N 2616-XIმს-Xმპ - 22/02/2023 - „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო − სპეციალურად მოწყობილი ადგილი (გარდა კომერციული ბანკისა, მიკრობანკისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა), სადაც მოლარის მეშვეობით ხდება თანხის მოთამაშისთვის გახსნილ დეპოზიტზე შეტანა ან/და ამ დეპოზიტიდან გაცემა;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,22 თებერვალი 2023 წ.
N2616-XIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე