N 341 - 20/09/2023 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №341
2023 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 112 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გათანაბრებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ეკისრებათ ვალდებულება დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახონ „დაქირავებულ პირთა რეესტრში.“.
2. 34-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ორგანიზაციას არ წარმოექმნება რაიმე ფორმით საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულება ამ წესით განსაზღვრული ანაზღაურების მიმართ, გარდა ამავე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. ორგანიზაცია ვალდებულია, საგადასახადო წლის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია ფიზიკური პირებისთვის გადახდილი ანაზღაურების, გვარის, სახელის, პირადი ნომრის და ანაზღაურების სახის თაობაზე, დანართი №II-12-ის შესაბამისად.“.
3. დანართი №II-11-ის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №II-12.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი; ; ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე