დღგ ამხანაგობის წილის მიწოდებისას N 1181
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ ამხანაგობის წილის მიწოდებისას N 1181
ფაქტობრივი გარემოებები
· ფიზიკური პირის მიერ 2010 წელს რეალიზებულია ამხანაგობაში მისი კუთვნილი წილი, რომელზეც მიმაგრებულია/განპიროვნებულია მშენებარე 7 ბინა
· აღნიშნული ოპერაცია პირის მიერ განხილულია ფინანსური ინსტრუმენტის (წილის) რეალიზაციად და არ არის დაბეგრილი დღგ-ით
შეფასება
· ამხანაგობაში მფლობელის წილი, თუ მასზე არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, აგრეთვე ქონებაზე უფლების წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში უფლება არის ფინანსური ინსტრუმენტი (სსკ- ის, მე-15 მუხლის მე-4 ნაწილი), ძვ. სსკ-ის მე-19 მუხლის მე-4 ნაწილი), ამასთან,მიმაგრებულად/განპიროვნებულა დ ითვლება ისეთი ქონება, რომელზეც ცნობილია მისი მომავალი მესაკუთრე (თუნდაც ჯერ კიდევ არ იყოს დაწყებული ამ ქონების შექმნა, ან ჯერ კიდევ არ იყოს მომავალი საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში, მათ შორის, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული)
· იმის გათვალისწინებით, რომ ამხანაგობაში პირის კუთვნილი წილი გამოიხატება კონკრეტული ქონებით, ასეთი მიწოდება წარმოადგენს არა წილის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის, არამედ ქონების რეალიზაციას და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას
ღონისძიებები
· ფიზიკური პირის ვალდებულებები დღგ-ში განისაზღვრება მიღებული/მისაღები კომპენსაციის თანხის შესაბამისად
ამხანაგობის შექმნის თარიღს მნიშვნელობა არ აქვს
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით