაც განთავსებულია შემგროვებელი პუნქტი, ხოლო რეალიზაციით ინაშთება ალუმინის ჯართის მცირე რაოდენობა (ტყვიის ჯართის რეალიზაცია არ ფიქსირდება). საგადასახადო ორგანოს მიერ გაუნაშთავი ჯართის რაოდენობა მიჩნეულია რეალიზებულად შესაბამისი პერიოდების მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებით დაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობის ცხრილი, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულია კომპანიის მიერ გამოწერილი ელ. სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხა სრულად, ასევე საბანკო ჩარიცხვები, ხოლო გადახდილ თანხებში დოკუმენტურად დაუდასტურებელ შეძენილ საქონელზე ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯები გამოიქვითა №0256 სიტუაციურ სახელმძღვანელოს მიხედვით. კერძოდ, როდესაც სხვა პირებთანაც ვერ მოიპოვება ინფორმაცია სრულფასოვანი დოკუმენტით მინიმალური შესყიდვის ფასებთან დაკავშირებით - 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით. სხვაობა, განკარგვადი თანხა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე, საქონლის შეძენაზე გადახდილი თანხა შემოწმების მიერ დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიას განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 165-ე და 172-ე მუხლების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებულმა დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 2022 წლის 21 აგვისტოს გადააჭარბა 100 000 ლარს, საწარმოს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №8934 ბრძანება და №021-22 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 241 789 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 22 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 28 ივნისის №15064 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 73-ე, 165-ე, 158-ე, 159-ე, 172-ე, 101-ე, 154-ე, 1333 , 43-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოს მხრიდან არაპირდაპირი მეთოდით გადასახადის დარიცხვის წინაპირობებს. უდავო გარემოებაა, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული დებულების გამოყენებისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან კორექტირებული ადმინისტრაციული აქტი გამოიცეს ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და არა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
შემოწმების აქტში არ არის მოყვანილი რაიმე სამართლებრივი საფუძველი, თუ კანონის რა ნორმას დაეყრდნო შემმოწმებელი თავის ინტერპრეტაციაში, რამეთუ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს გააჩნდა სასაქონლო ნაშთები, რომლის ინვენტარიზაცია შემმოწმებლის მხრიდან არ მომხდარა და სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, შემოწმების პროცესში წარდგენილი აქვს ახსნა-განმარტება, რომ შესყიდული პროდუქციის (მაგ.: ავტომანქანის ძრავა, კაბელი, ავტომანქანის კოლოფი, აკუმულატორი და ა.შ.) გადამუშავება და სუფთა წონის რეალიზაცია ხდება. საჩივარს ურთავს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომელმაც მომჩივნის დაკვეთით ჩაატარა გამოსავლიანობის კოეფიციენტის დადგენის ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც საწყისი წონიდან ავტომობილის ძრავებისთვის გამოვლინდა ფერადი ლითონის გამოსავლიანობის კოეფიციენტი საშუალოდ 21.15%, გადაცემათა კოლოფებისთვის - 37.33%, ხოლო ელ. კაბელებისთვის - 31.1%.
აუდიტორების მხრიდან კი, მიუხედავად მომჩივნის წერილობითი ახსნა-განმარტებისა, ფერადი ლითონის ნაშთები ხელოვნურად დაანგარიშდა 100%-იანი გამოსავლიანობით. „ნამეტი“ წონა ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ ფიზიკურ პირებზე რეალიზებულად და როგორც არაიდენტიფიცირებული გაყიდვა დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, საწარმო დაჯარიმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის. ხელოვნურად გაზრდილი რეალიზაციიდან „მიღებული ამონაგები“ კი მიჩნეულ იქნა ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
კომპანია, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეწევა უმეტესად არარეგისტრირებული ფიზიკური პირებიდან ფერადი ლითონის შემცველი დეტალების შეძენას, შემდგომ გადარჩევაგადამუშავებას და იურიდიულ პირებზე რეალიზაციას. შემმოწმებლებს რომ გაეთვალისწინებინათ შესყიდული მოცულობიდან გამოსავლიანობის კოეფიციენტი და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სასაქონლო ნაშთი, დღგ-ით დაბეგვრის საფუძველი არ დადგებოდა.
შემოწმების აქტში არ იკითხება რაიმე მსჯელობა თუ იურიდიული საფუძველი აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული აქტი დარიცხვის ამ ნაწილში ერთმნიშვნელოვნად ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს.
მომჩივანი ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის დამატებით შესწავლა და აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს ნაწილ პროდუქციაზე გამოწერილი აქვს ელ. სასაქონლო ზედნადებები, როგორც შეძენის, ასევე რეალიზაციის. მომჩივნის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. წარდგენილი დეკლარაციების ანალიზის საფუძველზე, შეუსაბამობაა ფიზიკური პირისგან შეძენილ პროდუქციასა და დეკლარირებას შორის. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში სისტემატურად უფიქსირდება ტყვიის და ალუმინის ჯართის შიდა გადაზიდვა, რომლის დასრულების ადგილი არის ქ. ----სი, -----#, სადაც განთავსებულია შემგროვებელი პუნქტი, ხოლო რეალიზაციით ინაშთება ალუმინის ჯართის მცირე რაოდენობა (ტყვიის ჯართის რეალიზაცია არ ფიქსირდება). საგადასახადო ორგანოს მიერ გაუნაშთავი ჯართის რაოდენობა მიჩნეულია რეალიზებულად შესაბამისი პერიოდების მიხედვით. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოსავალში გათვალისწინებულია კომპანიის მიერ გამოწერილი ელ. სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხა სრულად, ასევე საბანკო ჩარიცხვები, ხოლო გადახდილ თანხებში დოკუმენტურად დაუდასტურებელ შეძენილ საქონელზე ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯები გამოიქვითა №0256 სიტუაციურ სახელმძღვანელოს მიხედვით. სხვაობა, განკარგვადი თანხა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე, საქონლის შეძენაზე გადახდილი თანხა საგადასახადო ორგანოს მიერ დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებულმა დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარს და შეუძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. შესაბამისად, მომჩივანს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი სანქცია.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ აუდიტორების მხრიდან, მიუხედავად მომჩივნის წერილობითი ახსნა-განმარტებისა, ფერადი ლითონის ნაშთები დაანგარიშდა 100%-იანი გამოსავლიანობით. საჩივარს თან ურთავს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომელმაც მომჩივნის დაკვეთით ჩაატარა გამოსავლიანობის კოეფიციენტის დადგენის ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც საწყისი წონიდან ავტომობილის ძრავებისთვის გამოვლინდა ფერადი ლითონის გამოსავლიანობის კოეფიციენტი საშუალოდ 21.15%, გადაცემათა კოლოფებისთვის - 37.33%, ხოლო ელ. კაბელებისთვის - 31.1%.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არანაირ კავშირში არ არის დარიცხვასთან, ვინაიდან დაბეგვრა განხორციელებულია მხოლოდ შიდა გადაზიდვების მიხედვით და გამოსავლიანობა არ არის გამოყენებული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დარიცხული თანხების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებით დაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობის ცხრილი, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულია კომპანიის მიერ გამოწერილი ელ. სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხა სრულად, ასევე საბანკო ჩარიცხვები, ხოლო გადახდილ თანხებში დოკუმენტურად დაუდასტურებელ შეძენილ საქონელზე ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯები გამოიქვითა №0256 სიტუაციურ სახელმძღვანელოს მიხედვით. სხვაობა, განკარგვადი თანხა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე, საქონლის შეძენაზე გადახდილი თანხა შემოწმების მიერ დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიას განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 165-ე და 172-ე მუხლების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებულმა დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარს, საწარმოს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №8934 ბრძანება და №021-22 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №15064 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4. 5 „ა“,9 „ბ“); 101(1); 1333(1,2); 136(3); 154(1 „ა“.„პ“); 158(1); 159(1 „ა“ , „ბ“); 165(1,2); 172(4 „ძ“); 282; 302
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლი;