N 2127-IXმს-Xმპ - 29/11/2022 - „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 29.11.2022
№ დოკუმენტი 2127-IXმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.05.2017, სარეგისტრაციო კოდი: 340150000.05.001.018458) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი და მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 31 ივლისიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,29 ნოემბერი 2022 წ.

N2127-IXმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე