N 712 - 15/08/2012 - „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

პრეზიდენტის ბრძანებულება 15.08.2012
№ დოკუმენტი 712
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პრეზიდენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №712

2012 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

„სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 26/06/2012, 280120000.08.002.016532) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:

 

ა) მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სტუდენტი – ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც აკმაყოფილებს სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ) მიერ გაცემული სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა;“;

 

ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებული არიან უზრუნველყონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის ხელმისაწვდომობა.“;

 

გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 6. სახელმწიფო სერვისების განვითარები ს სააგენტოს ფუნქციები

სახელმწიფო სერვისების განვითარები ს სააგენტო ვალდებულია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობასა და მის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის განთავსება;

ბ) დაამზადოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობები და უზრუნველყოს მათი სტუდენტებისათვის მიწოდება;

გ) ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმულ პირს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის საფუძველზე ფასდაკლების გავრცელებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე.“.

 

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მ.სააკაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე