N 18 - 29/01/2024 - „ტექნიკური რეგლამენტი − ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 მარტის №117 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 29.01.2024
№ დოკუმენტი 18
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №18

2024 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტი − ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 მარტის №117 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი − ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 მარტის №117 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/03/2022, 300160070.10.003.023327) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ზ) საქართველოში ბრენდის წარმოებისათვის გამოყენებული ღვინის დისტილატის არანაკლებ 55%-ისა დამზადებული უნდა იყოს საქართველოში მოყვანილი ყურძნისაგან;“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე