N 499 - 24/10/2022 - „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 24.10.2022
№ დოკუმენტი 499
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №499

2022 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2016, 240110000.10.003.019634) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის“ (დანართი №1):

1. მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. ამ დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული ნუსხით გათვალისწინებული ან/და ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სურსათის/ცხოველის საკვები, ფიზიკური შემოწმების (ლაბორატორიული ანალიზის) შედეგების მიღებამდე, შესაძლებელია მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტში), ამ შემთხვევაში, ფიზიკური შემოწმების (ლაბორატორიული ანალიზის) შედეგების მიღებამდე იკრძალება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტში) მოქცეული ტვირთის ბაზარზე განთავსება.“.

2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად გაშვებული სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევის გამოვლენისას ან/და ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას, შემოსავლების სამსახური ინფორმაციას შესაბამისი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ აწვდის სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, განხორციელებული/განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ აცნობებს შემოსავლების სამსახურს.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე