არამატერიალური აქტივის გამოქვითვა N 2002

2002 არამატერიალური აქტივის გამოქვითვა 13.08.2010
№ დოკუმენტი 2002
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

არამატერიალური აქტივის გამოქვითვა N 2002

ფაქტობრივი გარემოებები

•კომპანიას არარეზიდენტმა გაუწია მომსახურება და დაუმზადა კომპიუტერული პროგრამა

•ვარიანტი 1: დისკზე დატანილი პროგრამა განაბაჟა როგორც საქონელი და დღგ გადაიხადა იმპორტზე (დისკი პროგრამასთან ერთად)

•ვარიანტი 2: განაბაჟა მხოლოდ დისკი - როგორც საქონელი

•ვარიანტი 3: პროგრამა მოეწოდა ინტერნეტის მეშვეობით

•პროგრამა დისკთან ერთად აღიარებულია არამატერიალურ აქტივად და სრულად არის გამოქვითული; ხოლო ფინანსური აღრიცხვის მიზნებისათვის გამოიყენა 10 წლის განმავლობაში წრფივი გამოქვითვა

•უკუდაბეგვრა არ განუხორციელებია და საგადასახადო აგენტის ვალდებულება არ შეუსრულებია

შეფასება

•სამივე ვარიანტში, არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურება ექვემდებარებოდა დღგ-ით უკუდაბეგვრას

•პირველ ვარიანტში, პირს უფლება ჰქონდა გაეიმიჯნა დისკისა და პროგრამის ღირებულებები და განებაჟებინა მხოლოდ დისკის ღირებულება, როგორც საქონელი

•არამატერიალური აქტივის მიხედვით 100%-იან გამოქვითვას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს

•სამივე ვარიანტში, პირი ვალდებული იყო წყაროსთან დაეკავებინა არარეზიდენტისათვის გადარიცხული თანხა (სსკ მუხლი 197)

ღონისძიებები

•სამივე ვარიანტში, პირს უნდა დაერიცხოს დღგ-ის უკუდაბეგვრის თანხები და დაკორექტირდეს გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან სსკ-ის 183-ე მუხლის შესაბამისი ჯგუფისათვის დადგენილი ნორმის გათვალისწინებით

•მოგების, დღგ-ის, აგრეთვე საგადასახადო აგენტის ყოველთვიურ დეკლარაციაში თანხის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლით

•პირი დაჯარიმდება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაუკავებლობისათვის (სსკ 134-ე მუხლი)

•შესაბამისი დეკლარაციის/ გაანგარიშების წარუდგენლობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 131-ე მუხლით