სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საცალო-სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა N 1711

1711 სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საცალო-სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა 16.11.2010
№ დოკუმენტი 1711
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საცალო-სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა N 1711

ფაქტობრივი გარემოებები

•გადამხდელი საქონლის რეალიზაციას ახდენდა, როგორც საცალო (საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების მეშვეობით), ასევე საბითუმო წესით (სსაფ-ის გამოწერით)

•გადამხდელი არ აწარმოებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის №87 ბრძანებით დადგენილი წესით ნავთობროდუქტების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს

•რეალიზებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობის რაოდენობის გამრავლებით დოკუმენტურად დადასტურებულ სარეალიზაციო ფასებზე გამომდინარეობს, რომ გადამხდელის მიერ შემოსავლები დეკლარირებულია შემცირებული ოდენობით

შეფასება

•დარღვეულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის №87 ბრძანებით დადგენილი წესი - რომლის მიხედვით სავალდებულოა ნავთობროდუქტების საცალო მიმწოდებლისათვის ,,ნავთობროდუქტების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის წარმოება”

•შემცირებულია შემოსავლები

•გადამხდელის მიერ საცალოდ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობაზე უნდა გავრცელდეს საწარმოს მიერვე რეალიზაციისას გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებსა ან/და ზედნადებებში დაფიქსირებული საშუალო ფასნამატის მონაცემები და დაზუსტდეს საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის და მოგების გადასახადის მიზნებისათვის

ღონისძიებები

•ჟურნალის წარმოების წესის დარღვევისათვის პირი დაჯარიმდება სსკ-ის 144-ე მუხლის საფუძველზე

•უნდა მოხდეს დასაბეგრი მოგების და დღგ-ის ძირითადი თანხების დარიცხვა

•გადამხდელი დაჯარიმდება მოგებისა და დღგ-ის დეკლარაციებში გადასახადის შემცირების შემთხვევაში (სსკ 132-ე მუხლი)