N 421 - 10/10/2012 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 10.10.2012
№ დოკუმენტი 421
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №421

2012 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

1. 68-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1679575776349 {width:495.75pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„68

„თბილისის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის),„ბათუმის“გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (ქ.ბათუმში, ი.გოგებაშვილის ქ.№11-შიმდებარე გაფორმების ადგილზე),„ფოთის“გაფორმების ეკონომიკურზონაში,საბაჟო გამშვებ პუნქტ„ბათუმის პორტსა და აეროპორტში“(საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის გარდა) ან გაფორმების დეპარტამენტის ან ალიზის და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში გამარტივებული

საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება

 

ერთ საბაჟო დეკლარაციაზე – 20 ლარი“.

 

2. 83-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1679575913456 {width:495.75pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„83

კონტეინერით/ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი,საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია საბაჟო გამშვებ პუნქტ„ ბათუმის პორტსა და აეროპორტში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ„ ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ან გაფორმების დეპარტამენტის მიერ

 

50 ლარი“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი