დანაკლისის შემთხვევაში დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია არ დგება, რადგან 2010 წლის 1 აგვისტოდან მიწოდებად არ ითვლება N 1125

1125 დანაკლისის შემთხვევაში დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია არ დგება, რადგან 2010 წლის 1 აგვისტოდან მიწოდებად არ ითვლება - (ძალადაკარგული) 16.11.2010
№ დოკუმენტი 1125
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დანაკლისის შემთხვევაში დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია N 1125

ფაქტობრივი გარემოებები

• პირი არ არის დღგ-ის გადამხდელი. 12 უწყვეტი კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებულმა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხამ 90 000 ლარი შეადგინა

• ამავე პერიოდში საგადასახადო ორგანოს მიერ მას დაუფიქსირდა 30 000 ლარის სმფ-ის დანაკლისი

შეფასება

• 2010 წლის 1 აგვისტოდან საქონლის დანაკლისი მიწოდებად არ განიხილება

• მოცემულ შემთხვევაში პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება არ წარმოექმნება

ღონისძიებები

• სსკ-ის 143-ე მუხლის შესაბამისად პირი დაჯარიმდება გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ღირებულების 50%-ის ოდენობით

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით