შემოსავლების და ხარჯების განსაზღვრა გრძელვადიან კოტრაქტზე N 0261
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
შემოსავლების და ხარჯების განსაზღვრა გრძელვადიან კოტრაქტზე N 0261
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმომ 2011 წლის მარტში გააფორმა კონტრაქტი 150 000 ლარის სამშენებლო სამუშაოზე. სამუშაოები დასრულდა 2012 წლის მაისში
•საწარმომ კუთვნილი შემოსავალი (150 000 ლარი) ასახა 2012 წლის ერთობლივ შემოსავალში და შესაბამისად დაბეგრა მოგების გადასახადით
•საწარმომ კონტრაქტის ფარგლებში დაუმთავრებელ წარმოების სახით გაწეული ხარჯი წლის ბოლოს ასახა მარაგებში, რითაც დააკორექტირა (გაზარდა) ერთობლივი შემოსავალი. შესაბამისად, 2011 წელს აღნიშნული ხარჯების მიხედვით გამოქვითვები არ განუხორციელებია
შეფასება
•სსკ-ის 144-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს გრძელვადიან კონტრაქტს. საწარმო ვალდებული იყო 2011 წლის ერთობლივი შემოსავალი განესაზღვრა ამავე კონტრაქტის ფარგლებში დაუმთავრებელ წარმოებაზე მიკუთვნებული ხარჯების ამავე კონტრაქტით დაგეგმილ საერთო ხარჯებთან შეპირისპირებით
•ამასთან, საწარმოს უფლება აქვს 2011 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს კოტრაქტის ფარგლებში 2011 წელს დაუმთავრებელ წარმოებაზე ფაქტობრივად გაწეული ყველა ის ხარჯი, რამაც განსაზღვრა ერთობლივი შემოსავალი
ღონისძიებები
•დაკორექტირდება საწარმოს 2011 და 2012 წლის დასაბეგრი მოგება
•საწარმო, გადასახადის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით