ბრძანება N 12981
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12981
09.06.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.:----------)
2022 წლის 7 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 24 მაისის სხდომაზე (ოქმი N56) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 მარტის №18890/2/2023 გადაწყვეტილებით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) №182794/21 საჩივარი.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში აცხადებს, რომ ავტომაგისტრალზე მომუშავე ჩინურმა კომპანიამ გაფორმებული ხელშეკრულების მიუხედავად უარი განაცხადა შპს „----------“ სასარგებლო წიაღისეულის მიღებაზე და შპს „----------“ ვერ შეძლო არა თუ მითითებული ლიცენზიით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყება, არამედ რეგისტრაციიდან დღემდე არავითარი სამეწარმეო საქმიანობა არ უწარმოებია და არც არავითარი შემოსავალი არ მიუღია. ამბობს, რომ სავარაუდო დარიცხვა უსაფუძვლო და არაკანონიერია და ითხოვს მის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ წიაღის ეროვნული სააგენტოს ბრძანებით შპს „----------“ (ს/ნ ----------) გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია N---------- მთლიანად საკუთრებაში გადაეცა შპს „----------“ (ს/ნ ----------) და გაიცა ახალი სალიცენზიო მოწმობა N----------. მოქმედების ვადა 29.03.2018-21.06.2018 წ. ქვიშა-ხრეშის მოპოვების უფლებით ჯამური მოცულობით 302700 მ3 . ვინაიდან შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება, 2021 წლის 26 აპრილს განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა 60540 ლარის ოდენობით ლიცენზიით განსაზღვრულ სრულ მოცულობაზე 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 661 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით.
სავარაუდო დარიცხვასთან დაკავშირებით შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2021 წლის 29 აპრილს გაგზავნილია ელექტრონული შეტყობინება, რომელსაც პირი გაეცნო 2022 წლის 20 ივნისს.
2022 წლის 23 აგვისტოს შემოსულია შპს „----------“ (ს/ნ ----------) №----------/21-11 განცხადება, სადაც გადამხდელი ითხოვს სავარაუდო დარიცხვის გაუქმებას იმ მოტივით, რომ ლიცენზიით არ უსარგებლია. აღნიშნულთან დაკავშირებით ეცნობა, რომ ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სავარაუდო დარიცხვა შესაძლებელია შეიცვალოს შესწორებითი დარიცხვით გადასახადის გადამხდელის მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების წარდგენის გზით საგადასახადო ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით, რაც შეადგენს 3 წელს. ვინაიდან 2022 წლისათვის 2018 წელი განეკუთვნება საგადასახადო ხანდაზმულობით მოცულ პერიოდს, გაანგარიშების წარმოდგენა ვერ განხორციელდება. ასევე, სავარაუდო დარიცხვის შეცვლა შესწორებითი დარიცხვით ვერ განხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ. განცხადებით ასევე, წარმოდგენილია მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 17 აგვისტოს №---------- წერილი, რომლის მიხედვით, შპს „----------“ არ გააჩნდა ვალდებულება, ლიცენზიის გამცემ ორგანოში წარედგინა ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით ეცნობა, რომ ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო. ამავე მუხლის მეორე ნაწილით საგადასახადო ორგანოები ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ამ მიზნით მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გაანგარიშება. მომსახურების დეპარტამენტის 25.08.2022 წლის N21-11/---------- წერილი გადამხდელს ჩაბარდა 08.09.2022 წელს.
2022 წლის 7 ოქტომბრის №182794/21 საჩივრით გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებდა მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 25 აგვისტოს N21-11/---------- წერილს, რომლის დაკმაყოფილებაზეც შემოსავლების სამსახურმა უთხრა უარი 2022 წლის 10 ნოემბრის N28177 ბრძანებით.
გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის N28177 ბრძანება გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურში 2023 წლის 14 თებერვალს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ მიუთითა, რომ საბჭოს სხდომაზე მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ ყოფილა დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმა. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სრულყოფილად გამოკვლეული საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
2023 წლის 31 მარტის N18890/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის N28177 ბრძანება და საჩივარი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 24 მაისის მდგომარეობით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე გადამხდელს ერიცხება დავალიანება: ძირითადი 60540 ლარი, საურავი 33175.92 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 661 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ: ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა გადასახადის თანხის უსაფუძვლო შემცირება. ამ შემთხვევაში სავარაუდო დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შემცირებული გადასახადის თანხის ოდენობით; ბ) გადასახადის გადამხდელმა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ შეასრულა დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ:
ა) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა გადასახადის თანხის უსაფუძვლო შემცირება;
ბ) პირს წარმოეშვა საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (ავტომატური დეკლარირება).
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტომატური დეკლარირების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ პირმა წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება, რომლის საფუძველზეც გადასახდელად დასარიცხი გადასახადის/მოსაკრებლის თანხა საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული სავარაუდო დარიცხვის თანხის ტოლია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, სავარაუდო დარიცხვა შეიძლება შეიცვალოს შესწორებითი დარიცხვით:
ა) საგადასახადო შემოწმების შედეგების საფუძველზე მიღებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გზით. ამ შემთხვევაში, პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება.
შესაბამის პერიოდში მოქმედი ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 106-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას წარუდგენს საგადასახადო ორგანოს და იხდის კუთვნილ მოსაკრებელს: სასარგებლო წიაღისეულით (გარდა მინერალური წყლებით, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით და ნახშირორჟანგით) სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ (იმ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიაზე, რომლითაც პირდაპირ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური, წლიური მაქსიმალური ან დღიური ოდენობა) – 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს მოსაკრებელი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით და ამავე ვადაში საგადასახადო ორგანოში წარადგინოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის გაანგარიშება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ამავე კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ მიუთითა, რომ საბჭოს სხდომაზე მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ ყოფილა დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმა. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სრულყოფილად გამოკვლეული საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები;
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების მიხედვით, მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს, განახორციელოს პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი მიუთითებს რომ სავარაუდო დარიცხვა უსაფუძვლო და არაკანონიერია და ითხოვს მის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი საჩივარში აცხადებს, რომ ავტომაგისტრალზე მომუშავე ჩინურმა კომპანიამ გაფორმებული ხელშეკრულების მიუხედავად უარი განაცხადა მომჩივანისთვის სასარგებლო წიაღისეულის მიღებაზე და მომჩივანმა ვერ შეძლო არა თუ მითითებული ლიცენზიით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყება, არამედ რეგისტრაციიდან დღემდე არავითარი სამეწარმეო საქმიანობა არ უწარმოებია და არც არავითარი შემოსავალი არ მიუღია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ მიუთითა, რომ საბჭოს სხდომაზე მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ ყოფილა დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმა. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სრულყოფილად გამოკვლეული საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 661(1„ბ“); 106