N 4050-XIVმს-Xმპ - 21/02/2024 - საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 21.02.2024
№ დოკუმენტი 4050-XIVმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 1102-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1102. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვა

სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვა ხორციელდება შესაბამისი კანონის მიხედვით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,21 თებერვალი 2024 წ.

N4050-XIVმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე