საკუთარი წარმოების შენობის საწარმოს საწესდებო კაპიტალში შენატანის დღგ-ით დაბეგვრა N 1193

1193 საკუთარი წარმოების შენობის საწარმოს საწესდებო კაპიტალში შენატანის დღგ-ით დაბეგვრა 24.11.2015
№ დოკუმენტი 1193
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საკუთარი წარმოების შენობის საწარმოს საწესდებო კაპიტალში შენატანის დღგ-ით დაბეგვრა N 1193

ფაქტობრივი გარემოებები

· ფიზიკურმა პირმა ააშენა შენობა. პირის მიერ არ მომხდარა შენობის ძირითად საშუალებად გამოყენება

· პირმა, 50 % (50%-ზე მეტი) წილის სანაცვლოდ, მოახდინა მის საკუთრებაში არსებული შენობის საწარმოს კაპიტალში შეტანა. პირმა შენობის საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანის ოპერაცია არ განიხილა შენობის, როგორც საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება და არ დაბეგრა დღგ-ით

შეფასება

· სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განიხილება საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება სსკ-ის 148-ე მუხლით განსაზღვრული ქონების ღირებულებით. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში მიღების მომენტი

· სსკ-ის მე-8 მუხლის 31-ე ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალება არის მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია

· შენობის ძირითად საშუალებად კლასიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ პირი იყენებდეს მას სსკ-ის მე-8 მუხლის 31-ე ნაწილით განსაზღვრული მიზნებისათვის. კერძოდ,მას უნდა იყენებდეს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის. იმის გათვალისწინებით რომ, პირის საკუთრებაში არსებული შენობა არ განიხილება ძირითად საშუალებად, შესაბამისად, პირის მიერ საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანის ოპერაცია არ განიხილება, როგორც საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება და არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარვევა არ იკვეთება

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 3 ნოემბრის მდგომარეობით მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით