N 356 - 30/12/2025 - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 12 ივნისის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №356
2025 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 12 ივნისის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 12 ივნისის №147 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/06/2025, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017930) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) პირველი მუხლის 11 პუნქტითა და მე-8 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები საქონლის საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვაზე 2027 წლის 1 იანვრამდე გავრცელდეს მხოლოდ საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით ავტოსატრანსპორტო საშუალებით/მისაბმელით საქონლის გადატანაზე.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე