N 333 - 03/10/2024 - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 03.10.2024
№ დოკუმენტი 333
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №333

2024 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ12“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ13“ ქვეპუნქტი:

„ჰ13) საქართველოს საწარმოს მიერ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსაგან საკუთრების უფლებით მიღებული აქტივის/საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შემთხვევაში – „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის საფუძველზე აქტივის/საქონლის იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების თაობაზე“ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება).“.

 

2. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19):

ა) მე-5 ნაწილის („გადასახდელის გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი“) „658“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „659“ კოდის გრაფა:

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1728047651635 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„659

საქართველოსსაწარმოს მიერ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსაგან საკუთრების უფლებით მიღებული აქტივის/საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის146-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითგათვალისწინებული შეღავათის გამოყენება (იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლება)“.

 

ბ) მე-10 ნაწილის („საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი“) „600“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „601“ კოდის გრაფა:

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1728047666220 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„601

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის146-ე ნაწილის საფუძველზე აქტივის/საქონლის იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების თაობაზე“ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება)“.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე