„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ 2001 წლის 12 ოქტომბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 651
2007 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ 2001 წლის 12 ოქტომბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ტრანზიტული ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის – საქართველოს მთავრობასა და სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის დადებული ხელშეკრულების 8.10 მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის პროცედურების სრულყოფის მიზნით, ვბრძანებ:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №365 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ 2001 წლის 12 ოქტომბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №365 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
ინსტრუქცია
,,საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ 2001 წლის 12 ოქტომბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
„წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, ტრანზიტული ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის – საქართველოს მთავრობასა და სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის (შემდგომში „სკმპ“) მონაწილეებს შორის დადებული ხელშეკრულების (შემდგომში „ხელშეკრულება“) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 და 175-ე მუხლების შესაბამისად და განსაზღვრავს დამატებული ღირებულების გადასახადის ხაზით „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №365 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მუხლი 2. ინსტრუქციაში გამოყენებული ტერმინები
ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს (აღნიშნულია მთავრული ასოებით) აქვთ ის მნიშვნელობა, რომელიც განსაზღვრულია ხელშეკრულების დანართი №1-ით და ამ მუხლით:
ა) ,,აფილირებული პირი“, ნებისმიერ პირთან მიმართებაში, ნიშნავს რომელიმე სხვა პირს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ, ერთი ან მეტი შუამავლის მეშვეობით, აკონტროლებს ასეთ პირს, კონტროლდება ასეთი პირის მიერ, ან ამ უკანასკნელთან ერთად ზოგადი კონტროლის ქვეშ იმყოფება;
ბ) ,,ხელშეკრულება“ ნიშნავს ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას, მათ შორის მის ყველა დანართს, აგრეთვე ყველა იმ წერილობით დოკუმენტს ხელშეკრულების ვადის გაგრძელების, განახლების, ახლით შეცვლის, შესწორების შეტანის ან სხვა მოდიფიკაციების ჩათვლით, რომელსაც ხელს აწერს ყველა მხარე და რომელთაგანაც ყოველი, აქ აღნიშნულის საფუძველზე, მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს;
გ) ,,კონტრაქტორი“ ნიშნავს პირს, რომელიც სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის ყველა ან რომელიმე მონაწილეს, სარეალიზაციო საქმიანობის მონაწილეს ან მათ აფილირებულ პირს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ან მათი სარგებლობისთვის აწვდის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემასთან ან სარეალიზაციო საქმიანობასთან დაკავშირებულ საქონელს, ასრულებს სამუშაოს, ეწევა მომსახურებას ან ამარაგებს ტექნიკით, აგრეთვე, ასეთი პირის სამართალმემკვიდრეს ან კანონიერ უფლებამონაცვლეს. ეს ტერმინი არ გულისხმობს ფიზიკურ პირს, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს როგორც რომელიმე სხვა პირის მიერ დაქირავებული მოსამსახურე;
დ) ,,გამგზავნები“ ნიშნავს იმ პირებს (სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილეების ჩათვლით), რომლებთანაც პირდაპირ ან არაპირდაპირ (სუბ-კონტრაქტების ან სხვა შესაბამისი დოკუმენტურად გაფორმებული გარიგებების საფუძველზე) დადებულ იქნა კონტრაქტი ბუნებრივი გაზის ტრანზიტის ან ტრანსპორტირების მომსახურებასთან დაკავშირებით (ასევე ნებისმიერი მასთან დაკავშირებული მომსახურება, თუკი ეს შესაძლებელია) სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის სრულად ან მისი რომელიმე ნაწილის გამოყენებით და გააჩნიათ უფლება, მონაწილეობა მიიღონ ბუნებრივი გაზის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით ტრანზიტსა და ტრანსპორტირებაზე გამოცხადებულ ტენდერში, აგრეთვე მათ შესაბამის სამართალმემკვიდრეებსა და კანონიერ უფლებამონაცვლეებს;
ე) ,,სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილე“ ნიშნავს ამ ხელშეკრულების ერთ ან მეტ, ან ყველა მხარეს (მათ შორის, იმ მხარეებს, რომლებიც სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილეები გახდნენ რომელიმე პროექტის ხელშეკრულების განახლების ან მასთან შეერთების გზით, ისე როგორც ამას ითვალისწინებს ნებისმიერი პროექტის ხელშეკრულება), რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს და აგრეთვე, ზემოაღნიშნულთაგან, ნებისმიერის სამართალმემკვიდრეს და ნებადართულ უფლებამონაცვლეს;
ვ) ,,სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემა“, ნიშნავს ნებისმიერ დროს, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემას და მასთან დაკავშირებულ ყველა ტექნიკურ მოწყობილობას, რომელიც საკუთრებაში ან ხმარებაშია მილსადენთან დაკავშირებით იმ საშუალების ჩათვლით, რომელიც განთავსებულია ტერიტორიაზე და ამგვარ დაკავშირებულ ყველა სხვა საშუალებას, რომელიც განთავსებულია ამ ტერიტორიის გარეთ. ამასთან, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის გამტარუნარიანობა საბოლოო წერტილში არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში ოცდაათ (30) მილიარდ კუბურ მეტრს;
ზ) ,,წილის მფლობელი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც მოცემული დროისათვის, ნებისმიერი ფორმით, ფლობს სააქციო კაპიტალის წილს სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილის, ან მისი საექსპლუატაციო, ან სარეალიზაციო საქმიანობის მონაწილის კომპანიაში, და მისი ყველა აფილირებული პირის, და ამ პირის სამართალმემკვიდრეებისა და კანონიერი უფლებამონაცვლეების სახით;
თ) ,,საოპერაციო კომპანია“ ნიშნავს სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილეების, ან მათი აფილირებული პირების მიერ წერილობით დანიშნულ ან შერჩეულ ერთ, ან მეტ პირს, რომლის მიზანია აღასრულოს, მართოს, კოორდინაცია გაუწიოს და/ან განახორციელოს სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილეების ან მათი აფილირებული პირების სახელით, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის ყოველდღიური საქმიანობა მთლიანად ან ნაწილობრივ, მათ შორის, განახორციელოს სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მთლიანად ან მისი რომელიმე ნაწილის ექსპლუატაცია, როგორც სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილის, ან მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა, აგრეთვე ნებისმიერი ასეთი პირის სამართალმემკვიდრემ, ან კანონიერმა უფლებამონაცვლემ;
ი) ,,პირი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს;
კ) ,,სარეალიზაციო საქმიანობის მონაწილე“ ნიშნავს ნებისმიერ გამგზავნს, ნასყიდობის ხელშეკრულებით სამარკეტინგო საქმიანობის მონაწილეს ან სარეალიზაციო ორგანიზაციას, ან რომელიმე ზემოაღნიშნულის ნებისმიერ ნდობით აღჭურვილ პირს ან წარმომადგენელს ან აფილირებულ პირს (იმ გაგებით, რომ ამგვარი აფილირებული პირი წარმოადგენს ზემოაღნიშნულის ნდობით აღჭურვილ პირს ან წარმომადგენელს) და მათ შესაბამის სამართალმემკვიდრეს ან კანონიერ უფლებამონაცვლეს;
ლ) ,,სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის საქმიანობა“ ნიშნავს ნებისმიერ და ყველა იმ საქმიანობას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება (ან გამომდინარეობს მისგან), სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის შეფასებას, განვითარებას, პროექტის შემუშავებას, მასალების შეძენას, მშენებლობას, მონტაჟს, დაფინანსებას, დაზღვევას, ფლობას, ექსპლუატაციას, (რაც გულისხმობს, ასევე, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის რომელიმე ერთი, ან ყველა მონაწილის და/ან გამგზავნის მიერ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის საშუალებით) ტრანზიტს, ტრანსპორტირებას, მიღებას, მიწოდებას და სხვა;
მ) ,,ნასყიდობის ხელშეკრულება“ ნიშნავს ნებისმიერ კონტრაქტ(ებ)ს ან ხელშკერულებას (ხელშეკრულებებს) იმ ბუნებრივი გაზის გაყიდვასთან დაკავშირებით, რომლის ტრანსპორტირება ხდება ტერიტორიაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან და რომლის გაყიდვა ან მოხმარება ხდება ტერიტორიაზე, იმის გათვალისწინებით, რომ იმ ბუნებრივ გაზთან მიმართებაში, რომლის რეალიზაცია და მოხმარება ხდება ტერიტორიაზე, შემსყიდველი (ან პერსპექტიული შემსყიდველი) არის სახელმწიფო, ნებისმიერი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, ან ნებისმიერი სახელმწიფო იურიდიული პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც შესაბამისი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ მინიჭებული აქვს სათანადო უფლება ან სათანადო ლიცენზია, რომ შეისყიდოს ამგვარი ბუნებრივი გაზი;
ნ) ,,საშუალებები“ – ნიშნავს ტერიტორიის ფარგლებში ტერიტორიის მიმართულებით, ტერიტორიის გადაკვეთით და/ან ტერიტორიის გავლით ბუნებრივი გაზის მიღების, გადაზიდვისა და ადგილზე მიწოდებისათვის განკუთვნილ მაგისტრალურ გადამცემ სისტემას, მის განშტოებებს, შემაერთებლებს, ყოველგვარ მიწისქვეშა, მიწისზედა ან ზღვის ფსკერზე განთავსებულ მოწყობილობებს და დამხმარე მოწყობილობას, მასთან დაკავშირებულ მიწის ფართობთან ერთად.
მუხლი 3. ჩათვლის უფლებით დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებით მოსარგებლე პირები
1.თითოეული სკმპ-ის მონაწილე, წილის მფლობელი, კონტრაქტორი, საოპერაციო კომპანია, სარეალიზაციო საქმიანობის მონაწილე, აგრეთვე თითოეული მათგანის აფილირებული პირი (შემდგომში – „პირი“) გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით:
ა) სკმპ-ის საქმიანობასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ ყოველგვარ საქონელთან (ბუნებრივი გაზის ჩათვლით), მისთვის ან მის მიერ მიწოდებულ, შესრულებულ სამუშაოსთან, გაწეულ მომსახურებასთან და მიწოდებულ ტექნოლოგიასთან მიმართებაში;
ბ) მათ მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საშუალებების მეშვეობით ბუნებრივი გაზის იმპორტთან და ექსპორტთან ან რეალიზაციასთან მიმართებაში;
გ) სკმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით შეძენილი ყოველგვარი საქონლის იმპორტის, სამუშაოს, მომსახურებისა და ტექნოლოგიასთან მიმართებაში;
დ) ყოველგვარი საქონლის (ბუნებრივი გაზის ჩათვლით), სამუშაოს, მომსახურებისა და ტექნოლოგიის ექსპორტთან და რეექსპორტთან მიმართებაში, რომელიც დაკავშირებულია სკმპ-ის საქმიანობასთან.
2. მიმწოდებელმა, რომელიც „პირს“ ემსახურება სკმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, უნდა გაითვალისწინოს, რომ პირველ პუნქტში აღნიშნული მიწოდების ყველა ობიექტი გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან.
3. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან ანალოგიური გათავისუფლება იმოქმედებს სკმპ-ის მონაწილეთათვის უფლებათა გადაცემასთან დაკავშირებითაც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მიწაზე უფლებების გადაცემის შემთხვევაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №365 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მუხლი 4. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის პროცედურა
1. „პირს“, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) გასცემს ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით სარგებლობის დამადასტურებელ სერტიფიკატს (შემდგომში – სერტიფიკატი) (დანართი №1).
2. სერტიფიკატი არ ექვემდებარება გადაცემას ან დათმობას.
3. (ამოღებულია - 27.08.2012, №365).
4. სერტიფიკატის მისაღებად, სკმპ-ის მონაწილეებმა, წილის მფლობელებმა, საოპერაციო კომპანიებმა, სარეალიზაციო საქმიანობის მონაწილეებმა, ან მათმა აფილირებულმა პირებმა უნდა მიმართონ შემოსავლების სამსახურს განცხადებით, რომელშიც მიუთითებენ, რომ მათ აქვთ უფლება ისარგებლონ ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებით „ხელშეკრულებისა“ და მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.
5.კონტრაქტორს, რომელმაც დადო ხელშეკრულება სკმპ-ის მონაწილესთან, საოპერაციო კომპანიასთან, ან სხვა კონტრაქტორთან სკმპ-თან დაკავშირებით საქონლის, საქმიანობის, მომსახურების და ტექნოლოგიის მიწოდების შესახებ, უფლება აქვს მიმართოს სამსახურს განცხადებით, №3 დანართში მოცემული ფორმით, სერტიფიკატის მისაღებად. კონტრაქტორის წერილობითი განცხადება ხელმოწერილ უნდა იქნეს სკმპ-ის მონაწილის, საოპერაციო კომპანიის ან სხვა კონტრაქტორის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ხელშეკრულება და უნდა ადასტურებდეს, რომ წილის მფლობელებთან, კონტრაქტორებთან, სარეალიზაციო საქმიანობის მონაწილეებთან ან მათ აფილირებულ პირებთან დადებულია ხელშეკრულება საქონლის, სამუშაოს, მომსახურების და ტექნოლოგიის მიწოდების შესახებ. განცხადებას უნდა დაერთოს ამონაწერი ხელშეკრულებიდან (ნოტარიალურად დამოწმებული), რომელიც შეიცავს:
ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა მოკლე აღწერას;
ბ) ხელშეკრულების შესაბამისად ვალდებულებათა დაწყებისა და დასრულების თარიღებს;
გ) ხელშეკრულების დამდები მხარეების დასახელებას, დადასტურებულს ხელშეკრულებაზე ხელმოწერებით.
6. სამსახურს შეუძლია მიმართოს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას სერტიფიკატის გაცემაზე დასტურის მისაღებად.
7. ,,პირის“ მიერ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად წარმოდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების საფუძველზე, სამსახური გასცემს სერტიფიკატს 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წერილობითი განცხადების მიღების შემდეგ. სერტიფიკატის გაცემის თარიღი არის სამსახურში სერტიფიკატის მიღებაზე განცხადების რეგისტრაციის თარიღი. აკრძალულია სერტიფიკატის გასაცემად ზემოაღნიშნულის გარდა სხვა დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნა.
8. სკმპ-ის მონაწილეების, წილის მფლობელების, საოპერაციო კომპანიების, სარეალიზაციო საქმიანობის მონაწილეების ან მათი აფილირებული პირებისათვის გაცემული სერტიფიკატი ძალაშია 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდეგ თითოეული მათგანი მიმართავს სამსახურს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. სამსახური გასცემს ახალ სერტიფიკატს 5 (ხუთი) წლის ვადით, მე-7 პუნქტში გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
9. კონტრაქტორისათვის გაცემული სერტიფიკატი ძალაშია ხელშეკრულების ვადის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 3 (სამი) წლისა სერტიფიკატის გაცემის თარიღიდან. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ვადა გაგრძელდება ან ხელშეკრულების ვადა არის 3 (სამ) წელზე მეტი, კონტრაქტორმა უნდა მიმართოს სამსახურს სერტიფიკატის განახლებისათვის მე-5 პუნქტში გათვალისწინებული წესის შესაბამისად, რის შემდეგაც სამსახური გასცემს ახალ სერტიფიკატს.
10.სკმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების შეწყვეტისას ყველა სერტიფიკატი კარგავს იურიდიულ ძალას და ისინი ჩაბარებულ უნდა იქნეს სამსახურში 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.
11.სამსახური ახორციელებს სერტიფიკატების მიზნობრივად გამოყენების კონტროლს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.
12. სკმპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების და ტექნოლოგიების შესყიდვისას (მიღებისას) ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით სარგებლობის საფუძველია საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა, რომელიც გამოიწერება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით დადგენილი წესით.
13. „პირის“ მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული საქმიანობის დასრულების ან/და კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, იგი ვალდებულია ამის შესახებ ოცდაათი (30) დღის ვადაში წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №365 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მუხლი 5. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №365 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მუხლი 6. დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია
1. პირს, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით, შემდგომში დღგ-ის ანაზღაურების მიზნით, ვალდებულია დადგეს დღგ- ის გადამხდელად აღრიცხვაზე საქართველოს საგადასახდო კოდექსით განსაზღვრული წესით. ამისათვის პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. დღგ-ის გადამხდელის აღრიცხვაზე დასაყენებლად სხვა დოკუმენტები საჭირო არ არის.
2. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის მფლობელი ახორციელებს ისეთ ოპერაციებსაც, რომელიც არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან, ამ ოპერაციების განსახორციელებლად შესყიდვების აღრიცხვა უნდა განხორციელდეს ცალკე.
3. სერტიფიკატის მფლობელი პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია არსებული ფორმით ყოველ საანგარიშო პერიოდზე (კალენდარულ თვეზე), არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. გადამხდელის მიერ დეკლარაციის წარდგენა ხდება ყოველ საანგარიშო პერიოდზე, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მას დასაბეგრი ბრუნვა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №365 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მუხლი 7. დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებული საქონლის, სამუშაოს, მომსახურების ან ტექნოლოგიის მხარეებისათვის გადაცემა და გასხვისება
1. იმ შემთხვევაში, როცა ხდება საქონლის, სამუშაოს, მომსახურების ან ტექნოლოგიების გაყიდვა, დათმობა, გადაცემა, იჯარით გაცემა ან სხვა გზით გასხვისება ისეთი პირის სასარგებლოდ, რომელსაც აქვს დღგ-ისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან უფლება, მაშინ დღგ არ დაირიცხება, არ გადაიხდება.
2. ყველა სხვა შემთხვევაში მყიდველის მიერ გადახდილი ან გადასახდელი დღგ, მაგრამ არანაკლებ დადგენილი განაკვეთისა, რომელიც დარიცხულია კომპენსაციის ფაქტობრივ თანხაზე, გადაიხდება ამ კომპენსაციიდან. ამ შემთხვევაში დღგ ასეთ ოპერაციებთან დაკავშირებულ იმპორტზე არ დაირიცხება და არ გადაიხდება.
3. დღგ, რომელიც დარიცხულია მე-2 პუნქტის მიხედვით, გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ლარებში 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში, იმ თვის დამთავრებიდან, როდესაც მოხდა საქონლის, სამუშაოს და მომსახურების მიწოდება ან განაღდება, იმის გათვალისწინებით, რომელი უფრო ადრე მოხდა.
4. თუ იმპორტირებული ან ნაყიდი საქონელი, სამუშაო ან მომსახურება, რომელიც დაიბეგრებოდა დამატებული ღირებულების გადასახადით მე-2 პუნქტის შესაბამისად, გასხვისებულია ნულოვანი ღირებულებით სახელმწიფო ორგანოებზე, დღგ არ გადაიხდება.
მუხლი 8. დამატებული ღირებულების გადასახადის ანაზღაურება
1.იმ შემთხვევაში, როცა მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „პირს“ უფლება აქვს ისარგებლოს ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებით, მაგრამ მისთვის საქონლის, სამუშაოს, მომსახურების ან ტექნოლოგიის მოწოდებისას გადახდილ იქნა გადასახადი, მაშინ მოცემულ „პირს“ უფლება აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ასეთი თანხა ან დღგ-ის სრული თანხა ჩაითვალოს სხვა გადასახადების ანგარიშში (მოგების გადასახადის ან მოსამსახურეთათვის გადახდებიდან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
2 სკმპ-ის მონაწილის მიერ ხელშეკრულების 8.2 მუხლის მიზნით დღგ-ის თანხის მოგების გადასახადის ანგარიშში ჩათვლის შემთხვევაში, ასეთი ჩათვლის თანხა ჩაითვლება მოგების გადასახადის გადახდად.
3. დღგ-ის ჩათვლის ან ანაზღაურების მიზნით პირმა უნდა დაიცვას საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები.
4. ყველა ანაზღაურება ხორციელდება ლარებში.
5. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის რომელიმე სახელმწიფოში დაწესებულია დამატებული ღირებულების გადასახადი ან რომელიმე სხვა მსგავსი გადასახადი, რომლის გადახდაც მოუხდა რომელიმე სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილეს ან საოპერაციო კომპანიას, საქონლის ან ტექნოლოგიის შეძენასთან (ბუნებრივი გაზის ჩათვლით), სამუშაოს შესრულებასთან ან მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით პროექტის საქმიანობაში და სარეალიზაციო საქმიანობაში გამოყენების მიზნით, ამ უკანასკნელთ უფლება აქვთ, მიიღონ ის ანაზღაურება, რომელსაც შეიძლება ითვალისწინებდეს საქართველოს კანონმდებლობა, ტრანზიტული ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის – საქართველოს მთავრობასა და სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის დადებული ხელშეკრულების 8.10 მუხლის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №365 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
შემოსავლების სამსახური
სერტიფიკატი №000
ამ სერტიფიკატით დასტურდება, რომ --------------------------------------------------------------
(პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი)
არის პროექტის ----------------------------------------------------------––––----------------------------
(პროექტის დასახელება)
----------------------------------------------------------------------------------
მონაწილე, წილის მფლობელი, კონტრაქტორი, საოპერაციო კომპანია, გამგზავნი, აფილირებული პირი (საჭიროა გაესვას ხაზი) და, აღნიშნული ხელშეკრულების 8.10 მუხლის შესაბამისად, პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებით სარგებლობს ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებით.
მოქმედების ვადა 20 წ. - - - - - - - - - -დან 20 წ. - - - - - - - - - -მდე
უფლებამოსილი პირი (ხელმოწერა)
შევსების თარიღი - - - - - - - - - - - 20 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №365 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
დანართი №2 (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №365 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
დანართი №3
განცხადება
ჩათვლის უფლებით დამატებული ღირებულების გადასახადისგან
გათავისუფლების სერტიფიკატის ასაღებად
––––––––––––––––––––––––––––––––––
მოწოდების მიმღები „პირის“ დასახელება
––––––––––––––––––––––––––––––––––
მომწოდებელი „პირის“ დასახელება
–––––––––––––––––––––––––––––––––––
მომწოდებელი „პირის“ საიდენტიფიკაციო ნომერი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოწოდების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიმღების - საოპერაციო კომპანიის, მეწილის ან სამხრეთ-კავკასიური მილსადენის მონაწილის დასახელება
„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გთხოვთ გასცეთ სერტიფიკატი ჩათვლის უფლებით დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ. ამ საკითხის შემდგომი განხილვის ხელშეწყობის მიზნით გაწვდით ქვემოთ მოყვანილ ინფორმაციას:
(მომწოდებელი „პირის“ დასახელება) ----------------------------------------
პირდაპირ ან არაპირდაპირ განახორციელებს საქონლის, სამუშაოს, მომსახურების ან ტექნოლოგიების მოწოდებას (მიმღები „პირის“ დასახელება) ----------------------------
სამხრეთ-კავკასიური მილსადენის მოქმედებასთან დაკავშირებით და აღნიშნულ მოწოდებებზე ისარგებლებს ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებით.
ქვემოთ მოყვანილია ინფორმაცია პირზე, რომელმაც გააკეთა განაცხადი ჩათვლის უფლებით დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლებით სარგებლობის სერტიფიკატის ასაღებად.
1. კონტრაქტორის დასახელება –––––––––––––––––––––––
2. განსახორციელებელი სამუშაოების დასახელება –––––––––––––––––––––––
3. ხელშეკრულების ნომერი და თარიღი –––––––––––––––––––––––
4. ხელშეკრილების სავარაუდო ვადა –––––––––––––––––––––––
5. სხვა ინფორმაცია –––––––––––––––––––––––
მოწოდების მიმღები მხარის ხელმოწერა
ბეჭედი
მომწოდებლის ხელმოწერა
საოპერაციო კომპანიის მეწილეების ან მოწოდების პირდაპირ ან არაპირდაპირ მიმღები სამხრეთ-კავკასიური მილსადენის მონაწილის ხელმოწერა
ბეჭედი
დამტკიცებულია შემოსავლების
სამსახურის ოფიციალური
პირის მიერ
შემოსავლების სამსახურის
ოფიციალური პირის ხელმოწერა თარიღი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №365 - ვებგვერდი, 03.09.2012წ.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე