N 1513-Vმს-XIმპ - 15/04/2026 - „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 15.04.2026
№ დოკუმენტი 1513-Vმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-4 მუხლის:

ა) 72 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„72. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემისთვის, თუ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით − არანაკლებ 20 აშშ დოლარისა და არაუმეტეს 500 აშშ დოლარისა.“;

ბ) 73 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 74 პუნქტი:

„74. ამ მუხლის 72 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა და დაჩქარებული მომსახურების გაწევისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის გადასახდევინებელი თანხის ოდენობისა და დაჩქარებული მომსახურების გაწევისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობის განსაზღვრამდე გადაიხდევინება ამ კანონის ამოქმედებამდე კანონით განსაზღვრული ოდენობის თანხა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,15 აპრილი 2026 წ.

N1513-Vმს-XIმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე