მეიჯარის მიერ დღგ-ის თანხის ჩათვლა (კომუნალურ გადასახადებზე ხორციელდება დღგ-ის როგორც ჩათვლა, ასევე დაბეგვრა. ამასთანავე მიწოდებაზე გამოიწერება ა/ფაქტურები, რაც არ ითვლება სამართალდარღვევად) N 1158
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მეიჯარის მიერ დღგ-ის თანხის ჩათვლა N 1158
ფაქტობრივი გარემოებები
· საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით მოიჯარეები საიჯარო ქირის ზევით მეიჯარეს უნაზღაურებენ იჯარის საგანთან დაკავშირებულ კომუნალურ ხარჯებს
· კომუნალური მომსახურების საწარმოების მიერ გაწეულ მომსახურებაზე საფ-ები გამოწერილია მეიჯარის (აბონენტის) სახელზე
· თავის მხრივ მეიჯარე მოქმედი ტარიფების მიხედვით მიწოდებად აღიარებს მოიჯარეების მიერ მოხმარებული ელ. ენერგიის, გაზის, წყლის და დასუფთავების მომსახურებას, რაზეც გამოწერს საფ-ს, ამასთან ახორციელებს დღგ-ის ჩათვლას კომუნალური საწარმოების მიერ გამოწერილი საფ-ის საფუძველზე
შეფასება
· სსკ-ის 73-ე მუხლის (ძვ. 58-ე მუხლის პირველი ნაწილის) მიხედვით, შემოსავლები გადასახადებით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როცა მისი კანონიერება სადავოა
· მიუხედავად იმისა, რომ ”ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მეიჯარე არ წარმოადგენს ამ კანონით განსაზღვრულ ლიცენზიანტს, მის მიერ მოიჯარისათვის აღნიშნული საქონლის და მომსახურების მიწოდება საგადასახადო სამართალდარღვევად არ ჩაითვლება
ღონისძიებები
· საფ-ის გამოწერის გამო პირს (მეიჯარეს) პასუხისმგებლობა არ დაეკისრება
იმ შემთხვევაში, თუ საწარმო არ იქნებოდა დღგ-ის გადამხდელი, მოცემული ოპერაცია გათვალისწინებული იქნებოდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით