კონვენცია საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ
📄 სრული ტექსტი
ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება PDF დოკუმენტს.
კონვენცია
საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული
ურთიერთდახმარების შესახებ
ქ. სტრასბურგი, 1988 წლის 25 იანვარი
პრეამბულა
ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას,ითვალისწინებენ რა, რომ პირთა, კაპიტალისა და მომსახურების საერთაშორისო მიმოსვლის გავითარება, რომელიც თუმცა თავისთავად ძალიან სასარგებლოა, იწვევს დაბეგვრის თავიდან აცილებისა და მისგან თავის არიდების შესაძლებლობების ზრდას და მაშასადამე, მოითხოვს საგადასახადო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაზრდას;
მიესალმებიან რა, ბოლო წლებში განხორციელებულ სხვადასხვა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ საერთაშორისო დონეზე დაბეგვრის თავიდან აცილებისა და მისგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ;
ითვალისწინებენ რა, რომ აუცილებელია სახელმწიფოებს შორის კოორდინირებული ძალისხმევა, რათა მოხდეს ნებისმიერი სახის გადასახადთან დაკავშირებულ საკითხებში ადმინისტრაციული დახმარების ყველა ფორმის ხელშეწყობა და ამავე დროს უზრუნველყოფილ იქნას გადასახადის გადამხდელთა უფლებების ადეკვატური დაცვა;
აღიარებენ რა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებების ჯეროვნად განსაზღვრის სფეროში ხელშეწყობისა და გადასახადის გადამხდელის მიერ თავისი უფლებების უზრუნველყოფის სფეროში დახმარების მხრივ;
ითვალისწინებენ რა, რომ ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც უფლებამოსილს ხდიან ნებისმიერ პირს, რათა მისი უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულ იქნას სათანადო სამართლებრივი პროცედურის შესაბამისად, უნდა იქნას აღიარებული საგადასახადო საკითხებთან მიმართებით ყველა სახელმწიფოში და, რომ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ მცდელობა, დაიცვან გადასახადის გადამხდელის კანონიერი ინტერესები, მათ შორის უზრუნველყონ მისი სათანადო დაცვა დისკრიმინაციისა და ორმაგი დაბეგვრისაგან;
დარწმუნებულნი მაშასადამე იმაში, რომ სახელმწიფოებმა არ უნდა გაატარონ ზომები ან არ გადასცენ ინფორმაცია გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ შიდასახელმწიფოებრივ სამართალს და პრაქტიკას, ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, და მხედველობაში იღებენ რა, პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების მიმოქცევის დაცვის შესახებ საერთაშორისო ინსტრუმენტებს;
გამოხატავენ რა სურვილს, დადონ კონვენცია საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
თავი 1.კონვენციის გამოყენების სფერო
მუხლი 1. კონვენციის საგანი და კონვენციით გათვალისწინებული პირები
1.მხარეებმა, IV თავის დებულებების შესაბამისად, უნდა გაუწიონ ერთმანეთს საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული დახმარება. ასეთი დახმარება, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოიცავდეს სასამართლო ორგანოების მიერ გატარებულ ზომებს.
2.ასეთი ადმინისტრაციული დახმარება მოიცავს:
a) ინფორმაციის გაცვლას, მათ შორის, საგადასახადო შემოწმების ერთდროულად განხორციელებას და საზღვარგარეთ განხორციელებულ საგადასახადო შემოწმებაში მონაწილეობას;
b) გადასახადის ამოღებასთან დაკავშირებით დახმარებას, მათ შორის დამცავ ზომებს, და
c) დოკუმენტების მიწოდებას.
3.მხარემ უნდა აღმოუჩინოს ადმინისტრაციული დახმარება მიუხედავად იმისა, ცხოვრობს თუ არა შესაბამისი პირი მხარის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ან არის თუ არა იგი მხარის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მოქალაქე.
მუხლი 2. კონვენციით გათვალისწინებული გადასახადები
წინამდებარე კონვენციის მოქმედება ვრცელდება:
a) შემდეგ გადასახადებზე:
i) საშემოსავლო ან მოგების გადასახადი,ii) კაპიტალიდან მიღებული მოგების გადასახადი, რომელიც დაწესებულია საშემოსავლო ან მოგების გადასახადისაგან დამოუკიდებლად.
iii) გადასახადი ნაღდ ქონებაზე,დაწესებულნი მხარის სახელით; და
b) შემდეგ გადასახადებზე:
i) საშემოსავლო, მოგების, კაპიტალიდან მიღებული მოგების ან ნაღდი ქონების გადასახადები, რომლებიც დაწესებულია მხარის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ან ადგილობრივი ორგანოების სახელით;
ii) სოციალური დაზღვევის ფონდში აუცილებელი შენატანები, რომლებიც გადაიხდება სახელმწიფო ხელისუფლებისათვის ან საჯარო სამართლით შექმნილი სოციალური დაზღვევის ორგანიზაციებისათვის;
iii) სხვა კატეგორიის გადასახადები, გარდა საბაჟო გადასახადისა, რომლებიც დაწესებულია მხარის სახელით, კერძოდ:
A) საკუთრების, მემკვიდრეობის ან ჩუქების გადასახადები;
B) უძრავი ქონებიდ გადასახადები;
C) საერთო მოხმარების გადასახადები, ისეთები, როგორებიცაა დამატებითი ღირებულების ან გაყიდვებიდან მიღებული გადასახადი;
D) საქონლისა და მომსახურების სპეციალური გადასახადები, ისეთები, როგორებიცაა სააქციზო მოსაკრებლები;
E) ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენების ან ფლობის გადასახადი;
F) მოძრავი ქონების, ავტოსატრანსპორტო საშუალების გარდა, გამოყენების ან ფლობის გადასახადი;
G) ნებისმიერი სხვა გადასახადი.
iv) iii ქვეპუნქტში მითითებული ზემოაღნიშნული კატეგორიების გადასახადები, რომლებიც დაწესებულია მხარის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ან ადგილობრივი ორგანოების სახელით.
2.იმ არსებული გადასახადების სია, რომლებზედაც ვრცელდება წინამდებარე კონვენციის მოქმედება, მოცემულია A დანართში იმ კატეგორიების მიხედვით, რომლებიც მითითებულია პირველ პუნქტში.
3.მხარეები ატყობინებენ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ან OECD-ს გენერალურ მდივანს (შემოდგომში წოდებულნი როგორც ,,დეპოზიტარები") A დანართში შესატანი იმ ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც გამოწვეული იქნება მე-2 პუნქტში ნახსენებ სიაში შეტანილი ცვლილების შედეგად. ეს ცვლილებები ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან სამი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.
4.წინამდებარე კონვენციის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება იმ იდენტურ ან არსებითად მსგავს გადასახადებზე, მათი შემოღების მომენტიდან, რომლებიც დაწესება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მხარის მიმართ წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ A დანართში მოცემულ არსებულ გადასახადებზე დამატებით ან მათ სანაცვლოდ და ასეთ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე აცნობებს ერთ-ერთ დეპოზიტარს ასეთი გადასახადის შემოღების შესახებ.
თავი II ზოგადი განსაზღვრებები
მუხლი 3. განსაზღვრებები
1.წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:
a) ტერმინები ,,განმცხადებელი სახელმწიფო" და ,,მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო" ნიშნავს შესაბამისად ნებისმიერ მხარეს, რომელიც ითხოვს საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციულ დახმარებას და ნებისმიერ მხარეს, რომელსაც წარედგინება დახმარების მოთხოვნა;
b. ტერმინი ,,გადასახადი" ნიშნავს ნებისმიერ გადასახადს ან სოციალური დაზღვევის ფონდში შენატანს, რომელზედაც ვრცელდება წინამდებარე კონვენციის მოქმედება მე-2 მუხლის შესაბამისად;
c. ტერმინი ,,საგადასახადო დავალიანება" ნიშნავს გადასახადის ნებისმიერ ოდენობას, აგრეთვე მასზე დარიცხულ პროცენტს, მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ჯარიმებსა და დანახარჯებს, რომლებიც შეიძლება ამოღებულ იქნას და რომლებიც მფლობელობაშია და ჯერ არ გადახდილა;
d. ტერმინი ,,კომპეტენტური ორგანო" აღნიშნავს იმ პირებსა და ორგანოებს, რომელთა სია მოცემულია B დანართში;
e. ტერმინი ,,მოქალაქეები" მხარესთან მიმართებით აღნიშნავს:
i. ყველა ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ამ მხარის მოქალაქეობა;
ii. ყველა იურიდიულ პირს, პარტნიორულ საზოგადოებას, გაერთიანებას და სხვა წარმონაქმნებს, რომლებსაც გააჩნია ასეთი სტატუსი ამ მხარის მოქმედი კანონებით.
თითოეული მხარისათვის, რომელმაც გააკეთა განცხადება ამ მიზნით, ზემოთ გამოყენებული ტერმინები გაგებული იქნება C დანართში მოცემული განსაზღვრებების შესაბამისად.
2.რაც შეეხება წინამდებარე კონვენციის გამოყენებას მხარის მიერ, ნებისმიერ გამოთქმას, რომელიც მასში არ არის განმარტებული, უნდა ჰქონდეს ისეთივე მნიშნვნელობა, როგორც ეს განსაზღვრულია ამ მხარის სამართლით წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ გადასახადებთან მიმართებაში, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს.
3.მხარეები აცნობებენ ერთ-ერთ დეპოზიტორს B დანართსა და C დანართში შესატანი ნებისმიერი ცვლილების შესახებ. ეს ცვლილებები ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან სამი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.
თავი III. დახმარების ფორმები
ნაწილი I. ინფორმაციის გაცვლა
მუხლი 4. ზოგადი დებულებანი
1.მხარეებმა უნდა გაცვალონ ნებისმიერი, კერძოდ, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე ნაწილით, ინფორმაცია, რომელიც მოსალოდნელია საჭირო იყოს:
a) გადასახადის შეფასებისათვის და შეგროვებისათვის, მისი ამოღებისათვის და საგადასახადო დავალიანების გადახდევინებისათვის, და
b) პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით ან სასამართლო დევნისათვის სასამართლო ორგანოს მეშვეობით.
ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა არ იყოს საჭირო ამ მიზნებისათვის, არ უნდა გაიცვალოს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად.
2.მხარეს შეუძლია გამოიყენოს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია მტკიცებულად სისხლის სამართლის სასამართლოში მხოლოდ ინფორმაციის მიმწოდებელი მხარისაგან წინასწარი ნებართვის მიღების შემდეგ. მიუხედავად ამისა, ნებნისმიერ ორ ან მეტ მხარეს ურთიერთშეთანხმებით შეუძლია უარი თქვას წინასწარი ნებართვის პირობაზე.
3.ნებისმიერ მხარეს შეუძლია ერთ-ერთი დეპოზიტარისათვის გაგზავნილი განცხადებით მიუთითოს, რომ, თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მის ორგანოებს, მისი მოქალაქის ან მის ქვეყანაში მცხოვრები პირის შესახებ მე-5 და მე-7 მუხლების შესაბამისად ინფორმაციის გადაცემამდე, შეუძლიათ ამის შესახებ აცნობონ აღნიშნულ პირებს.
მუხლი 5. ინფორმაციის გაცვლა მოთხოვნის საფუძველზე
1.განმცხადებელი სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო მიაწვდის განმცხადებელ სახელმწიფოს ნებნისმიერ ინფორმაციას, რომელიც მითითებულია მე-4 მუხლში და რომელიც ეხება ცალკეულ პირს ან ტრანსაქციას.
2.თუ მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს საგადასახადო საქმეებში ხელმისაწვდომი ინფორმაცია არ არის საკმარისი განმცხადებელი სახელმწიფოს ინფორმაციის შესახებ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ეს სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მიაწოდოს განმცხადებელ სახელმწიფოს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.
მუხლი 6. ინფორმაციის ავტომატური გაცვლა
საქმეების კატეგორიათა გათვალისწინებით და ორმხრივი შეთანხმებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, ორი ან მეტი მხარე ავტომატურად გაცვლის მე-4 მუხლში მითითებულ ინფორმაციას.
მუხლი 7. ინფორმაციის სპონტანური გაცვლა
1.მხარე წინასწარი მოთხოვნის გარეშე უგზავნის სხვა მხარეს მისთვის ცნობილ ინფორმაციას იმ შემთხვევებში, როდესაც,a) პირველად ნახსენებ მხარეს აქვს ვარაუდის საფუძველი, რომ სხვა მხარეს მიადგა საგადასახადო ზიანი;
b) პირი, რომელსაც აქვს საგადასახადო ვალდებულება, გადასახადს იხდის შემცირებული განაკვეთით ან თავისუფლდება გადასახადის გადახდისაგან პირველად ნახსენებ მხარეში, რასაც მოჰყვება გადასახადის გაზრდა ან გადასახადის გადახდის ვალდებულება სხვა მხარეში;
c) საქმიანი გარიგებები იმ პირს, რომელსაც აქვს საგადასახადო ვალდებულებები ერთ მხარეში, და იმ პირს შორის, რომელსაც აქვს საგადასახადო ვალდებულებები სხვა მხარეში, ხორციელდება ერთი ან რამდენიმე ქვეყნის მეშვეობით იმგვარად, რომ შედეგად შეიძლება დაიზოგოს გადასახადი ერთ ან სხვა მხარეში ანდა ორივე მხარეში;
d) მხარეს აქვს ვარაუდის საფუძველი, რომ საგადასახადო დანაზოგი შეიძლება გამოწვეულ იქნას სამეწარმეო ჯგუფებს შორის მოგების ხელოვნური გადარიცხვების შედეგად;
e) ინფორმაციამ, რომელიც ეგზავნება პირველად ნახსენებ მხარეს სხვა მხარის მიერ, შესაძლებელი გახადა ინფორმაციის მიღება, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაფასებლად მეორე მხარეში.
2.თითოეულმა მხარემ უნდა გაატაროს ზომები და მოახდინოს ისეთი პროცედურების იმპლემენტაცია, რომლებიც აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილ იქნას პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის სხვა მხარისათვის გადაცემის შესაძლებლობა.
მუხლი 8. ერთდროული საგადასახადო შემოწმებები
1.ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, ორმა ან მეტმა მხარემ უნდა გამართოს კონსულტაციები ერთდროული საგადასახადო შემოწმების ჩატარების შემთხვევებისა და პროცედურების განსაზღვრის მიზნით. თითოეული მონაწილე მხარე იღებს გადაწყვეტილებას მონაწილეობის მიღების ან მონაწილეობის არმიღების შესახებ კონკრეტულ საგადასახადო შემოწმებაში.
2.წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის, ერთდროული საგადასახადო შემოწმება ნიშნავს ორი ან მეტი მხარის შეთანხმებას ერთდროულად შეამოწმონ, თითოეულმა თავის ტერიტორიაზე, იმ პირის ან პირთა საგადასახადო საქმეები, რომლებთან მიმართაც მხარეებს გააჩნიათ საერთო ან დაკავშირებული ინტერესი, იმ მიზნით, რათა გაცვალონ ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია, რომელსაც მხარეები ასეთი სახით მოიპოვებენ.
მუხლი 9. საგადასახადო შემოწმებები საზღვარგარეთ
1.განმცხადებელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია ნეტა დართოს განმცხადებელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოთა წარმომადგენლებს დაესწრონ მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში საგადასახადო შემოწმების შესაბამისი ეტაპის ჩატარებას.
2.ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო მინიმალურ ვადებში ატყობინებს განმცხადებელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შემოწმების ჩატარების დროსა და ადგილს, იმ ორგანოს ან თანამდებობის პირის შესახებ, რომელიც დანიშნულია შემოწმების ჩასატარებლად, და საგადასახადო შემოწმების ჩატარების პროცედურებისა და პირობების შესახებ, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მოთხოვნათა შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ ყველა გადაწყვეტილებას იღებს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო.
3.მხარეს შეუძლია აცნობოს ერთ-ერთ დეპოზიტარს თავისი განზრახვის შესახებ არ მიიღოს, როგორც წესი, ისეთი მოთხოვნები, რომლებიც მითითებულია პირველ პუნქტში. ასეთი განცხადება შეიძლება გაკეთდეს ან გამოთხოვილ იქნას ნებისმიერ დროს.
მუხლი 10. წინააღმდეგობრივი ინფორმაცია
თუ მხარე იღებს სხვა მხარისაგან პირის საგადასახადო საქმეების შესახებ ისეთ ინფორმაციას, რომელიც მას მიაჩნია წინააღმდეგობრივად თავის ხელთ არსებულ ინფორმაციასთან შედარებით, იგი აცნობებს ამის შესახებ მხარეს, რომელმაც გადასცა ასეთი ინფორმაცია.
ნაწილი II. დახმარება გადასახადების ამოღებაში
მუხლი II. საგადასახადო დავალიანების ამოღება
1.განმცხადებელი სახელმწიფოს მოთხოვნით მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების შესაბამისად, უნდა გადადგას ისეთივე აუცილებელი ნაბიჯები იმისათვის, რათა ამოღებულ იქნას პირველად ნახსენები სახელმწიფოს საგადასახადო დავალიანებები, როგორსაც ის გადადგავდა საკუთარი საგადასახადო დავალიანებების ამოღების შემთხვევაში.
2.პირველი პუნქტის დებულების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ საგადასახადო დავალიანებებზე, რომლებიც არიან იმ ინსტრუმენტის საგანი, რომლითაც ნებადართულია მათი განხორციელება განმცხადებელ სახელმწიფოში და რომლებიც არ არიან სადავო, თუ დაინტერესებული მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
მიუხედავად ამისა, თუ დავალიანება ეხება პირს, რომელიც არ ცხოვრობს განმცხადებელ სახელმწიფოში, პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც დავალიანება უკვე აღარ შეიძლება სადავო გახდეს, თუ დაინტერესებული მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
3.საგადასახადო დავალიანების ამოღებაში დახმარების აღმოჩენის ვალდებულება გარდაცვლილი პირის ან მისი ქონების მიმართ შეზღუდულია ქონების ან საკუთრების ღირებულებით, რომელიც შეძენილია ქონების თითოეული ბენეფიციარის მიერ, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ უნდა მოხდეს დავალიანების ამოღება - ქონებიდან ან მისი ბენეფიციარებისაგან.
მუხლი 12. დამცავი ზომები
განმცხადებელი სახელმწიფოს მოთხოვნით მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ, გადასახადის ოდენობის ამოღების მიზნით, უნდა გაატაროს დამცავი ზომები იმ შემთხვევაშიც, თუ დავალიანება სადავოა ან ჯერ არ არის იმ დოკუმენტის საგანი, რომლითაც ნებადართულია გადასახადის გადახდევინება.
მუხლი 13. დოკუმენტები, რომლებიც თან ახლავს მოთხოვნას
1.ამ ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული დახმარების შესახებ მოთხოვნას უნდა ახლდეს:
a) განცხადება იმის შესახებ, რომ საგადასახადო დავალიანება ეხება გადასახადს, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციით, და გადასახადის ამოღების შემთხვევაში, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განცხადება იმის შესახებ, რომ მოთხოვნა არ არის სადავო ან არ შეიძლება გახდეს სადავო;
b) დოკუმენტის ოფიციალური ასლი, რომლითაც ნებადართულია განმცხადებელ სახელმწიფოში გადასახადის გადახდევინება; და
c) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა გადასახადის ამოღებისათვის ან დამცავი ზომების ჩატარებისათვის.
2.დოკუმენტი, რომლითაც ნებადართულია გადასახადის გადახდევინება განმცხადებელ სახელმწიფოში, საჭიროების შემთხვევაში და მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი დებულებების შესაბამისად, უნდა ექვემდებარებოდეს მიღებას, აღიარებას, მასში დამატებების შეტანას ან შეცვლას დოკუმენტით, რომლითაც ნებადართულია გადასახადის გადახდევინება მეორე სახელმწიფოში, დახმარების შესახებ მოთხოვნის მიღების შემდეგ მინიმალურ ვადებში.
მუხლი 14. ვადები
1.საკითხები, რომლებიც შეეხება ნებისმიერ ვადას, რომლის ამოწურვის შემდეგ საგადასახადო დავალიანება არ შეიძლება გადახდევინებულ იქნას, რეგულირდება განმცხადებელი სახელმწიფოს სამართლით. დახმარების შესახებ მოთხოვნა უნდა შეიცავდეს დეტალებს ასეთი ვადის შესახებ.
2.დახმარების შესახებ მოთხოვნის შესასრულებლად მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ გადასახადის ამოღების აქტს, რომელსაც ამ სახელმწიფოს კანონების თანახმად შეეძლო გავლენა ჰქონოდა 1-ლ პუნქტში ნახსენები ვადის შეჩერებაზე ან შეწყვეტაზე, უნდა ჰქონდეს იმავე გავლენა განმცხადებელი სახელმწიფოს კანონების შესაბამისად. მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა აცნობოს განმცხადებელ სახელმწიფოს ასეთი აქტების შესახებ.
3.მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო არცერთ შემთხვევაში არ არის ვალდებული, შეასრულოს დახმარების შესახებ მოთხოვნა, რომელიც მას გადაეცა იმ ორიგინალური დოკუმენტის მიღების თარიღიდან 15 წლის შემდეგ, რომლითაც ნებადართულია გადასახადის გადახდევინება.
მუხლი 15. უპირატესობა
საგადასახადო დავალიანებას, რომლის ამოღებასთან დაკავშირებითაც ხდება დახმარება, მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში არ უნდა ჰქონდეს არანაირი უპირატესობა, რომელიც სპეციალურად იქნება მინიჭებული მოცემული სახელმწიფოს საგადასახადო დავალიანებებზე, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ იყენებს გადასახადის ამოღების იმავე პროცედურას.
მუხლი 16. გადახდის გადავადება
მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია ნება დართოს გადახდის გადავადებაზე ან ნაწილ-ნაწილ გადახდაზე, თუ ეს ნებადართულია მსგავს სიტუაციებში მისი კანონებით ან ადმინისტრაციული პრაქტიკით, მაგრამ მანამდე მან ამის შესახებ უნდა აცნობოს განმცხადებელ სახელმწიფოს.
ნაწილი III. მიწოდება
მუხლი 17. დოკუმენტების მიწოდება
1.განმცხადებელი სახელმწიფოს მოთხოვნით მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა მიაწოდოს ადრესატს დოკუმენტები, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომლებიც მიმდინარეობს განმცხადებელი სახელმწიფოდან და ეხება წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ გადახდას.
2.მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა განახორციელოს დოკუმენტების მიწოდება:
a) იმ მეთოდით, რომელიც გათვალისწინებულია არსებითად მსგავსი დოკუმენტების მიწოდების შესახებ მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონებით;
b) შესაძლებლობის ფარგლებში იმ განსაკუთრებული მეთოდით, რომელსაც მოითხოვს განმცხადებელი სახელმწიფო, ან იმ მაქსიმალურად მიახლოებული მეთოდით, რაც ხელმისაწვდომია მისი საკუთარი კანონებით.
3.მხარეს შეუძლია განახორციელოს დოკუმენტების მიწოდება პირდაპირ ფოსტით პირისათვის, რომელიც იმყოფება სხვა მხარის ტერიტორიაზე.
4.არაფერი წინამდებარე კონვენციაში არ უნდა იქნას განმარტებული იმგვარად, რომ გამოიწვიოს მხარის მიერ დოკუმენტების ნებისმიერი მიწოდების გაუქმება მისი კანონების შესაბამისად.
5.როდესაც დოკუმენტის მიწოდება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, არ არის აუცილებელი მას ახლდეს თარგმანი. მიუხედავად ამისა, თუ არსებობს საფუძველი, რომ ადრესატი არ ფლობს ენას, რომელზედაც შედგენილია დოკუმენტი, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თარგმნა ან მისი მოკლე შინაარსის შედგენა თავის ოფიციალურ ენაზე ან თავის ან თავის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე. ალტერნატიულად, მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია სთხოვოს განმცხადებელ სახელმწიფოს უზრუნველყოს დოკუმენტის თარგმნა ან მისი მოკლე შინაარსის თანხლება მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს, ევროპის საბჭოს ან OECD-ს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე.
თავი IV. დებულებები, რომლებიც ეხება დახმარების ყველა ფორმას
მუხლი 18. ინფორმაცია, რომელიც წარდგენილი უნდა იქნას განმცხადებელი სახელმწიფოს მიერ
1.დახმარების შესახებ მოთხოვნაში, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიეთითოს:
a) ორგანო ან უწყება, რომელმაც მოახდინა კომპეტენტური ორგანოს მიერ შედგენილი მოთხოვნის ინიცირება;
b) სახელი, მისამართი და სხვა დეტალები, რომლებიც ხელს შეუწყობს იმ პირის იდენტიფიცირებას, რომლის მიმართაც გაკეთდა მოთხოვნა;
c) ინფორმაციის შესახებ მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის გადაცემის ის ფორმა, რომელიც სასურველია განმცხადებელი სახელმწიფოსათვის მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;
d) საგადასახადო დავალიანების ამოღების ან დამცავი ზომების გატარების შესახებ დახმარების მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო დავალიანების ხასიათი, საგადასახადო დავალიანების შემადგენელი კომპონენტები და აქტივები, რომლებიდანაც შეიძლება საგადასახადო დავალიანების ამოღება;
e) დოკუმენტების მიწოდების შესახებ მოთხოვნის შემთხვევაში, იმ დოკუმენტების ხასიათი და საგანი, რომლებიც უნდა მიეწოდოს;
f) მოთხოვნის შესაბამისობა განმცხადებელი სახელმწიფოს სამართალსა და ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან და მოთხოვნის მართებულობა მე-19 მუხლის მოთხოვნებთან დაკავშირებით.
2.როგორც კი განმცხადებელი სახელმწიფოსათვის ცნობილი გახდება ნებისმიერი სხვა ინფორმაციის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია დახმარების შესახებ მოთხოვნასთან, მან უნდა გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს.
მუხლი 19. მოთხოვნის უარყოფის შესაძლებლობა
მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო არ უნდა იყოს ვალდებული, შეასრულოს დახმარების შესახებ მოთხოვნა, თუ განმცხადებელმა სახელმწიფომ არ გამოიყენა ყველა ხელმისაწვდომი საშუალება საკუთარ ტერიტორიაზე, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ასეთი საშუალებების გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს არაპროპორციული სიძნელეები.
მუხლი 20. რეაგირება დახმარების შესახებ მოთხოვნაზე
1.დახმარების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ მინიმალურ ვადაში უნდა აცნობოს განმცხადებელ სახელმწიფოს გატარებული ქმედებისა და დახმარების აღმოჩენის შედეგების შესახებ.
2.მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ მინიმალურ ვადაში უნდა აცნობოს განმცხადებელ სახელმწიფოს ასეთი გადაწყვეტილების შესახებ და მის მიზეზებზე.
3.თუ ინფორმაციის გადაცემის შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით განმცხადებელმა სახელმწიფომ მიუთითა ინფორმაციის გადაცემის მისთვის სასურველი ფორმა და მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს აქვს ამის შესაძლებლობა, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა გადასცეს ინფორმაცია იმ ფორმით, როგორც ეს მოთხოვნილია.
მუხლი 21. პირთა დაცვა და დახმარების აღმოჩენის ვალდებულების ფარგლები
1.არაფერმა წინამდებარე კონვენციაში არ უნდა მოახდინოს გავლენა იმ უფლებებსა და გარანტიებზე, რომლებიც უზრუნველყოფილია პირებისათვის მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონებით ან ადმინისტრაციული პრაქტიკით.
2.მე-14 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, წინამდებარე კონვენციის დებულებები არ უნდა იქნას განმარტებული იმგვარად, რომ მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს დააკისროს ვალდებულება:
a) გაატაროს ისეთი ზომები, რომლებიც არ შეესაბამება მის კანონებს ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას ან განმცხადებელი სახელმწიფოს კანონებს ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) გაატაროს ისეთი ზომები, რომლებიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს (ordre public) ან მის არსებით ინტერესებს;
c) გადასცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება იქნას მოპოვებული მისი კანონების ან ადმინისტრაციულ პრაქტიკის შესაბამისად ან განმცხადებელი სახელმწიფოს კანონების ან ადმინისტრაციულ პრაქტიკის შესაბამისად;
d) გადასცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც გაამჟღავნებს სავაჭრო, ბიზნესთან დაკავშირებულ, ინდუსტრიულ, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოს, ან სავაჭრო პროცესს, ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს (ordre public) ან მის არსებით ინტერესებს;
e) უზრუნველყოს ადმინისტრაციული დახმარება იმ შემთხვევაში, თუ ის მიიჩნევს და იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია მიიჩნიოს, რომ განმცხადებელ სახელმწიფოში დაწესებული გადასახადები ეწინააღმდეგება საყოველთაოდ მიღებულ საგადასახადო პრინციპებს ან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენციის დებულებებს, ან იმ ნებისმიერი სხვა კონვენციის დებულებებს, რომელიც მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ დადო განმცხადებელ სახელმწიფოსთან;
f) უზრუნველყოს ადმინისტრაციული დახმარება იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე კონვენციის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მოქალაქის დისკრიმინაცია განმცხადებელი სახელმწიფოს მოქალაქეებთან მიმართებით ერთნაირი გარემოებების არსებობის შემთხვევაში;
მუხლი 22. საიდუმლოება
1.მხარის მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია უნდა იქნას განხილული როგორც საიდუმლო და უნდა იქნას დაცული იმავე წესით, როგორც ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონების შესაბამისად ან საიდუმლოების დაცვის იმ პირობებით, რომლებიც გამოიყენება ინფორმაციის გადამცემ მხარეში, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პირობები არის უფრო მკაცრი.
2.ასეთი ინფორმაცია ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ იმ პირებს და სამსახურებს (მათ შორის სასამართლოებს და ადმინისტრაციულ ან საზედამხედველო ორგანოებს) უნდა გაეცნოს, რომლებიც მონაწილეობენ ამ მხარის გადასახადების შეფასებაში, შეგროვებაში ან ამოღებაში, გადასახადებთან დაკავშირებით აღსრულებაში ან დევნის განხორციელებაში, ან საჩივრების განხილვაში. ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ზემოაღნიშნული პირების ან სამსახურების მიერ და მხოლოდ მოცემული მიზნებით. პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, მათ შეუძლიათ საჯარო გახადონ ინფორმაცია გადასახადებთან დაკავშირებით სასამართლოს ღია განხილვის დროს ან სასამართლო გადაწყვეტილებებში, ინფორმაციის გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოს წინასწარი ნებართვის საფუძველზე. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ორ ან მეტ მხარეს ურთიერთშეთანხმებით შეუძლია უარი თქვას წინასწარი ნებართვის პირობაზე.
3.თუ ერთ-ერთმა მხარემ 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,a" ქვეპუნქტის შესაბამისად გააკეთა დათქმა, ნებისმიერი სხვა მხარე, რომელიც იღებს ინფორმაციას ამ მხარისაგან, არ უნდა გამოიყენოს იგი იმ კატეგორიის გადასახადის მიზნისათვის, რომელზეც ვრცელდება ეს დათქმა. შესაბამისად, მხარე, რომელიც აკეთებს ასეთ დათქმას, არ უნდა გამოიყენოს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია იმ კატეგორიის გადასახადის მიზნისათვის, რომელზეც ვრცელდება ეს დათქმა.
4.1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებების მიუხედავად, ინფორმაცია, რომელიც მხარემ მიიღო, შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მიზნებისათვის, როდესაც ასეთი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას ასეთი სხვა მიზნებისათვის გადამცემი მხარის კანონების კანონების შესაბამისად და როდესაც, ამ მხარის კომპეტენტური ორგანო იძლევა ასეთი გამოყენების ნებართვას. ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიწოდებული ინფორმაცია შეიძლება მეორე მხარის მიერ გადაცემულ იქნას მესამე მხარისათვის, პირველად ნახსენები მხარის კომპეტენტური ორგანოს წინასწარი ნებართვის საფუძველზე.
მუხლი 23. საქმის წარმოება
1.მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად გატარებულ ზომებთან დაკავშირებით საქმეები წარმოებისათვის შეიძლება წარდგენილ იქნას მხოლოდ ამ სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოსათვის.
2.განმცხადებელი სახელმწიფოს მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად გატარებულ ზომებთან დაკავშირებით საქმეები, კერძოდ, რომლებიც, გადასახადის ამოღების სფეროში, ეხება საგადასახადო დავალიანების არსებობას ან ოდენობას ან ინსტრუმენტს, რომლითაც ხორციელდება გადასახადის გადახდევინება, წარმოებისათვის შეიძლება წარდგენილ იქნას მხოლოდ ამ სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოსათვის. იმ შემთხვევაში, თუ საქმეები წარდგენილია წარმოებისათვის, განმცხადებელმა სახელმწიფომ ამის შესახებ უნდა აცნობოს მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს, რომელმაც უნდა შეაჩეროს პროცედურა ამ ორგანოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. მიუხედავად ამისა, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ, განმცხადებელი სახელმწიფოს თხოვნით, უნდა გაატაროს დამცავი ზომები გადასახადის ამოღების უზრუნველსაყოფად. საქმის წარმოების შესახებ მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შეიძლება აგრეთვე ეცნობოს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ. ასეთი ინფორმაციის მიღებისას მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა გაიაროს კონსულტაცია განმცხადებელ სახელმწიფოსთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
3.როგორც კი გამოტანილი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება საქმის წარმოებაზე, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ ან განმცხადებელმა სახელმწიფომ, საქმიდან გამომდინარე, უნდა შეატყობინოს მეორე სახელმწიფოს მიღებული გადაწყვეტილებისა და იმ შედეგების შესახებ, რომლებსაც გავლენა ექნებათ დახმარების შესახებ მოთხოვნაზე.
თავი V. სპეციალური დებულებები
მუხლი 24. კონვენციის იმპლემენტაცია
1.წინამდებარე კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით მხარეები ერთმანეთს უნდა დაუკავშირდნენ თავიანთი შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით. ამ მიზნით კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ერთმანეთს უშუალოდ და შეუძლიათ მიანიჭონ უფლებამოსილება მათდამი დაქვემდებარებულ ორგანოებს, იმოქმედონ მათი სახელით. ორი ან მეტი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ორმხრივად შეთანხმდნენ ამ კონვენციის მათ შორის გამოყენების მოდელზე.
2.როდესაც მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს მიაჩნია, რომ წინამდებარე კონვენციის გამოყენებამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული და არასასურველი შედეგები, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოსა და განმცხადებელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაიარონ კონსულტაციები ერთმანეთთან და მიმართონ ძალისხმევას, რათა გადაწყვიტონ აღნიშნული სიტუაცია ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
3.საკოორდინაციო ორგანომ, რომელიც შედგება მხარეთა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებისაგან, OECD-ს ეგიდით უნდა განახორციელოს წინამდებარე კონვენციის იმპლემენტაციისა და მისი სრულყოფის მონიტორინგი. ამ მიზნით, საკოორდინაციო ორგანომ უნდა გაუწიოს რეკომენდაცია ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ამ კონვენციის ზოგადი მიზნების განვითარებას. კერძოდ, მან უნდა იმოქმედოს როგორც ფორუმმა, რომელიც შეისწავლის საგადასახადო საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების ახალ მეთოდებსა და პროცედურებს და, საჭიროების შემთხვევაში, შეეძლება რეკომენტაცია გაუწიოს კონვენციის გადახედვას ან მასში ცვლილებების შეტანას. სახელმწიფოები, რომლებმაც ხელი მოაწერეს, მაგრამ ჯერ არ მოუხდიათ ამ კონვენციის რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება, უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ საკოორდინაციო ორგანოს სხდომებში როგორც დამკვირვებლებმა.
4.მხარეს შეუძლია თხოვნით მიმართოს საკოორდინაციო ორგანოს ამ კონვენციის დებულებების ინტერპრეტაციის შესახებ მოსაზრებების მიწოდების შესახებ.
5.წინამდებარე კონვენციის იმპლემენტაციასთან ან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ორ ან მეტ მხარეს შორის სიძნელეების ან ეჭვების წარმოშობის შემთხვევაში, ამ მხარეთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა მიმართონ ძალისხმევას, რათა გადაწყვიტონ საკითხი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული შეთანხმების შესახებ უნდა ეცნობოს საკოორდინაციო ორგანოს.
6.OECD-ს გენერალურმა მდივანმა უნდა აცნობოს მხარეებსა და ხელმომწერ სახელმწიფოებს, რომლებსაც ჯერ არ მოუხდენიათ ამ კონვენციის რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება, ზემოაღნიშნული მე-4 პუნქტის დებულებების შესაბამისად საკოორდინაციო ორგანოს მიერ მიწოდებული მოსაზრებების შესახებ და მე-5 პუნქტის შესაბამისად მიღწეული ორმხრივი შეთანხმებების შესახებ.
მუხლი 25. ენა
დახმარების შესახებ მოთხოვნები და მათზე პასუხები შედგენილი უნდა იყოს OECD-ს და ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე ან ნებისმიერ სხვა ენაზე, რომელზედაც დაინტერესებული ხელშემკვრელი მხარეები ორმხრივად შეთანხმდებიან.
მუხლი 26. ხარჯები
თუ დაინტერესებული მხარეები ორმხრივად სხვაგვარად არ შეთანხმდებიან:
a) ჩვეულებრივ ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა დახმარების აღმოჩენის შედეგად, გაიღებს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო;
b) განსაკუთრებულ ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა დახმარების აღმოჩენის შედეგად, გაიღებს განმცხადებელი სახელმწიფო.
თავი VI. დასკვნითი დებულებები
მუხლი 27. სხვა საერთაშორისო შეთანხმებები ან ხელშეკრულებები
1.წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობები არ ზღუდავს და არ იზღუდებიან იმ შესაძლებლობებით, რომლებიც გათვალისწინებულია დაინტერესებულ მხარეებს შორის არსებული ან მომავალი საერთაშორისო შეთანხმებებით ან სხვა ხელშეკრულებებით ან სხვა ინსტრუმენტებით, რომლებიც ეხება საგადასახადო საკითხებში თანამშრომლობას.
2.წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული წესების მიუხედავად, მხარეებმა, რომლებიც არიან ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრები, თავიანთ ორმხრივ ურთიერთობებში უნდა გამოიყენონ თანამეგობრობის მოქმედი საერთო წესები.
მუხლი 28. კონვენციის ხელის მოწერა და მისი ძალაში შესვლა
1.წინამდებარე კონვენცია ღია უნდა იყოს ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის და OECD-ს წევრი ქვეყნებისათვის. იგი ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ სიგელები შესანახად გადაეცემა ერთ-ერთ დეპოზიტარს.
2.წინამდებარე კონვენცია უნდა შევიდეს ძალაში იმ თარიღიდან სამი თვის ამოწურვის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს, როდესაც ხუთმა სახელმწიფომ გამოხატა თანხმობა 1-ლი პუნქტის დებულებების შესაბამისად კონვენციის სავალდებულოდ აღიარებაზე.
3.ევროპის საბჭოს იმ ნებისმიერ წევრ სახელმწიფოსთან ან OECD-ს იმ ნებისმიერ წევრ ქვეყანასთან მიმართებით, რომელიც მოგვიანებით გამოხატავს თანხმობას კონვენციის სავალდებულოდ აღიარებაზე, წინამდებარე კონვენცია უნდა შევიდეს ძალაში რატიფიკაციის. მიღების ან დამტკიცების შესახებ სიგელის დეპონირების თარიღიდან სამი თვის ამოწურვის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.
მუხლი 29. კონვენციის ტერიტორიული გამოყენება
1.თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია ხელმოწერისას, ან რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ თავისი სიგელის დეპონირებისას მიუთითოს ის ტერიტორია ან ტერიტორიები, რომელზეც გავრცელდება წინამდებარე კონვენციის მოქმედება.
2.ნებისმიერ სახელმწიფოს ნებისმიერ სხვა დროს ერთ-ერთი დეპოზიტარისათვის გაგზავნილი განცხადებით შეუძლია გაავრცელოს წინამდებარე კონვენციის მოქმედება ამ განცხადებაში მითითებულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე. ასეთი ტერიტორიის მიმართ ეს კონვენცია უნდა შევიდეს ძალაში დეპოზიტარის მიერ ასეთი განცხადების მიღების თარიღიდან სამი თვის ამოწურვის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.
3.ნებისმიერი განცხადება, რომელიც გაკეთდა ერთ-ერთი ზემოაღნიშნული პუნქტის შესაბამისად ამ განცხადებაში მითითებული ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ, შეიძლება გამოთხოვილ იქნეს ერთ-ერთი დეპოზიტარისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით. განცხადება გამოთხოვილად ჩაითვლება დეპოზიტარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან სამი თვის ამოწურვის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.
მუხლი 30. დათქმები
1.ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია ხელმოწერისას, ან რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ თავისი სიგელის დეპონირებისას ან ნებისმიერ სხვა დროს განაცხადოს, რომ იგი იტოვებს უფლებას:
a) არ აღმოუჩინოს არანაირი სახის დახმარება, რომელიც დაკავშირებულია სხვა მხარეების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,b" ქვეპუნქტში მოცემულ ნებისმიერი კატეგორიის გადასახადთან, იმ პირობით, რომ მან არ შეიტანა თავისი ნებისმიერი სახის ეროვნული გადასახადი ამ კატეგორიაში წინამდებარე კონვენციის A დანართის შესაბამისად;
b) არ აღმოუჩინოს დახმარება ნებისმიერი საგადასახადო დავალიანების ამოღებაში ან ადმინისტრაციული ჯარიმის ამოღებაში ყველა სახის გადასახადთან დაკავშირებით ან მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მხოლოდ ერთი ან მეტი კატეგორიის გადასახადთან დაკავშირებით;
c) არ აღმოუჩინოს დახმარება იმ ნებისმიერი საგადასახადო დავალიანების ამოღებასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს ამ სახელმწიფოს მიმართ კონვენციის ძალაში შესვლის მომენტისათვის, ან, იმ შემთხვევაში, თუ ადრე გაკეთდა დათქმა ზემოაღნიშნული ,,a" და ,,b" ქვეპუნქტების შესაბამისად, ასეთი დათქმის მოხსნის მომენტისათვის ამ კატეგორიის გადასახადებთან დაკავშირებით;
d) არ აღმოუჩინოს დახმარება დოკუმენტების მიწოდებაში ყველა სახის გადასახადთან დაკავშირებით ან მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მხოლოდ ერთი ან მეტი კატეგორიის გადასახადთან დაკავშირებით;
e) არ მისცეს დოკუმენტების ფოსტით მიწოდების უფლება, როგორც ეს გათვალისწინებულია მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით.
2.სხვა არანაირი დათქმა არ შეიძლება გაკეთდეს.
3.მხარის მიმართ წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ ამ მხარეს შეუძლია გააკეთოს პირველ პუნქტში მითითებული ერთი ან მეტი დათქმა, რომელიც მან არ გააკეთა რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცებისას. ასეთი დათქმები ძალაში უნდა შევიდეს ერთ-ერთი დეპოზიტარის მიერ დათქმის მიღების თარიღიდან სამი თვის ამოწურვის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.
4.ნებისმიერ მხარეს, რომელმაც გააკეთა დათქმა ამ მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ მოხსნას იგი ერთ-ერთი დეპოზიტარისათვის გაგზავნილი შეტყობინების გზით. დათქმა ჩაითვლება მოხსნილად ამ დეპოზიტარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღეს.
5.მხარეს, რომელმაც გააკეთა დათქმა წინამდებარე კონვენციის დებულებასთან დაკავშირებით, არ შეუძლია მოითხოვოს, რომ ეს დებულება გამოიყენოს ნებისმიერმა სხვა მხარემ. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ გაკეთებული დათქმა არის ნაწილობრივი, მხარეს შეუძლია მოითხოვოს ამ დებულების გამოყენება იმ ფარგლებში, რა ფარგლებითაც თავად მან მიიღო იგი.
მუხლი 31. დენონსაცია
1.ნებისმიერ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია წინამდებარე კონვენციის დენონსაცია ერთ-ერთი დეპოზიტარისათვის გაგზავნილი შეტყობინების გზით.
2.ასეთი დენონსაცია ძალაში უნდა შევიდეს დეპოზიტარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან სამი თვის ამოწურვის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.
3.ნებისმიერმა მხარემ, რომელმაც მოახდინა წინამდებარე კონვენციის დენონსაცია, უნდა დაიცვას 22-ე მუხლის დებულებები მანამდე, სანამ იგი ფლობს ამ კონვენციის შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ დოკუმენტს ან ინფორმაციას.
მუხლი 32. დეპოზიტარები და მათი ფუნქციები
1.დეპოზიტარმა, რომელთანაც მოქმედება, შეტყობინება ან კომუნიკაცია იქნა შესრულებული, ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს და OECD-ის წევრ ქვეყნებს უნდა შეატყობინოს:
a) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;
b) რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ ნებისმიერი სიგელის დეპონირების თაობაზე;
c) 28-ე და 29-ე მუხლების დებულებათა შესაბამისად წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღის შესახებ;
d) ნებისმიერი განცხადების შესახებ, რომელიც გაკეთდა მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ან მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა შესაბამისად და ასეთი განცხადების გამოხმობის შესახებ;
e) ნებისმიერი დათქმის შესახებ, რომელიც გაკეთდა 30-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად და 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის დებულებათა შესაბამისად ნებისმიერი დათქმის მოხსნის შესახებ;
f) ნებისმიერი შეტყობინების შესახებ, რომელიც მიღებულის მე-2 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტების, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის ან 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად;
g) წინამდებარე კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მოქმედების, შეტყობინების ან კომუნიკაციის შესახებ,2.დეპოზიტარმა, რომელიც იღებს კომუნიკაციას ან აკეთებს შეტყობინებას 1-ლი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სხვა დეპოზიტარს.
რის დასტურადაც, სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემორე ხელმომწერებმა მოაწერეს ხელი წინამდებარე კონვენციას.
შესრულებულია ქ. სტრასბურგში, 1988 წლის 25 იანვარს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტი თანამბრად ავთენტურია, ორ პირად, რომელთაგანაც ერთი უნდა იქნას დეპონირებული ევროპის საბჭოს არქივში და მეორე OECD-ის არქივში. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და OECD-ის გენერალურმა მდივანმა უნდა გაუგზავნოს დამოწმებული ასლები ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს და OECD-ს თითოეულ წევრ ქვეყანას.
A დანართი - გადასახადები, რომელთა მიმართ ვრცელდება კონვენციის მოქმედება
(ამ კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი)
B) დანართი - კომპეტენტური ორგანოები
(ამ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,d" ქვეპუნქტი)
C) დანართი - განმარტება სიტყვისა ,,მოქალაქე" ამ კონვენციის მიზნებისათვის
(ამ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,e" ქვეპუნქტი)
საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული
ურთიერთდახმარების შესახებ კონვენციის
შემსწორებელი ოქმი
(ქ. პარიზი, 27.V.2010)
პრეამბულა
ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს წინამდებარე ოქმს,ითვალისწინებენ რა, რომ საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ კონვენცია, შესრულებული ქ. სტრასბურგში 1988 წლის 25 იანვარს (შემდგომში წოდებული როგორც ,,კონვენცია"), დადებულ იქნა საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლაზე საერთაშორისოდ შეთანხმებული სტანდარტის შესახებ შეთანხმების მიღწევამდე;
ითვალისწინებენ რა, რომ კონვენციის დადების შემდეგ წარმოიშვა თანამშრომლობის ახალი გარემო;
ითვალისწინებენ რა, რომ სასურველია მრავალმხრივმა დოკუმენტმა მისცეს შესაძლებლობა სახელმწიფოების ყველაზე ფართო წრეს, რათა მათ თანამშრომლობის ახალი გარემოდან მიიღონ სარგებელი და ამავე დროს, მოახდინონ საგადასახადო სფეროში არსებული თანამშრომლობის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაცია;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი I
1.კონვენციის პრეამბულის მე-7 აბზაცი ამოღებულ იქნას და ჩანაცვლდეს შემდეგით:
,,დარწმუნებულნი, მაშასადამე, იმაში, რომ სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ ზომები ან მიაწოდონ ინფორმაცია, ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის საჭიროების მიხედვით, და გაითვალისწინონ ის საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებიც ეხება პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობისა და მათი მიმოქცევის დაცვას;"
2.კონვენციის პრეამბულის მე-7 აბზაცის შემდეგ დაემატოს შემდეგი აბზაცი:
,,ითვალისწინებენ რა, რომ წარმოიშვა თანამშრომლობის ახალი გარემო და რომ სასურველია მრავალმხრივმა დოკუმენტმა მისცეს შესაძლებლობა სახელმწიფოების ყველაზე ფართო წრეს, რათა მათ თანამშრომლობის ახალი გარემოდან მიიღონ სარგებელი და ამავე დროს, მოახდინონ საგადასახადო სფეროში არსებული თანამშრომლობის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაცია;"
მუხლი II
კონვენციის მე-4 მუხლი ამოღებულ იქნას და ჩანაცვლდეს შემდეგით:
,,მუხლი 4 - ზოგადი დებულება
1.მხარეებმა უნდა გაცვალონ ნებისმიერი, კერძოდ, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე ნაწილით, ინფორმაცია, რომელიც მოსალოდნელია საჭირო იყოს თავიანთი იმ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირებისათვის ან აღსრულებისათვის, რომელიც ეხება წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ გადასახადებს.
2.ამოღებულია.
3.ნებნისმიერ მხარეს შეუძლია ერთ-ერთი დეპოზიტარისათვის გაგზავნილი განცხადებით მიუთითოს, რომ, თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მის სამსახურებს, მისი მოქალაქის ან მის ქვეყანაში მცხოვრები პირის შესახებ მე-5 და მე-7 მუხლების შესაბამისად ინფორმაციის გადაცემამდე, შეუძლიათ ამის შესახებ აცნობონ აღნიშნულ პირებს.
მუხლი III
1.კონვენციის მე-18 მუხლის 1.b პუნქტში სიტყვა ,,და" ჩანაცვლდეს სიტყვით ,,ან".
2.კონვენციის მე-18 მუხლის 1.f პუნქტში მითითება ,,მუხლი 19" ჩანაცვლეს მითითებით ,,მუხლი 21.2.g".
მუხლი IV
კონვენციის მე-19 მუხლი ამოღებულ იქნას.
მუხლი V
კონვენციის 21-ე მუხლი ამოღებულ იქნას და ჩანაცვლდეს შემდეგით:
,,მუხლი 21 - პირთა დაცვა და აღმოჩენის ვალდებულების ფარგლები
1.არაფერმა წინამდებარე კონვენციაში არ უნდა მოახდინოს გავლენა პირთა უფლებებსა და გარანტიებზე, რომლებიც უზრუნველყოფილია მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონებითა და ადმინისტრაციული პრაქტიკით.
2.გარდა მე-14 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, წინამდებარე კონვენციის დებულებები ისე არ უნდა იქნას განმარტებული, რომ მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს დააკისროს ვალდებულება:
a. გაატაროს ისეთი ზომები, რომლებიც არ შეესაბამება მის კანონებს ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას ან განმცხადებელი სახელმწიფოს კანონებს ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b. გაატაროს ისეთი ზომები, რომლებიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს (ordre public);
c. მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება იქნას მოპოვებული მისი კანონების ან ადმინისტრაციულ პრაქტიკის შესაბამისად ან განმცხადებელი სახელმწიფოს კანონების ან ადმინისტრაციულ პრაქტიკის შესაბამისად;
d.მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც გაამჟღავნებს სავაჭრო, ბიზნესთან დაკავშირებულ, ინდუსტრიულ, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოს, ან სავაჭრო პროცესს, ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს (ordre public);
e. უზრუნველყოს ადმინისტრაციული დახმარება იმ შემთხვევაში, თუ ის მიიჩნევს და იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია მიიჩნიოს, რომ განმცხადებელ სახელმწიფოში დაწესებული გადასახადები ეწინააღმდეგება საყოველთაოდ მიღებულ საგადასახადო პრინციპებს ან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენციის დებულებებს, ან იმ ნებისმიერი სხვა კონვენციის დებულებებს, რომელიც მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ დადო განმცხადებელ სახელმწიფოსთან;
f. უზრუნველყოს ადმინისტრაციული დახმარება განმცხადებელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონის დებულებათა ადმინისტრირებისა და აღსრულების მიზნით, ან უზრუნველყოს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც ახდენს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მოქალაქის დისკრიმინაციას განმცხადებელი სახელმწიფოს მოქალაქესთან მიმართებით ერთნაირი გარემოებების არსებობის შემთხვევაში;
g. უზრუნველყოს ადმინისტრაციული დახმარება იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელმა სახელმწიფომ არ გაატარა ყველა ის ჯეროვანი ზომა, რომელიც შეიძლებოდა რომ გატარებულიყო მისი კანონებისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ასეთი ზომების გატარებას შესაძლებელია გამოეწვია არაპროპორციული სიძნელეები;
h. უზრუნველყოს დახმარება გადასახადების ამოღების იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ტვირთი ამ სახელმწიფოსთან აშკარად არაპროპორციულია იმ სარგებელთან შედარებით, რომელსაც მიიღებს განმცხადებელი სახელმწიფო.
3.თუ განმცხადებელი სახელმწიფო მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ინფორმაციის შეგროვების თავისი საშუალებები, რათა მოიპოვოს მოთხოვნილი ინფორმაცია იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შესაძლებელია არც სჭირდებოდეს ასეთი ინფორმაცია თავისი საკუთარი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში მოცემული ვალდებულება ექვემდებარება წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ასეთი შეზღუდვები, მათ შორის განსაკუთრებით 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები, არ შეიძლება განმარტებულ იქნას იმგვარად, რომ მისცეს საშუალება მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მას არ გააჩნია არანაირი პირადი ინტერესი ასეთი ინფორმაციის მიმართ.
4.წინამდებარე კონვენციის დებულებები, მათ შორის განსაკუთრებით 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებები, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას განმარტებული იმგვარად, რომ მისცეს საშუალება მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ამ ინფორმაციას ფლობს ბანკი, სხვა საფინანსო დაწესებულება, დანიშნული პირი ან პირი რომელიც საქმიანობს დაწესებულებაში ან მოქმედებს ნდობის უფლებამოსილებით ან თუ ეს ინფორმაცია ეხება პირის მესაკუთრეობის ინტერესებს.''
მუხლი VI
22-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნას და ჩანაცვლდეს შემდეგით:
,,1. მხარის მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია უნდა იქნას განხილული როგორც საიდუმლო და უნდა იქნას დაცული იმავე წესით, როგორც ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონის შასაბამისად და დაცული იქნას იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა პერსონალურ მონაცემთა დაცვის აუცილებელი დონის უზრუნველსაყოფად, ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის მიერ მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონის მოთხოვნების თანახმად განსაზღვრული გარანტიების შესაბამისად.
2.ასეთი ინფორმაცია ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ იმ პირებს და სამსახურებს (მათ შორის სასამართლოებს და ადმინისტრაციულ ან საზედამხედველო ორგანოებს) უნდა გაეცნოს, რომლებიც მონაწილეობენ ამ მხარის გადასახადების შეფასებაში, შეგროვებაში ან ამოღებაში, გადასახადებთან დაკავშირებით აღსრულებაში ან დეენის განხორციელებაში, საჩივრების განხილვაში, ან ზემოაღნიშნული ქმედებების ზედამხედველობაში. ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ზემოაღნიშნული პირების ან სამსახურების მიერ და მხოლოდ მოცემული მიზნებით. პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, მათ შეუძლიათ საჯარო გახადონ ინფორმაცია გადასახადებთან დაკავშირებით სასამართლოს ღია განხილვის დროს ან სასამართლო გადაწყვეტილებებში.'
მუხლი VII
კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნას და ჩანაცვლდეს შემდეგით:
,,პირველი პუნქტის მიუხედავად, იმ მხარეებს, რომლებიც არიან ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები, მათი ორმხრივი ურთიერთობისას შეუძლიათ ისარგებლონ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დახმარების შესაძლებლობებით იმდენად, რამდენადაც ისინი იძლევიან იმაზე უფრო ფართო თანამშრომლობის შესაძლებლობას, ვიდრე ევროპის კავშირის შესაბამისი წესები."
მუხლი VIII
1.კონვენციის 28-ე მუხლის ბოლოს დაემატოს შემდეგი პუნქტები:
,,4. ევროპის საბჭოს ნებისმიერი წევრი სახელმწიფო ან OECD-ის ნებისმიერი წევრი ქვეყანა, რომელიც გახდება წინამდებარე კონვენციის მხარე ამ კონვენციის შემსწორობელი ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ, რომელიც გაიხსნა ხელმოსაწერად [2010 წლის 27 მაისს] (,,2010 წლის ოქმი"), იქნება კონვენციის მონაწილე მხარე ამ ოქმის მიერ მასში შეტანილი ცვლილებებით, თუ იგი არ გამოხატავს განსხვავებულ სურვილს ერთ-ერთი დეპოზიტარისათვის გაგზავნილი წერილობითი კომუნიკაციით.
5.2010 წლის ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ, ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ არის ევროპის საბჭოს ან OECD-ის წევრი, შეუძლია მოითხოვოს, რომ იგი იქნას მიწვეული წინამდებარე კონვენციის ხელმოსაწერად და სარატიფიკაციოდ 2010 წლის ოქმის მიერ მასში შეტანილი ცვლილებებით. აღნიშნულთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს ერთ-ერთ დეპოზიტარს, რომელიც გადაუგზავნის ამ მოთხოვნას მხარეებს. დეპოზიტარმა ამის შესახებ ასევე უნდა აცნობოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და OECD-ის საბჭოს. გადაწყვეტილებას იმ სახელმწიფოების კონვენციის მხარედ გახდომის შესახებ მოწვევასთან დაკავშირებით, რომლებიც ამას მოითხოვენ, კონსენსუსით იღებენ წინამდებარე კონვენციის მხარეები საკოორდინაციო ორგანოს მეშვეობით. ნებისმიერ სახელმწიფოსთან მიმართებით, რომელიც ახდენს კონვენციის რატიფიკაციას, 2010 წლის ოქმის მიერ მასში შეტანილი ცვლილებებით, წინამდებარე პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა ერთ-ერთი დეპოზიტარისათვის რატიფიკაციის შესახებ სიგელის დეპონირების თარიღიდან სამი თვის ამოწურვის შემდეგ მომავალი თვის პირველ დღეს.
6.წინამდებარე კონვენციის დებულებები, 2010 წლის ოქმის მიერ მასში შეტანილი ცვლილებებით, გავლენას მოახდენენ ადმინისტრაციულ დახმარებაზე, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო პერიოდთან, რომლის ათვლა დაიწყება იმ წლის 1-ლი იანვრიდან ან მის შემდეგ, რომელიც მოსდევს ამ მხარესთან მიმართებით კონვენციას, 2010 წლის ოქმის მიერ მასში შეტანილი ცვლილებებით, ძალაში შესვლის წელს, ან იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს საგადასახადო პერიოდი, გავლენას მოახდენენ ადმინისტრაციულ დახმარებაზე, რომელიც დაკავშირებულია გადასახადის დაწესებასთან, რომელსაც ადგილი ექნება იმ წლის 1-ლ იანვარს ან მის შემდეგ, რომელიც მოსდევს ამ მხარესთან მიმართებით კონვენციის, 2010 წლის ოქმის მიერ მასში შეტანილი ცვლილებებით, ძალაში შესვლის წელს. ნებისმიერ ორ ან მეტ მხარეს შეუძლია ორმხრივად შეთანხმდეს, რომ კონვენცია, 2010 წლის ოქმის მიერ მასში შეტანილი ცვლილებებით, გავლენას მოახდენს ადმინისტრაციულ დახმარებაზე, რომელიც დაკავშირებული იქნება უფრო ადრინდელ საგადასახადო პერიოდთან ან გადასახადის დაწესებასთან.
7.მე-6 პუნქტის მიუხედავად, საგადასახადო საკითხებთან მიმართებით, რომლებიც მოიცავს განზრახ ქმედებას, რომლისთვისაც განმცხადებელი სახელმწიფოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულია დევნის პასუხისმგებლობა, წინამდებარე კონვენციის დებულებები, 2010 წლის ოქმის მიერ მასში შეტანილი ცვლილებებით, მოახდენენ გავლენას უფრო ადრინდელ საგადასახადო პერიოდთან ან გადასახადის დაწესებასთან მიმართებით მხარისათვის მათი ძალაში შესვლის თარიღის თარიღის შემდეგ.''
2.კონვენციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის e ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი ქვეპუნქტი:
,,f. გამოიყენოს 28-ე მუხლის მე-7 პუნქტი ექსკლუზიურად იმ ადმინისტრაციულ დახმარებასთან მიმართებით, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო პერიოდთან, რომლის ათვლა იწყება იმ მესამე წლის 1-ლი იანვრიდან ან მის შემდეგ, რომელიც წინ უსწრებს ამ მხარესთან მიმართებით კონვენციას, 2010 წლის ოქმის მიერ მასში შეტანილი ცვლილებებით, ძალაში შესვლის წელს, ან იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს საგადასახადო პერიოდი, გავლენას მოახდენენ ადმინისტრაციულ დახმარებაზე, რომელიც დაკავშირებულია გადასახადის დაწესებასთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმ მესამე წლის 1-ლ იანვარს ან მის შემდეგ, რომელიც წინ უსწრებს ამ მხარესთან მიმართებით კონვენციის, 2010 წლის ოქმის მიერ მასში შეტანილი ცვლილებებით, ძალაში შესვლის წელს"
3.კონვენციის 32-ე მუხლის 1-ლ პუნქტში სიტყვების OECD-ის წევრი ქვეყნები" შემდეგ უნდა დაემატოს სიტყვები ,,და წინამდებარე კონვენციის ნებისმიერი მხარე".
მუხლი IX
1.წინამდებარე ოქმი ღიაა ხელმოსაწერად კონვენციის ხელმომწერი მხარეებისათვის, იგი ექვემდაბარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას.
ხელმოწერას არ შეუძლია მოახდინოს წინამდებარე ოქმის რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება თუ მანამდე ან იმავდროულად არ ახდენს კონვენციის რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ სიგელები დეპონირდება ერთ-ერთ დეპოზიტართან.
2.წინამდებარე ოქმი ძალაში შედის იმ თარიღიდან სამი თვის ამოწურვის შემდეგ მომავალი თვის პირველ დღეს, როდესაც კონვენციის ხუთმა მხარემ გამოხატა თანხმობა 1-ლი პუნქტის დებულებების შესაბამისად ოქმის სავალდებულოდ აღიარებაზე.
3.კონვენციის იმ ნებისმიერ მხარესთან მიმართებით, რომელიც მოგვიანებით გამოხატავს თანხმობას ოქმის სავალდებულოდ აღიარებაზე, წინამდებარე ოქმი ძალაში შედის რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ სიგელის დეპონირების თარიღიდან სამი თვის ამოწურვის შემდეგ მომავალი თვის პირველ დღეს.
მუხლი X
1.დეპოზიტარმა, რომელთანაც განცხადება, შეტყობინება ან კომუნიკაცია იქნა შესრულებული, ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, OECD-ის წევრ ქვეყნებსა და კონვენციის, წინამდებარე ოქმის მიერ მასში შეტანილი ცვლილებებით, ნებისმიერ მხარეს უნდა შეატყობინოს:
a. ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;
b. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ ნებისმიერი სიგელის დეპონირების თაობაზე;
c. IX მუხლის დებულებათა შესაბამისად წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღის შესახებ;
d. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადების, შეტყობინების ან კომუნიკაციის შესახებ.
2.დეპოზიტარმა, რომელიც იღებს კომუნიკაციას ან აკეთებს შეტყობინებას 1-ლი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ამის შესახებ უნდა აცნობოს სხვა დეპოზიტარს.
3.დეპოზიტარებმა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებსა და OECD-ის წევრ ქვეყნების უნდა გაუგზავნონ წინამდებარე ოქმის დამოწმებული ასლი.
4.როდესაც წინამდებარე ოქმი ძალაში შევა IX მუხლის შესაბამისად, ერთ-ერთმა დეპოზიტარმა უნდა შეადგინოს კონვენციის ტექსტი წინამდებარე ოქმის ცვლილებებით და გაუგზავნოს დამოწმებული ასლი კონვენციის, წინამდებარე ოქმის ცვლილებებით, ყველა წევრს.
რის დასტურადაც, სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემორე ხელმომწერმა მოაწერეს ხელი ამ ოქმს.
შესრულებულია [ქ. პარიზში], [2010 წლის] [27 მაისს], ინგლისურ და ფრანგულ ენებზე,ორ პირად, ამასთან ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია, რომელთაგანაც ერთი დეპონირებული იქნება ევროპის საბჭოს არქივში და მეორე OECD-ის არქივში.