N 397 - 10/12/2024 - „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №397
2024 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბიუჯეტის განმკარგველი – 4301 – „ა(ა)იპ – ქუთაისის საზოგადოების ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1733980516729 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„661
4301
ა(ა)იპ – ქალაქ ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი“;
ბ) ბიუჯეტის განმკარგველის – 7326 – „სსიპ – სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლა“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველები:
#assignedTableId-1733980527960 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„2847
7327
სსიპ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევის საჯარო სკოლა;
2848
7328
სსიპ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამანევის საჯარო სკოლა“.“
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე