N 294 - 07/05/2020 - „ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №294
2020 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
„ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის №335 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 18/07/2019; 470200000.10.003.021353) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის ნებართვების გაცემის წესი და პირობები) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პირობებში (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის (რომელიც დაკავშირებულია/ ასოციირებულია არსებული ეპიდემიოლოგიური მიზნების საჭიროებებთან) ნებართვის მისაღებად, მაძიებელი შესაძლებელია, ნაწილობრივ გათავისუფლდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნებისაგან, სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე