ფიზიკური პირისათვის 1000 ლარამდე საბაზრო ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადასცემისას საგადასახადო აგენტის ვალდებულება N 2419

2419 ფიზიკური პირისათვის 1000 ლარამდე საბაზრო ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადასცემისას საგადასახადო აგენტის ვალდებულება 05.10.2012
№ დოკუმენტი 2419
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ფიზიკური პირისათვის 1000 ლარამდე საბაზრო ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადასცემისას საგადასახადო აგენტის ვალდებულება N 2419

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმომ 2012 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ფიზიკურ პირს უსასყიდლოდ გადასცა 700 ლარის ღირებულების ტელევიზორი და 500 ლარი

•ფიზიკურ პირს არ გააჩნია გადასახადის გადამხდელის მოწმობა

•საწარმომ იხელმძღვანელა სსკ–ის 154-ე მუხლით (I ნაწ. „მ“ ქვეპუნქტი) და ფიზიკური პირისათვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ღირებულება არ დაბეგრა გადახდის წყაროსთან

შეფასება

•სსკ–ის 154-ე მუხლის (I ნაწ. „მ“ ქვეპუნქტი) შესაბამისად, საგადასახადო აგენტს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის მოწმობის არ მქონე ფიზიკური პირისათვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ღირებულება აღემატება 1000 ლარს

•მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს მიერ ფიზიკური პირისათვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ღირებულება ჯამურად აღემატება 1000 ლარს, საწარმოს საგადასახადო აგენტის ვალდებულება არ წარმოეშვება

•ფიზიკური პირი ვალდებულია 2013 წლის 1 აპრილამდე წარადგინოს საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადოს კუთვნილი გადასახადი

ღონისძიებები

•საწარმოს ქმედება მართლზომიერია

ფაქტობრივ გარემოებებში იგულისხმება, რომ ოპერაციის გადაკვალიფიცირების პირობა არ არსებობს

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 3 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით