ბრძანება N 14320

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.06.2024
№ დოკუმენტი 14320
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14320

19 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------” (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 7 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 ივნისის სხდომაზე (ოქმი: №60) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 მაისის №22112/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------” (ს/ნ ----------) 2022 წლის 7 დეკემბრის №77105/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ოქტომბრის №005-154 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი მიუთითებს, რომ 2019 წლის დეკემბრის თვეში არარეზიდენტი ინჟინერისაგან მიღებული მომსახურება დაბეგრილია უკუდაბეგვრის დღგ-ით. ვინაიდან, ის მომსახურება, რომელიც გაიწევა დამკვეთზე, გათავისუფლებულია დღგ-სგან, შესაბამისად, ამ მუხლის მიხედვით ის მომსახურებაც გათავისუფლებულია, რაც მიღებულია აღნიშნული არარეზიდენტებისგან. მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ დარიცხული და გადახდილი უკუდაბეგვრის დღგ უნდა შემცირდეს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 აპრილის №10486 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 17 ოქტომბრის №26261 ბრძანება და ამავე თარიღის №005–154 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 74 449 ლარი, მათ შორის გადასახადი 46 581 ლარი, ჯარიმა 22 947 ლარი და საურავი 4 921 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 14 ივნისის №13461 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 4 დეკემბრის №20186/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13461 ბრძანება და საჩივარი პირველი და მე-2 დავის საგნის (უკუდაბეგვრის დღგ-ის შემცირების მოთხოვნის) ნაწილში ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 დეკემბრის №20186/2/2023 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33929 ბრძანებით საჩივარი პირველი სადავო საკითხის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ- გვერდზე განთავსებული „სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ“ კითხვარი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. შპს „----------” (ს/ნ ----------) საჩივარი მე-2 სადავო საკითხის ნაწილში დარჩეს განუხილველი;“

ზემოაღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 27 მაისის №22112/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33929 ბრძანება, საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძვლით განუხილველად დატოვების ნაწილში და შემოსავლების სამსახურს დაევალა მე-2 დავის საგნის მე-2 (უკუდაბეგვრის დღგის შემცირების მოთხოვნის) ნაწილში, საბჭოს 26.10.2023 წლის №20186/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 მაისის №22112/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭოს 26.10.2023 წლის №20186/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი უკუდაბეგვრის დღგ-ის შემცირების მოთხოვნის ნაწილში ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, ვინაიდან საბჭომ მიიჩნია, რომ საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლი იყო არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები.“

„ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო, 29.12.2023 წლის №33929 ბრძანებით, საჩივრის ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძვლით განუხილველად დატოვება არამართებულია, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და შემოსავლების სამსახურს დაევალოს საბჭოს 26.10.2023 წლის №20186/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება.“

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად ითვლება არარეზიდენტი (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა), რომელიც ეწევა მომსახურებას საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების გარეშე, მხოლოდ ამ მომსახურებაზე და ექვემდებარება უკუდაბეგვრას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით უკუდაბეგვრას ექვემდებარება არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო აგენტად ითვლება:

ა) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის − ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსი) და არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულება.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მომსახურებისათვის გასაცემ თანხაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება ადგილი, სადაც მდებარეობს უძრავი ქონება, თუ მომსახურება უკავშირდება უძრავ ქონებას, მათ შორის:

ა.ბ) სამშენებლო საქმიანობის მომზადებისა და კოორდინაციასთან დაკავშირებული მომსახურება;

ა.გ) არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის მომსახურება;

ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება ადგილი, მომსახურების ფაქტობრივად გაწევის ადგილი, თუ მომსახურება გაიწევა კულტურის, ხელოვნების, განათლების, ტურიზმის, დასვენების, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია, პირის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ან/და საკულტო-რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით უკუდაბეგვრას არ ექვემდებარება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომელიც ამ კარით გათავისუფლებულია დღგ-ისგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, მათ მიერ 2019 წლის დეკემბრის თვეში არარეზიდენტი ინჟინერისგან მიღებული მომსახურება დაბეგრილია უკუდაბეგვრის დღგ-ით. ვინაიდან, ის მომსახურება, რომელიც გაიწევა დამკვეთზე, გათავისუფლებულია დღგ-სგან, შესაბამისად, ამ მუხლის მიხედვით ის მომსახურებაც გათავისუფლებულია, რაც მიღებულია აღნიშნული არარეზიდენტებისგან. მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ დარიცხული და გადახდილი უკუდაბეგვრის დღგ უნდა შემცირდეს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------” (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივარში მითითებული არგუმენტები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი ქ. №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი მიუთითებს, რომ 2019 წლის დეკემბრის თვეში არარეზიდენტი ინჟინერისაგან მიღებული მომსახურება დაბეგრილია უკუდაბეგვრის დღგ-ით. ვინაიდან, ის მომსახურება, რომელიც გაიწევა დამკვეთზე, გათავისუფლებულია დღგ-სგან, შესაბამისად, ამ მუხლის მიხედვით ის მომსახურებაც გათავისუფლებულია, რაც მიღებულია აღნიშნული არარეზიდენტებისგან. მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ დარიცხული და გადახდილი უკუდაბეგვრის დღგ უნდა შემცირდეს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, მათ მიერ 2019 წლის დეკემბრის თვეში არარეზიდენტი ინჟინერისგან მიღებული მომსახურება დაბეგრილია უკუდაბეგვრის დღგ-ით. ვინაიდან, ის მომსახურება, რომელიც გაიწევა დამკვეთზე, გათავისუფლებულია დღგ-სგან, შესაბამისად, ამ მუხლის მიხედვით ის მომსახურებაც გათავისუფლებულია, რაც მიღებულია აღნიშნული არარეზიდენტებისგან. მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ დარიცხული და გადახდილი უკუდაბეგვრის დღგ უნდა შემცირდეს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

(2021 წლამდე მოქმედი): 168; 176.