დაქირავებულ პირებზე ნატურის სახით განაცემების დაბეგვრა N 1807

1807 დაქირავებულ პირებზე ნატურის სახით განაცემების დაბეგვრა - (ძალადაკარგული) 27.08.2010
№ დოკუმენტი 1807
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დაქირავებულ პირებზე ნატურის სახით განაცემების დაბეგვრა N 1807

ფაქტობრივი გარემოებები

•2007 წელს დღგ-ის გადამხდელმა საწარმომ ხელფასი გასცა როგორც ფულადი სახით, ასევე - ნატურით

•საწარმომ საშემოსავლო და სოციალური გადასახადი დააკავა მხოლოდ ფულადი სახით განაცემი ხელფასიდან, ხოლო ნატურის ფორმით გადახდილი საქონლის ღირებულება არ ასახა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებსა და ერთობლივ შემოსავალში

შეფასება

•სსკ-ის 174-ე და 218-ე მუხლების თანახმად, საშემოსავლო და სოციალური გადასახადით უნდა დაბეგრილიყო როგორც ფულადი სახით განაცემი სახელფასო თანხები, ასევე ნატურის ფორმით გაცემული საქონლის საბაზრო ღირებულება

•დაქირავებულისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით და აისახება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და ერთობლივ შემოსავალში

ღონისძიებები

•დაზუსტდება როგორც ერთობლივი შემოსავალი, ისე გამოსაქვითი ხარჯები, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო და სოციალური გადასახადებით დასაბეგრი ბაზა

•პირი დაჯარიმდება შესაბამის დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში (სსკ-ის 132-ე მუხლი)

•არასწორად დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გამო, პირს დაეკისრება დაუკავებელი გადასახადის 10%, სსკ-ის 134-ე მუხლის საფუძველზე