სიგარაბარის მოწყობის ნებართვის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ფორმისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

ბრძანება 17.02.2020
№ დოკუმენტი 3836
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება № 3836

2020 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

სიგარაბარის მოწყობის ნებართვის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ფორმისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) სიგარაბარის მოწყობის ნებართვის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ფორმა (დანართი №1);

ბ) სიგარაბარის მოწყობის ნებართვის უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოების წესი (დანართი №2).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა

 

დანართი №1

 

სიგარაბარის მოწყობის ნებართვის უწყებრივი სანებართვო რეესტრი

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1685302039221 {width:495.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }№

ნებართვის მფლობელის დასახელება

ს/ნ

ნებართვის მფლობელის იურიდიული მისამართი

მოწმობის ნომერი

ნებართვის გაცემის თარიღი

ნებართვ ის სახე

ნებართვის მოქმედების ვადა (წელი)

ობიექტის ადგილმდე ბარეობა

ობიექტის ადგილმდება რეობის შეცვლა

ნებართვ აში ცვლილე ბის შეტანა/გ აუქმება

დუბლი კატის გაცემა

 

მონაცემები რეორგანი ზაციის შესახებ

 

დანართი №2

 

სიგარაბარის მოწყობის ნებართვის უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოების წესი

 

1. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის უწყებრივი სანებართვო რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) წარმოადგენს სიგარაბარის მოწყობის ნებართვის (შემდგომში – ნებართვა) გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, ნებართვის გაუქმების, სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემისა და ნებართვის მფლობელის შესახებ მონაცემთა სისტემატიზებულ ერთობლიობას.

2. რეესტრში რეგისტრირდება:

ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ – მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული

პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე;

ბ) ნებართვის სახე;

გ) სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი;

დ) ნებართვის მოქმედების ვადა;

ე) მონაცემები ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ;

ვ) მონაცემები ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ;

ზ) მონაცემები ნებართვაში ცვლილებების შეტანის/ნებართვის გაუქმების შესახებ;

თ) მონაცემები სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის შესახებ.

3. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე