მოგების რეინვესტირება (მომავალ წლებში შესაძენად რეინვესტირებაც განთავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან) N 0502
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მოგების რეინვესტირება N 0502
ფაქტობრივი გარემოებები
· სამედიცინო დაწესებულებამ საანგარიშო წელს არ დაბეგრა სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ნაწილი იმ მოტივით, რომ მომავალ წლებში უნდა განეხორციელებინა მისი რეინვესტირება.
· დაწესებულებამ მომდევნო წელს აღნიშნული თანხით შეიძინა მიწა, რომელიც დაკავშირებული არ არის მის ძირითად საქმიანობასთან (ტექნიკური ბაზის განვითარებასთან) და სამედიცინო საქმიანობისათვის სპეცდანიშნულების ავტომანქანა.
შეფასება
· სპეცდანიშნულების ავტომანქანის შეძენის ხარჯი წარმოადგენს რეინვესტირებას სსკ-ის 99-ე (ძვ. 172-ე) მუხლით.
· მიწაზე გაწეული ხარჯი არ წარმოადგენს რეინვესტირებას (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა) სსკ-ის 99-ე (ძვ. 172-ე) მუხლით.
· მიწის შეძენაზე გაწეული ხარჯით არასწორადაა შემცირებული დასაბეგრი მოგება.
ღონისძიებები
· მიწის შეძენაზე გაწეული ხარჯით უნდა დაზუსტდეს იმ წლის დასაბეგრი მოგება, როდესაც განხორციელდა შეღავათის გამოყენება.
· დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად.